SOU Festival 2016 – 10 დღიანი ფესტივალი სტარტს 18 მაისს აიღებს

SOU Festival 2016 – 10 დღიანი ფესტივალი სტარტს 18 მაისს აიღებს

26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება.

ორი დიდი მუსიკოსის გამორჩეული კოლაბორაცია 2013 წლიდან იწყება. ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავი სრულ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ერთ ალბომში “Nerissimo” ერთიანდება. ალბომი ორ ქალაქში, ბერლინსა და რომში იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში.

ბლიქსა ბარგელდს ისეთ ცნობილ ჯგუფებში დაუკარავს, როგორიცაა: Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი დიდ საკოცნერტო დარბაზში, 26 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის  – SOU [stream of unconsciousness  – არაცნობიერის ნაკადი] ფარგლებში გაიმართება.

18 მაისიდან  28 მაისის ჩათვლით თბილისში, 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში  6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა.

SOU 2016 აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:

Alva Noto/  მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა  / 18 მაისი

Ryoji Ikeda / თბილისის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 19 მაისი

Raster Noton Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი  / 21 მაისი

Rafael Anton Irisarri / წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია  / 23 მაისი

Theo Teadro&BlixaBergeld/ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი / 26 მაისი

Tokyo Techno Night / თბილისის არქეოლოგიური საცავი  / 28 მაისი

ფესტივალი ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. ამასთან,  SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს  თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე.

ფესტივალი ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მისი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/events/661734837312087/

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია.

ფესტივალს პარტნიორობას უწევენ: ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ასოციაცია “არტისტერიუმი” და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი

 

 

კომენტარები

კომენტარი