ტრადიციული, მიუნჰენური – Rinderroulade

ტრადიციული, მიუნჰენური – Rinderroulade

 

lamm-rollen

თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი დამახასიათებელი სამზარეულო.  ზოგიერთი ქვეყნის სამზარეულო გაჯერებულია თევზით, ზოგის ბრინჯით, ზოგის მაკარონით, ზოგის კი ხორცით. ვინაიდან და რადგანაც გემრანიაში ვცხოვრობ და ადრეული ბავშვობიდან აქაურ სამზარეულოსთან მასთან მაქვს შეხება, განსაკუთრებულ პატივს ვცემ ამ ქვეყნის კულინარიას. ალბათ ყველამ იცით, რომ გერმანია 16 ბუნდეს მიწად არის დაყოფილი, ხოლო თითოეულ მიწას საკუთარი დამახასიათებლი საკვები აქვს. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ბაიერნის “დედაქალაქის”, მიუნჰენის ტრადიციული კერძი , ძროხის ხორცის როლადები.  ( Rinderroulade ჰქვია და წესიერად ვერ ვთარგმნი მე მაპატიეთ )

ინგრედიენტები 1 პორციისთვის: 

ძროხის ხორცი – 200 გრ (თხელი ნაჭერი)

მდოგვი – 1 ჩკ

მჟავე კიტრი – 1ც

ღორის სალა – 25გრ

ხახვი – 1/2 თავი

ოხრახუში – 20გრ

სტაფილო – 1 ც

მაწონი – 200გრ (თუ სურვილი გაქვთ, რომ სოუსი მოამზადოთ)

20141116_154551

მომზადების წესი : 

მართალი რომ გითხრათ, თითეული პროდუქტის მასა მიახლოებით დავწერე, ზოგადად, ყველაფერს თვალის ზომით ვწონი, ვზომავ, ამიტომაც მიჭირს ხოლმე ზომის განსაზღვრა. მოკლედ აიღეთ ერთი ნაჭერი ძროხის ხორცის თხელი ნაჭერი, კარგად დაბეგვეთ, გადაუსვით მდოგვი, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, ხორცის ერთ ნაწილში ჩადეთ მჟავე კიტრი და ღორის სალას ნაჭერი (როგორც სურათზეა მოცემული), გადაახვიეთ და სამზარეულოს ჩხირებით “შეკერეთ” ისე, რომ დაფიქსირებული იყოს და შიგთავსი გარეთ არ გამოვიდეს. ჩავაწყოთ ქვაბში, ჩავაგდოთ სტაფილო და თვალის ზომით ჩავასხათ წყალი ისე, რომ სტაფილოს ფარავდეს. ორი საათის განმავლობაში გავაჩეროთ საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ჩაიჭყიტინეთ ხოლმე, იმიტომ რომ წყლის დამატება დასჭირდება.

სოუსი:

როგორც წესი, ამ კერძთან ერთად აუცილებელია მისი სოუსი. როლადების და სტაფილოს ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს ამატებთ 200გრამ მაწონს, შემდეგ ოდნავ შეათბეთ და მზადაა მაგიდასთან მისატანად.

IMG_20141118_002558

ეს თეთრი, მაკარონისებრი საჭმელი არის ბავარიული შპეცლე, რომელიც კვერცხის და ფქვილის ნაზავია.

Bon appétit!

კომენტარები

კომენტარი