შემოსავლების სამსახურმა ხალხს განბაჟებისკენ სიმღერით მოუწოდა

შემოსავლების სამსახურმა ხალხს განბაჟებისკენ სიმღერით მოუწოდა

2015 წელს უგემოვნო და არაფრისმთქმელი სიმღერების მთელ კასკადს უნდა ველოდოთ. 26 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერთა პროფესიული დღე იყო. ამასთან დაკავშირებით მებაჟეებმა კლიპი გადაიღეს და ოფიციალურ იუთუბ ჩენელსა და ფეისბუქ გვერდზე განათავსეს. სიმღერის ტექსტმა და კლიპმა საზოგადოება გაამხიარულა და გუშინდელი სტატუსების “ჰიტად” იქცა. დღეს კი შემოსავლების სამსახურმა თავის ოფიციალურ ჩენელზე დადებული სიმღერა წაშალა, მაგრამ სოციალურმა ქს(ც)ელმა თავისი ქნა და ინტერნეტმომხმარებლებს კლიპის ნახვა მაინც შეუძლიათ.

მოემზადეთ, ტარაააამ :) პრემიერა ბაზმედიაზე

“უნდა განამბაჟო”

 

კომენტარები

კომენტარი