Snoop Dogg – ის ცხოვრების წესი

Snoop Dogg – ის ცხოვრების წესი

მუსიკოსი, 44 წელი,ლოს-ანჯელესი

 

როცა მომბეზრდება, ყველაფერის დედაც მოვტყან. საკუთარ კაფეს გავხსნი და ვეტყვი ადამიანებს: ამიერიდან სუპ-დოგი დამიძახეთ.

რასაც არ უნდა აკეთებდე, აკეთე კარგად. სრულყავი შენი ხელოვნება, მაშინაც კი, თუ მაკდონალდსში კატლეტებს აკეთებ. ყველა რეპერი არ უნდა გახდეს. იყავი ყველაზე თესლი მეკატლეტე მსოფლიოში და გახსოვდეს, რომ არის რაღაც, რისი გაკეთებაც მე არ შემიძლია. მაგალითად, მე გოლფის აზრზე არ ვარ და ბეისბოლსაც ოდნავ უკეთესად ვთამაშობ, ვიდრე ბებრები ტყნაურობენ.

ადამიანების უმეტესობა ზურგს უკან დებილს დაგიძახებს, რადგან არასდროს გივლია კოლეჯში, თუმცა მე მკიდია, რადგან ვიცი: საღი აზრი ყოველთვის სჯობდა ცოდნას. მე ამას კრეკის გაყიდვისას მივხვდი.

მე ვცადე, დამემარცხებინა მარიხუნასადმი ჩემი მიდრეკილება, მაგრამ რაღაც მომენტში მან ძალა მოიკრიბა და საპასუხო დარტყმა მომაყენა.

როცა სახელმწიფო იწყებს ბრძოლას მოზარდთა კრიმინალის და ნარკომანიის წინააღმდებ, მას ავიწყდება ყველაზე მთავარი: ამასთან ბრძოლა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია, კრეკისა და ქუჩის ბანდების ნაცვლად, ხელმისაწვმდომი გახადო საფეხბურთო სკოლები და უმაღლესი განათლება.

მუსიკაზე ყბედობის ოსტატი არ ვარ, რადგან ის ჩემზე ადრე გაჩნდა.

როცა ბავშვობაში არ გყავს მამა, ეს არც ისე ცუდია. მე, მაგალითად, ეს დამეხმარა გავმხდარიყავი კარგი მამა საკუთარი შვილებისათვის.

ერთხელ ბარ-მიცვას( მამაკაცის სრულწლოვანების აღნიშვნა იუდაიზმში) დღესასწაულზე გამოვდიოდი. და, აი რას გეტყვით: ეს პატარა ნაბიჭვრები სულ ზეპირად მღეროდნენ ჩემს სიმღერებს, თან ყველაზე ბინძურ სიმღერებს და კიდევ საშინლად და უმიზეზოდ ჩხუბობდნენ. და მე 12-13 წლის თეთრ გოგოებსა და ბიჭებზე ვლაპარაკობ. მე მათ უბრალოდ დავუთმე ჩემი მიკროფონი და უფლება მივეცი, ისე ემხიარულად, როგორც იცოდნენ.

არ უნდა გაკიცხო ადამიანი იმის გამო, რომ ის ფულს იღებს თავის საქმეში.

შური – ეს გაღმერთების ფორმაა. ადამიანი, რომელსაც შურს  ჩემი, არ შეიძლება, არ უყვარდეს ის, რასაც ვაკეთებ.

როგორი მოსაწყენია, ცდილობდე ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას. აი, მე, ვთქვათ, აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ მოვახდინო შთაბეჭდილება ერთადერთ ადამიანზე – და ეს ადამიანი მე თვითონ ვარ.

საკუთარ წარსულზე მხოლოდ ორი რამის თქმა შემიძლია: მე ის ყოველთვის მახსოვს და არასდროს ვწუხვარ მის გამო.

Snoop-Dogg-car

როგორ ვერ ვიტან ამას: „ ოდესმე დაუპატიმრებიხართ?“ – „კი“. – „გამოსულხართ ციხიდან საპროცესო შეთანხმებით ვადაზე ადრე?“ – „კი“. – „აუცილებლად გაგაგებინებთ, თუ თქვენთვის შესაფერისი ვაკანსია გამოგვიჩნდება.

ციხეში დიდი არჩევანი არ გაქვს: ან ყველაზე დედამოტყნული ნაბოზარი გახდებიან ყველაზე ბუნჩულა ნაბოზრები, ან შეგიძლია აჯობო საკუთრ თავს და იპოვო გზა, გახდე კიდევ ვიღაც სხვა.

არაფერია რჩევის მიცემაზე სასაიმოვნო.

ბრიტნისგან უფრო კარგი ბოზი დადგებოდა, ვიდრე აგილერასგან. ბრიტნი ხომ უფრო მსუქანაა.

სექსი ეს მხოლოდ გენიტალიების ერთობლივი დროსტარებაა, პენისისა და ვაგინის პატარა ცეკვა.

ოდესღაც ზოგიერთ ქალს ბოზს ვეძახდი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ყველა ბოზი ქალი არაა.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდ ძალაუფლებას ქალები იღებენ. რაც უფრო მეტ ძალაუფლებას იღებენ, მით უფრო მეტი საშუალება ეძლევათ, დაიცვან საკუთარი შეხედულებები. ასე რომ, ისინი ცვლიან სამყაროს ჩვენ გარშემო, თუმცა დიდი ხანი ამას ვერ ვხვდებოდი. ახლა გოგო მყავს და ყველაფერი მესმის.

ქუჩასთან გამოთხოვება ძალიან ძნელია. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებ ამას. შეიძლება უბრალოდ ჩაიარო და იკითხო: „რა ბაზარია?“ და თითქოს ყველფერი რიგზეა და თითქოს ყველაფერი გრძელდება, მაგრამ გარკვეული დონიდან ეს უკვე აღარ გამოდის და შენ უბრალოდ გამოეყოფი ქუჩას.

ცხოვრების წესი ბევრი არ მაქვს. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში ერთად არ ვიღებ ძილის წამალსა და საფაღარათო საშუალებას.

გარშემო ყველა იმდენს ლაპარაკობს ვიღაც უცნაურ ჰარი პოტერზე, რომ მემგონი დროა მეც გავიგო, ვინ არის ეს ნაბიჭვარი.

ყველაზე მეტად მსოფლიოში ვისურვებდი მეთამაშა ბენ ჰილი.  ჩემის სახის თეთრი საღებავით მოთხაპნის უფლებასაც კი მივცემდი.

არ იქნებოდა ჰამერი და არ იქნებოდა სნუპ დოგიც.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყველა ძაღლის მამა ვიყავი.

 

სტატია თარგმნა გიორგი კობახიძემ

წყარო: www.esquire.ru

კომენტარები

კომენტარი