ტიმ როთის ცხოვრების წესი

ტიმ როთის ცხოვრების წესი

მსახიობი, 54 წლის, ლოს-ანჯელესი

უნდა ვაღიარო , ბრედ პიტი არ ვარ.

არ მესმის, ვისი რა საქმეა რას ყბედობენ მსახიობები.

ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, საშინელი იდიოტები არიან. მაშინაც კი, თუ სადღაც იქ  ტყვიების ქვეშ დარბიან, უპირველეს ყოვლისა, ისინი ფიქრობენ არა იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოუყვნენ მსოფლიოს, არამედ საკუთარ სახელზე.

სანამ მსახიობობას გადავწყვეტდი,  გადავწყვიტე გავმხდარიყავი სახელგანთქმული.

დღემდე ვერ ვპატიობ იმ სირებს, ვინც სამხატვრო სკოლიდან გამომაგდეს.

საერთოდ, მე კარგი ოჯახიდან ვარ, მაგრამ როცა სკოლის არჩევის დრო დადგა, გამოცდებზე  ყველა ნორმალურ სასწავლებელში ჩავიჭერი დასასწავლებლად წავედი  ბრიქსტონში(ცუდი რეპუტაციის მქონე უბანი ლონდონში, ცნობილი თავისი მასობრივი მღელვარებითა და არეულობით). და ზუსტად მანდ გავიგე როგორები არიან ხულიგნები. ისეთ ადამიანებს შორის ვიზრდებოდი, რომლებიც ახლაც კი შემაძრწუნებლად მეჩვენებიან.

დედაჩემი მხატვარი იყო, მამა – ჟურნალისტი. მათ ხშირად დავყავდი სხვადასხვა გამოფენებზე. ჩემთვის, ასე ვთქვათ, ინტერესის აღძვრა უნდოდათ. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, გალერეა „ტეიტი“ ეს იგივეა რაც „მარქსი და სპენსერი“ (ტანსაცმლის ბრენდი).

ვცდილობ ვიყო ის, ვინც ყოველთვის მართალია.

timroti

„მაკულატურამდე“ რამდენიმე წლით ადრე სემუელ ელ ჯექსონთან ერთად ვმუშაობდი ერთ დაბალბიუჯეტიან ფილმზე. და იქ, „მაკულატურას“ გადაღებებზე ის საგრიმიოროში ჩემ პირდაპირ იჯდა და იძახდა: „ მომეცით ბოლოსდაბოლოს ეს დედამოტყნული ჩეკი. ახლავე მინდა ჩემი თვალებით ვნახო. ძალიან დიდხანს ვიყავი ღარიბი შავი მსახიობი“.

საქმის ვითარება ასეთია : მხოლოდ ღმერთმა იცის, რომელს უფრო ვერ ვიტან : თეტჩერს, მეიჯორს თუ ბლერს (დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები 1979-1990, 1990-1997 და 1997-2007 წლებში).

ამერიკაში თეტჩერის პოლიტიკის გამო ჩამოვედი. და კიდევ ვერ ვიტან ინგლისურ სინესტეს.

წყეული ამერიკელები . ყოველთვის უკვირთ, რომ სინამდვილეში მე ინგლისელი ვარ.

ვერ ვიტან ფრანგ ოფიციანტებს! გამუდმებით თავს იკატუნებენ,  თითქოს ინგლისურად ვერ ლაპარაკობენ.

სამშობლოში ხშირად მადარებენ რობერტ კარლაილს (ცნობილი ბრიტანელი მახიობი). ვერაფერს იტყვი, ჩვენ მართლაც ბევრი საერთო  გვაქვს – ორივე ინგლისელი  და ორივე საშინლად მახინჯი ვართ.

სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შორიდან ვცნობ ლონდონელს თავისი რუხი სახით.

არასდროს მჯერა მათი,  ვისაც ზედმეტად თეთრი კბილები აქვს.

ამერიკა ძალიან გცვლის. ახლა სამშობლოში ვბრუნდები და თავს ტურისტად ვგრძნობ.

დავიღალე უფრო ნაკლებად იდიოტებისთვის ხმის მიცემის პრინციპით.

ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია სულ თავიდან ნამდვილი სანტანისტური სექტა იყო, მაგრამ არ შეიძლება  არ აღინიშნოს, როგორ მოხერხებულად გადაგვაჯვეს თავზე, განსაკუთრებით ღარიბებს და ფერადკანიანებს. მათ ფაქტობრივად ფაშვი გამოუღეს პლანეტას. ყველაფრის ნორმაში დასაბრუნებლად ასწლეულები იქნება საჭირო.

თუ დავაკვირდებით, რასაც  სახელმწიფო გვიშვება, თითოეული ჩვენგანი უბრალოდ გატყეპილი ბავშვია.

ბევრი რამის სწავლა შეიძლება ბაგს ბანისგან.

