9-წლიანი პაუზის შემდეგ, Polaroid-ი ბაზარზე ახალი მოდელით ბრუნდება. OneStep 2 – ასე ჰქვია ფოტოაპარატს, რომლის ღირებულებაც 99 აშშ დოლარია.
OneStep 2 ძველი პოლაროიდისგან იმით განსხვავდება, რომ ახალს USB დამტენი და ფირის ინდიკატორი აქვს.
ახალი Polaroid-ის ფირები 16 დოლარი ეღირება, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ძველი ფირების წარმოებასაც გააგრძელებენ.