დედის როლი ჩვენ ცხოვრებაში და P&G -ის მადლობა დედებს

დედის როლი ჩვენ ცხოვრებაში და P&G -ის მადლობა დედებს

რა არის საუკეთესო საჩუქარი დედებისთვის ?! – შვილის წარმატება, მაგრამ წარმატების მიღწევამდე წინ გრძელი და რთული გზაა, რომლის გავლაშიც სწორედ დედები გვეხმარებიან. სიცოცხლის პირველივე წუთებიდან ზრუნავენ, გვზრდიან, გვასწავლიან, გვეხმარებიან, გვამხნევებენ. ჩვენთან ერთად განიცდიან ჩვენს ტკივილსა და დამარცხებას, ზეიმობენ და ამაყობენ ჩვენი წარმატებით, ეს ყველაფერი კი გრძელდება მთელი სიცოცოხლის მანძილზე, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, წამს. დედა არის ის პიროვნება, რომელსაც ყოველთვის, ყველა სიტუაციში სჯერა ჩვენი  და ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.

სწორედ ამ კონცეფციაზეა შექმნილი კომპანია P&G -ის სარეკლამო რგოლები. ემოციური რეკლამა, რომელც ასახავს თუ რამდენად დიდი ადგილი აქვს პიროვნების წარმატებაში დედას.  ეს ვიდეობი  დედებისთვის მიძღვნილი საჩუქარია,მადლობა და მათი მუდმივი შრომის შედეგი, ხოლო შვილებისთვის- სტიმულის მიმცემი. გამარჯვების წამები- რომელსაც ვიზიარებთ დედებთან ერთად !

გილოცავთ დედის დღეს !

კომენტარები

კომენტარი