გარჩევები რეალსა და ბარსას შორის

გარჩევები რეალსა და ბარსას შორის

ალბათ ყველას ახსოვს, რამდენიმე წლის წინანდელი რეალისა და ბარსას ურთიერშეხვედრები, რომელიც ფეხბურთის გარდა უფრო ბრძოლის ველს მოგვაგონებდა, რესტლერების ჯახი (ყოველშემთხვევაში ფეხბურთი იქ ნაკლებად იყო). ჟოზე მოურინიოს დროს კლასიკო ჯერ კიდევ ინფორმაციული ომით იწყებოდა, რომელიც რეალური ხდებოდა მსაჯის სასტვენისთანავე. ფეხბურთს სულ რამდენიმე წუთი თუ ვუყურებდით, დანარჩენი დრო „კაჩაობას“ და ერთმანეთის ცემა-ტყეპას ეთმობოდა.

მარსელო გიჟივით დარბოდა თავის ფლანგზე, ეძებდა თავის ზომას, წონაში რომ ყოფილიყო თანაფარდობა ორთაბრძოლისას (ასეთი ბარაში ბევრი იყო და არის). პირველი სიტყვები ესპანური „მოკითხვის“ გაგებისთანავე ცეცხლს უნთებდა თვალებში სერხიო რამოსს, პეპე, რაღა თქმა უნდა, გვერდით ჰყავდა, აბა რისი პეპეა. ეს ყველაფერი ძალიან მაგარი სანახავი იყო „ჩაცუცქულთა კატეგორიისთვის“, მაგრამ არა ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისთვის.

რეალის და ბარსას დაპირისპირება მოიგონეს ისტორიული მიზნისთვის – კატალონიელ, სიამაყით აღსავსე ხალხს როგორმე რომ გაემწარებინა კასტილიელი არისტოკრატები. თუნდაც ის 90 წუთი ნებისმიერი კულე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს და საერთოდ არ აინტერესებს მათ რეფერენდუმს ესპანეთის კონსტიტუცია და სხვა მასთან დაახლოებული პირები აღიარებენ თუ არა.

barca_1775873b

სეუ ჟოზეს პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ  ყველაზე ძირძველ მეგობრებს „წითელი ფურიიდან“, რომლებიც პორტუგალიელის მოსვლამდე მსოფლიოსა და ევროპის მეფეები იყვნენ. ცუდია, როცა პროფესიულ ინტერესებს ეწირება პირადი სიამაყე. მოუს დროს რეალმა არ იცოდა ღირსეული წაგება. არადა ცოტა არ წაუგია. ნელ-ნელა გუნდი რიგითი ბანდა ხდებოდა, სადაც თავმოყრილი იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული „ძველი ბიჭები“.

რაღაცა შეიცვალა, პრინციპში ბევრი შეიცვალა. წავიდა მწვრთნელი, წავიდა ზიზღიც. ძვირადღირებული ძველი ბიჭებიც აზრზე მოვიდნენ და გაიხსენეს, რომ ფეხბურთის თამაში ყველაზე კარგად თუ არა, არავისზე ნაკლებად იციან. ახალგაზრდული მჩქეფარე ენერგია ფეხბურთისკენ მიმართეს და თასებიც მოვიდა.

17real1

დღესდღეობით, როცა კლასიკოზე ვლაპარაკობთ, განსახილველი თემა ფეხბურთია და არა გარჩევებში პირველად ხელი ვინ აწია, ვინ ვისი დედა, რელიგია, ჯიში-მოდგმა მოიკითხა, ვინ ვის დააბიჯა ხელზე, ვინ ვის თვალი გამოსთხარა და აშ. ინტრიგებისგან და სკანდალებისგან დღეს კლასიკო ბოლომდე დაცლილია და მივიღეთ ის ფეხბურთი, რომელსაც მსოფლიოში ვერავინ თამაშობს. ამაში დიდი წვლილი პაპა კარლო ანჩელოტის მიუძღვის.

