ტომ კრუზს 2 ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ

ტომ კრუზს 2 ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებენ

ფილმის „დამზადებულია ამერიკაში“ გადამღები ჯგუფის ორი წევრის სიკვდილში დაღუპულთა ოჯახის წევრები ტომ კრუზს ადანაშაულებენ.

გამოცემა People-ი წერს, რომ ამ ბრალდებით ოჯახის წევრებმა სასამართლოსაც მიმართეს და კინოკომპანიებს Imagine Entertainment, Vendian Entertainment და Cross Creek Pictures-ს უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დაღუპულების ნათესავები ტომ კრუზს და რეჟისორ დაგა ლაიმანს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ რეჟისორს და მთავარი როლის შემსრულებელს ზედმეტად სარისკო მოქმედებების გადაღება უნდოდათ, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, კრუზი და ლაიმანი თვითმფრინავის სცენების გადაღებას რამდენჯერმე ითხოვდნენ.

ავიაკატასტროფა 2015 წლის სექტემბერში კოლუმბიაში მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი კასკადიორი დაიღუპა. ტომ კრუზი ავარიის დროს თვითმფრინავში არ იყო.

 

 

წყარო: imedinews

კომენტარები

კომენტარი