WOODSTOCK: მუსიკის და მშვიდობის ფესტივალი

WOODSTOCK: მუსიკის და მშვიდობის ფესტივალი

 

 

 

მშვიდობისა და სიყვარულის ფესტივალი, რომელმაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი გააერთიანა სამი დღის განმავლობაში ერთი უდიდესი ემოციის, ურთიერთსიყვარულის ქვეშ. ვუდსტოკის ფესტივალი 60-იანი წლების კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორები დაახლოებით 200 000-მდე ადამიანს ელოდნენ, დამსწრეთა რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა. საბოლოოდ, შეიქმნა წყლის, საჭმლისა და მედიკამენტების უკმარისობა, თუმცა სწორედ ამით იყო ვუდსტოკი და იქ დამსწრე ადამიანები განსხვავებულები, რომ მათ შეძლეს ერთმანეთის დახმარება ყოველგვარი აგრესიის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ვუდსტოკის ფესტივალზე, ხალხმრავლობის მიუხედავად არ გარდაცვლილა არცერთი ადამიანი და არ ყოფილა ძალადობის არცერთი ფაქტი. ფესტივალი 1969 წლის 15 აგვისტოდან 18 აგვისტომდე გრძელდებოდა, მუსიკამ შეძლო და გააერთიანა ნახევარი მილიონი ადამიანი მშვიდობისა და სიყვარულის მიზნის ქვეშ. ფესტივალზე წარდგნენ ისეთი მუსიკოსები როგორებიც იყვნენ: ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო კოკერი, The Who, Grateful Dead. ფესტივალზე სხვადასხვა მიზეზით ვერ და არ გამოვიდნენ ბობ დილანი, The Doors, The Beatles, Led Zeppelin, Procol Harum, Joni Mitchell და ბევრმა სხვა. თუმცა მსმენელის წინაშე წარსდგა მაშინდელი როკ მუსიკის 32-მდე ბრწყინვალე შემსრულებელი.  ფესტივალის აღდგენის მცდელობა რამდენჯერმე იყო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ. აქვე დაგიტოვებთ ვუდსტოკის ფესტივალის დოკუმენტური ფილმის ლინკს, რომელმაც 1971 წელს ოსკარი აიღო. წარმოგიდგენთ ვუდსტოკის ფესტივალის აქამდე უცნობ ფოტოებს, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი ბარონ უოლმანია.

ფოტოების ავტორი: ბარონ უოლმანი

Woodstock 69433-24a

Woodstock 69438-22

Woodstock 69439-32

Woodstock 69435-15

Grace Slick

Woodstock 69433-10

Woodstock 69436-14a

Woodstock 69438-16

Woodstock 69438-29

Groovy Way 69434-11a

 

Woodstock 69435-5

Woodstock 69444-17

Woodstock 69443-10

Woodstock 69433-31a

კომენტარები

კომენტარი