რას ველოდებით ახალი მეამბოხისგან DIVERGENT SERIES: “მეამბოხე” 3D

რას ველოდებით ახალი მეამბოხისგან DIVERGENT SERIES: “მეამბოხე” 3D

დისტოპიური ჟანრის ლიტერატურა და მათი მყისიერი ეკრანიზაციები ჩვენი საუკუნის ნაწილი გახდა. ყველასათვის საყვარელი წიგნების გმირები ეკრანზე გაცოცხლდნენ და თავდადებული ბრძოლის პირადი მაგალითით ადამიანთათვის ვაჟკაცობის ეტალონად იქცნენ. “The Hunger Games”, “The Giver”, “The Maze Runner”… მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამ ბესტსელერებისა. ვერონიკა როთის “Divergent”-ის ტრილოგია ჟანრის ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც ოჯახის სიყვარულის, თავგანწირვის, ძმობისა და თავისუფლებისკენ მოუწოდებს ადამიანს. ამ მხრივ ის მართლაც გამორჩეულობის ბეჭედს ატარებს.

40947.cr2
სინოფსისი: “მეამბოხე”–ს მთავარი სათქმელი ისაა, რომ ერთ გადაწყვეტილებას შეუძლია შეცვალოს ანდა პირიქით, გაანადგუროს, ადამიანი. ყველაფერს მხოლოდ ერთი ნაბიჯი წყვეტს. “მეამბოხე”,  წინა ნაწილის –”Divergent”-ის მოვლენების გაგრძელებაა.  სამყარო, სადაც ადამიანთა ცხოვრება იდეალურ წესრიგს ემყარება, სინამდვილეში  მკაცრად განსაზღვრულ დიქტატს წარმოადგენს; ნებისმიერი ინდივიდუალური გამოვლინება დანაშაულად აღიქმება და სასტიკად იდევნება. ამ სისტემის წინააღმდეგ წამოწყებულმა ამბოხმა ბეატრის (ტრის) პრაირის მშობლები შეიწირა. ეს მსხვერპლი ამაო რომ არ გამოდგეს, ტრისმა  ბრძოლა უნდა განაგრძოს, მაგრამ  ამ ბრძოლაში მთავარია გაუმკლავდეს იმ წინააღმდეგობრივ მდგომარეობას, რომელიც  არსებულ რეჟიმს შეაქვს მის სულში. ამიტომ მან ჯერ საკუთარ “შინაგან დემონებს” უნდა სძლიოს და მხოლოდ ამის შემდგომ განაგრძოს ბრძოლა იმ უზარმაზარ ალიანსთან, რომელსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჩიკაგოს განადგურება. მეამბოხის სახიფათო  გზაზე შემდგარი ტრისი სულ უფრო უახლოვდება საშინელ საიდუმლოს, რომელიც მოჩვენებითი საზოგადო წესრიგის მიღმა დგას. ფრაქციებში დაწყებული მზარდი არეულობის ფონზე ტრისმა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ სამყაროში რაღაც მნიშვნელოვნად შეცვალოს; მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველ გადაწყვეტილებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.Tris-And-Four-Are-Dauntless-In-New-Insurgent-Trailer
რეჟისორი:   რობერტ შვენტკე იმ არაამერიკელ რეჟისორთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის შთამბეჭდავი კინოსურათის შექმნა და გარდა ამისა, საკუთარი ხელწერაც ახასიათებს. გერმანელი რეჟისორის ნამუშევრებიდან გამოსარჩევია: “Flightplan” (2005) ჯოდი ფოსტერის არაჩვეულებრივი შესრულებით, “The Time Traveler’s Wife (2009), ერიკ ბანასა და რეიჩელ მაკადამსის დუეტით; ასევე,   გრაფიკული ნოველის მოტივებზე შექმნილი კომედიური თრილერი: “RED” (2010), ბრიუს უილისის, ჯონ მალკოვიჩის, ჰელენ მირენისა და მორგან ფრიმენის სამსახიობო გუნდით და ბოლოს, კომიქსის სერიების ეკრანიზაცია, დინამიური ექშენი: “R.I.P.D” (2013), ჯეფ ბრიჯესითა და რაიან რეინოლდსით, მთავარ როლებში. “მეამბოხე” შვენტკესთვის რიგით მეშვიდე ნამუშევარია.

მსახიობები:  შემქმნელებმა ბესტსელერის კინოადაპტაციაში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყვეს. ტრისის როლს კვლავ შეილინ ვუდლი ასრულებს, “Four”-ის პერსონაჟს კი – თეო ჯეიმსი. ფილმში აგრეთვე ვიხილავთ: ენსელ ელგორტს, მაილს ტელერს, ოქტავია სპენსერს, ქეით უინსლეტსა და ნაომი უოტსს.

51587.cr2

რას უნდა ველოდოთ ფილმისგან?  გერმანელი რეჟისორის ინოვაციური მიდგომა პროექტისადმი შეუფასებელია. შთამბეჭდავი სანახაობით გაოგნებული და ემოციებით აღსავსე მაყურებელი შესაძლოა პირდაღებულიც კი გამოვიდეს კინოდარბაზიდან. პროექტში ჩადებული 110 მილიონი დოლარი სრულად მოხმარდა “Divergent”–ის ღირსეული სიქველის შექმნას. 3D ფორმატში ნანახი მასშტაბური ვიზუალური ეფექტებითა და დრამატული თუ რომანტიული  ელემენტებით უხვად შეზავებული დინამიური ექშენისგან ადრენალინის დიდი დოზა გარანტირებული გაქვთ.

მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 20 მარტს, საქართველოში კი ერთი დღით ადრე, 19 მარტს გამოვა კინოეკრანებზე.

 

კომენტარები

კომენტარი