ჰარი პოტერის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიღონ

ჰარი პოტერის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიღონ

როგორც უკვე ვიცით, Warner Bros.-ს 2016 წლის ნოემბრისთვის დაანონსებული აქვს ჰარი პოტერის სპინოფი “ფანტასტიკური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი”, ამის შესახებ დეტალურად წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. დღეს მთავარი ისაა, რომ პოტერომანებს უფრო მეტი პოტერიის ფილმის ნახვის იმედი გაუჩნდათ. რეალურად ხომ ჰარი პოტერის სამყაროზე კიდევ ძალიან ბევრი ფილმის გადაღება შეიძლება?! შევეცდებით მათ შორის საუკეთესო 10 ფილმის იდეა გაჩვენოთ.

 

 

1. მაგიური სამყაროს შექმნა

მაგიური სამყარო

ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ საიდან დაიწყო მაგიურმა სამყარომ განვითარება. როგორ აშენდა მაგიის სამინისტრო, პლატფორმა 9 3/4 და რაც მთავარია ჰოგვარტსი. ოთხი ყველაზე ძლიერი ჯადოქარი განსხვავებული ისტორიებითა და შესაძლებლობებით. სლიზერინი თავისი ცბიერი და ძალაუფლების მოყვარული სტუდენტებით, გრიფინდორი  – მამაცი და თავდადებულებით, რეივენქლო ბრძენი იუმორით სავსე და მოაზროვნეებით და ჰაფლეპაფი – პატიოსანი ლოიალური და შეუპოვარი სტუდენტებით. დამეთანხმებით, ეს მოცემულობა უკვე ქმნის აუცილებლად სანახავ ფილმს, მით უმეტეს, თუ ამას ჰოგვარტსის შექმნის ისტორიას დავუმატებთ. ასევე ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა დირექტორების ნახვაც, ეს ყველაფერი კი დამბლდორამდე მიგვიყვანს.

 

2. ხუთი ფილმი 5 სხვადასხვა პერსონაჟზე

ტომ რიდლი

ტომ რიდლი

ჩვენ უკვე ვიცით ცოტა რამ ტომ რიდლის შესახებ, მაგრამ, ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით რისი გაგებასაც ვისურვებდით. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ფილმი გამოვა ტომ რიდლის შესახებ, რომელიც რამდენიმე ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი.

ლუნა

ლუნა

როგორც ვიცით, ლუნა როულინგის ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია ისევე, როგორც ბევრი პოტერომანის. ასე რომ, ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი ისტორია დამოუკიდებელ ფილმად გვენახა.

ნევილი

ნევილი

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ნევილის გარდასახვა პირველი ფილმებიდან, სადაც მას დასცინიან, ბოლო ფილმამდე. ზუსტად ამიტომ მგონია, რომ დამოუკიდებელი ფილმი ნევილის შესახებ ძალიან საინტერესო იქნება. ისტორია კი ყველა მხრივ შეიძლება განვითარდეს.

დამბლდორი

დამბლდორი

მიუხედავად იმისა, რომ დამბლდორი ბევრისათვის საყვრელი პერსონაჟია, ყველა ვთანხმდებით, რომ, რეალურად, არც ისე ბევრი რამ ვიცით მის შესახებ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ფილმი დამბლდორისა და მისი თავგადასავლების შესახებ.

სნეიპი

სნეიპი

სევერუს სნეიპი, როგორც ჩემთის, ასევე ძალიან ბევრი პოტერომანისათვის საყვარელი პერსონაჟია. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ფილმებიდან სნეიპის პერსონალური ისტორიები ბევრისათვის საუკეთესო მომენტებია, ადვილი მისახვედრია, რომ ამ პერსონაჟს აუცილებლად სჭირდება დამოუკიდებელი ფილმი.

 

3. ფენიქსის ორდენი

 ფენიქსის ორდენი

ჯეიმს პოტერი, სირიუს ბლექი, რემუს ლუპინი, პიტერ პედიგრიუ, სევერუს სნეიპი და კიდევ ძალიან ბევრი ძლიერი და თავდადებული ჯადოქარი.  საინტერესო იქნება მათი პირველი შეკრების ისტორიების ნახვა, საერთოდად საინტერესო თაობა იყო, ვისი კარგად გაცნობაც ვერ მოვახერხეთ. თან პარალელებსაც გავავლებდით, რადგან ძველ ფენიქსის ორდენში ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟების მშობლები იყვნენ.

 

 

4. სამი ფილმი 3 ოჯახის შესახებ

უიზლების ოჯახი

უისლი

ამ ოჯახის ძალიან ბევრ წევრს ვიცნობთ, ბევრისთვის კი, ალბათ, ეს ყველაზე საყვარელი ოჯახია. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ საინტერესო იქნება ფილმი მათ შესახებ. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰერმიონიც უკვე ამ ოჯახის წევრია.

