The Black Marrows-ს სიმღერის პრემიერა Buzzmedia-ზე

The Black Marrows-ს სიმღერის პრემიერა Buzzmedia-ზე

ლუკა მამნიაშვილი – ვოკალი, გიტარა

გიორგი მარი – გიტარა,ბექ ვოკალი

აჩი კევლიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტი

გოგა კაკულია – ბასი

დროში დაკარგული გოგო, რომლისთვისაც არ არსებობს წამებით გაზომილი სივრცე… მიუხედავად იმისა, რომ ის თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს, “მთელი მსოფლიოს ტვირთი დააქვს მხრებით”. სიყვარულის, მეგობრობისა და თანადგომის გამომხატველი სიტყვებით აწყობილი ტექსტი სილაღის, ცოტაც ხალისის და ცოტაც გვერდში მყოფი ადამიანების არსებობას აღძრავს მსმენელისთვის.

The Black Marrows-მა ახალ სიმღერაზე მუშაობა დაასრულა და სოციალური ქსელების საშუალებით მსმენელებს კრიტიკისა და შეფასებებისთვის უკვე გაუზიარა. ეს სიმღერა ორიგინალის ალტერნატიული ვერსიაა. როგორც ჯგუფის წევრი გიორგი მარი www.buzzmedia.ge-სთან საუბარში ამბობს, “Think before twice ალტერნატიული ვერსიაა, თუმცა არ გადაგვიწყვეტია ალბომისთვის პირვანდელ ვერსიას დავამუშავებთ თუ ამას შევიტანთ. ერთ-ერთ ლაივზე სიმღერის აკუსტიკური ვერსია რომ დავუკარით, მსმენელს ძალიან მოეწონა, ჩვენც მოგვეწონა და გადავწყვიტეთ კლიპიც გაგვეკეთებინა.”

სიმღერა 2014 წლის მარტში ჯგუფის წევრმა გიორგი მარიმ დაწერა, კლიპში გამოყენებული ნახატებიც გიორგის შესრულებულია და ვიზუალიც მან ააწყო.

სიმღერა კონსერვატორიის სტუდიაში ჩაიწერა, დამუშავებით კი ბიჭებმა სახლში დაამუშავეს. ბევრი შრომისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე, მათ ნამდვილად გამოუვიდათ კიდევ ერთი კარგი სიმღერა, რომელსაც თავისი მსმენელი აუცილებლად ეყოლება.

 

The Black Marrows

Facebook page – https://www.facebook.com/theblackmarrows

Soundcloud – https://soundcloud.com/theblackmarrows

კომენტარები

კომენტარი