ყველაფერი ნანახი მაქვს, რაც კერი გრანტს, კუბრიკსა და ბერგმანს გადაუღიათ.

ფილმები, რომლებშიც გიღებენ, არადსროს იქნებიან შენი – ისინი რეჟისორებს ეკუთვნიან. შეიძლება „ოსკარიც“ კი აიღო, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ეს შენი ჯილდო არაა.

მგონია, რომ ფილმი მკაცრად გასაიდუმლოებულად უნდა გადაიღო და პრემიერამდე შეინახო ეს საიდუმლო. ნაადრევ აურზაურს კარგი ფილმის გარშემო  მისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია.

„მაიმუნების პლანეტაში“ აშკარად არ ვბრწყინავდი და ფილმიც ნამდვილად არაა საუკეთესო. ჰელენ ბონემ კარტერმა (რეჟისორ ტიმ ბარტონის შეყვარებული) მითხრა: „ნუ დარდობ. შესაძლოა ეკრანზე მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურები, სამაგიეროდ ყველაზე საშინელ რამეებს შენი დუბლიორი აკეთებს“.

მე არ მომწონს კოცნის სცენები ფილმებში. ეს კოლინ ფერტის (ცნობილი ინგლისელი მსახიობი) ტერიტორიაა.

მახსოვს ერთხელ სკოლიდან სახლში დავბრუნდი, ტელევიზორი ჩავრთე და ეკრანზე ტიმ როტენი (Sex Pistols) და სიუზი სიუ (The Banshees) იყვნენ. ისინი ისე საშინლად ილანძღებოდნენ, რომ ჟურნალისტმა, რომელიც მათ  ინტერვიუს დროს აქეზებდა, შემდგომ სამუშაო დაკარგა. შესანიშნავი დრო იყო. ირგვლივ ყველა იძახდა: „სიმახინჯე – ეს სილამაზეა და ის, რასაც აქამდე გასწვლიდნენ – ტყუილი“.

90-იანეზბე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მახსოვს, რომ ეს საკმაოდ მოსაწყენი დრო იყო.

tim-roth

არსად გამიტარებია იმდენი დრო, რამდენიც პაბში.

სადაც არ უნდა მივდიოდე, ვცდლობ ოჯახიც თან წავიყვანო. რაც უფრო ბევრი შვილი გყავს, ეს მით უფრო ძნელია, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უშვილო ბერბიჭობა მაგრად ტეხავს.

რაც უფრო იზრდებიან შენი შვილები, მით უფრო მეტად გჭირდებიან ისინი შენ და მით უფრო ნაკლებად ჭირდები შენ მათ.

ხშირად მოუსმინეთ შვილებს. 2 PAC Shakur-ის შესახებ ჩემი ბიჭისგან გავიგე.

თუფაქი საოცრად ნიჭიერი იყო. (თიმ როთმა თუფაქთან ერთად ითამაშა ფილმში „ჩიხში“). მე მას ვეძახდი „ნაშები გაიჩითნენ“, რადგან ის „ბენტლით“ მოძრაობდა, სადაც  ყოველდღე ახალ-ახალი გოგოები ისხდნენ. ის კი „მუქთა ნაბიჭვარს“ მეძახდა, რადგან სხვადასხვა კომპანიებს ყოველთვის უფასოდ მოჰქონდათ ჩემთვის ყველაფერი.

მე საშინლად ვნერვიულობ ხოლმე გადაღებებს  შორის, რადგან მაშინვე მეჩვენება, რომ უკვე ვეღარასდროს მივიღებ როლს. ეს ჩვეულებრივი ინგლისური ხუმრობაა -უმუშევრობის შიში.

მსუქბუქი და სახალისო კომედია – ვშიშობ, ამას ვერ შევწვდები.

სასაცილოა, მაგრამ ყველაზე მეტად იაგოს თამაში მინდა „ოტელოდან“.

ოდესღაც რამდენიმე მოთხრობა დავწერე, მაგრამ მერე შემრცხვა და უბრალოდ დავწვი. კალმით წერა  – თუნდაც ანკეტის შევსება – ეს ნამდვილი სიამოვნებაა.

ჩემი მთავარი პრობლემა  მდგომარეობს იმაში, რომ როცა უკვე ყველაფერი დამთავრებულია, მე ვაგრძელებ ამით ცხოვრებას.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ხანი შემიძლია ვიყო სარკის გარეშე.

გევედრებით: ბოლოსდაბოლოს დააკანონეთ დუელები!

როცა ველოსიპედით მივდივარ, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: როგორმე ძაღლის მძღნერში არ გავტოპო.

მე საკმაოდ შეუხედავი ადამიანი ვარ. თქვენი ფოტოგრაფი უფრო  ხომ არ დამამახინჯებს?

 

სტატია თარგმნა გიორგი კობახიძემ

წყარო: www.esquire.ru

კომენტარები

კომენტარი