მალფოების ოჯახი

მალფოი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პოტერომანისათვის ეს ოჯახი ბოროტებასთან ასოცირდება, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იქნებოდა ფილმი მათ შესახებ, რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფილმში დობიც შეიძლება გამოჩნდეს.

ბლექების ოჯახი

ბლექები

ოჯახი, რომლის წევრებიც ბელატრისა და სირიუსი იყვნენ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ ოჯახის ისტორიის ნახვა იქნებოდა. ფილმში უკვე გვაქვს მათი საგვარეულო ხე ნანახი, ასე რომ, შეგვიძლია წარმოდგენა რამდენად საინტერესო ფილმი გამოვა .

 

5. ჰარი, ჰერმიონა, რონი და მათი ყოველდღიური ცხოვრება ჰოგვარტსში (TV Show)

 ჰოგვარტსის გაკვეთილები

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის უკვე საყვარელი პერსონაჟების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გვცოდნოდა, მეტი მათი გაკვეთილების შესახებ, უფრო მეტი პერსონაჟის გაცნობა და რაც მთავარია, ჰოგვარტსის უკეთესად დათვალიერება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ყველაფერს გადაღება სერიალის ფორმატითაც შეიძლება.

 

6. მაგია და სპორტი

 ქუიდიჩი

ფილმი, რომელშიც მოთხრობილი იქნება ყველასათვის საყვარელი თამაშის – ქუიდიჩის შექმნისა და განვითარების ისტორია, რომელიც აუცილებლად 3D ფორმატში იქნება. ჩემი აზრით, არც თუ  ისე უინტერესო სანახავი გამოვიდოდა. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვიდიჩზე როულინგს წიგნი უკვე დაწერილი აქვს და ზუსტად იმ ფორმატითაა გამოცემული, როგორითაც “ფანტასტიკური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი”, ამ უკანასკნელზე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფილმს ძალიან მალე ვიხილავთ.

 

7. სხვა დრო

 ჰოგვარტსი

ფილმი არა რონის, ჰერმიონისა და ჰარის შესახებ, არამედ სრულიად ახალი პერსონაჟებითა და ახალი ისტორიებით ჩემი აზრით ყველასათვის ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. არ არის აუცილებელი ეს იყოს კონკრეტულად წარსული ან მომავალი, ქასთისა და პერსონაჟების ნაწილობრივ, ან სრულად გამოცვლა მაინც საინტერესო იქნება.

8. დობი

დობი

არ არსებობს ჰარი პოტერის ფანი, რომელსაც არ უყვარს დობი. წიგნებში ელფებს უდიდესი ისტორია აქვთ, მათ შორის დობისაც ძალიან ბევრი თავგადასავალი გადახდენია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სანახავი იქნებოდა მისი ცხოვრების ნახვა დიდ ეკრანზე.

 

9. სხვა სკოლები

 დურმსტანგი

ჰარი პოტერი მოგვითხრობს ბრიტანელი ჯადოქრებისა და ჰოგვარტის შესახებ, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი განსხვავებული სკოლის გამოჩენაა შესაძლებელი? ახალი პერონაჟები, განსხვევებული კანონები, ახლი შელოცვები, სხვა ტრადიციები და რაც ყველაზე საინტერესოა, სრულაიდ განსხვავებული გარემო. აქამდე ჩვენ მხოლოდ ორი სხვა სკოლის სტუდენტები გავიცანით, ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ ჰოგვარტსის სტუდენტებისგან, ამიტომ ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან საინტერესო იქნება პოტერის მაგიური სამყაროს კიდევ უფრო გაფართოება.

 

10. სამი ძმის ამბავი

სამი ძმა

პოტერის 7 წიგნის პრიქველებს შორის ყველაზე საინტერესო და გამართლებული ალბათ სწორედ სამი ძმის ისტორიის მოყოლა იქნება. იმ სამ ძმას ვგულისხმობ, რომლებსაც ხელში სიკვდილის საჩუქრები ჩაუვარდათ. მათი ამბავი ანიმაციურად ბოლო ფილმში უკვე ვნახეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენც, ისევე როგორც მე, უკმაყოფილო დარჩით და უფრო მეტის გაგება გინდოდათ მათ შესახებ.

სულ ეს არის :3 თქვენი აზრით, რომელია სპინოფის საუკეთესო იდეა? იქნებ თქვენ გაქვთ უკეთესი იდეები?

 1319823402_harry_potter__all_the_single_ladies

კომენტარები

კომენტარი