ერთმანეთს უპირისპირდება თანამედროვეობის ორი მონსტრი. მესი და რონალდო იმ ენთუზიაზმით ხსნიან მსოფლიო რეკორდებს, როგორითაც ლუდს ჩიპსებს ვაყოლებთ ხოლმე. მიუხედავდ ამისა, არც ისე იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვერც ერთი და ვერც მეორე მატჩის ბედს ვერ წყვეტენ, მაგრამ რა? მოვა შემდეგი კლასიკო და ვოლფეიფერზე ისევ ესენი იქნებიან.

1413802608 სუარესს რომ თამაში შეეძლო ფიფამ ადრევე გამოაცხადა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ამ აჟიოტაჟმა ურუგვაელი ბიჭუნა ურთიერთდაპირისპირებაში გაანადგურა. ცოტა ხანში ალბათ აზრზე მოვა. თითქმის ყველა კლასიკოს თავისი ისტორია აქვს. იყო რონალდინიოს სახელობის, მესის ჰეთრიკის, ზიდანის გენიის, მადრიდული სიჯიუტის, ბარტრასა და ბეილის სახელობის, მოურინიოს სამოქალაქო ომები და აშ.

1408396240290_wps_5_Barcelona_s_Luis_Suarez_f

2014 წლის 25 ოქტომბრის კლასიკო, მოკლედ რომ დავახასიათოთ, ეს იყო: როგორ გაასწრო ერთმა გამართულმა მანქანამ მეორეს, რომელსაც რაღაც სჭირდა, თუ რა?! ეს მერე … ანჩელოტიმ ყველა საუკეთესო მოთამაშე მოედანზე შეუშვა (ბეილის გარდა, ველსელს ზურგი აწუხებს და ეგ პრობლემა არა არის). ბოლო თამაშებში, ბლანკოსის ბედნიერება ისკო ალარკონია. მალაგელი ბიჭი მართლაც რომ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდება ცოტა ხანში.

ბარსა კოჭლობდა, თან ძალიან. დასაწყისი ნორმალური იყო, მერე გაქრა ყველაფერი. ალვესი უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდა, პიკე აზღვევდა, ხერარდს ეტყობა შაკირა მართლა ძალიან უყვარს და მთლიანად ოჯახზე გადაერთო. ეს ორმეტრიანი ვაჟკაცი აღარ არის იმ დონეზე რომ ვინმე დააზღვიოს, თავის ადგილსაც ტოვებს და სხვასაც ვერ ეხმარება. კრისტინას და მარსელოს მეტი ხომ არაფერი უნდათ. ბარსა მთლიანად ახალ სისტემაზეა გადართული, სადაც მასკერანო და რაკიტიჩი უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ბუსქეტსი და ჩავი. სასაცილოა ხომ? მაგრამ ლა ლიგას ბარსა პირველი დუეტის წყალობით ლიდერობს. მთავარი სურპრიზიც ის იყო, რომ ლუის ენრიკემ რატომღაც თავის შექმნილი სისტემიდან გადაუხვია და ენდო ძველ, ნაცად და გაცვეთილ ტაქტიკას – რეტრო ტრიოთი „ბუსქეტსი-ჩავი-ინიესტა“. ამას რეალზე კარგად არავინ იცნობს და შეიძლება ითქვას ასეთი ბარსა რეალისთვის ყველაზე ადვილი მეტოქეა. ჯამში კატალონიური გრანდი ძალიან დაუცველი ჩანდა. დანი ალვესმა, როგორც ნტვ პლიუსის კომენტატორმა თქვა მარჯვნიდან 768-ჯერ ჩააწოდა ბურთი, ღმერთმა იცის ვის იმედზე და მეტი არაფერი… ერთადერთში ლუის ენრიკეა მართალი: ბარსა დღეს ძალიან არასათასო გუნდია და გრძელ დისტანციაზე შეუძლია ბრძოლა. ალბათ, სეზონის ბოლოს  ჩემპიონობასაც კატალონია იზეიმებს თუ ეს ტემპი შეინარჩუნეს. ტემპი კი ასეთია: ლუსი ენრიკემ მოუგო – ელჩეს, ატლეტიკს, რაიოს, ვილიარეალს, ლევანტეს, გრანადას, ეიბარს, აპოელს ჯამში ანგარიში 23:0  კარგია ხომ? მაგრამ წააგო პსჟ-სთან და რეალთან ანგარიში 3:6  პრინციპში ესეც კარგია.

კომენტარები

კომენტარი