ოთარ ჭილაძის საუკეთესო ციტატები

ოთარ ჭილაძის საუკეთესო ციტატები

 

ოთარ ჭილაძე ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. დაიბადა 1933 წლის 20 მარტს გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს.

 

  • „რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით.“

 

 

  • „თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით.“

 

 

  • „სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე.“

 

 

  • „ადმიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.“

 

 

  • „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია.“

 

 

  • „ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველაბა კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“

 

 

  • „დანაშაულია როცა არ იცი და არც გაღელვებს შენი უვიცოდა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი ვიციო.“

 

 

  • „ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენი… თუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

 

 

  • „კაცი ჯერ საკუთარ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულ ერთია, მკვდარია თუ ცოცხალი.“

 

კომენტარები

კომენტარი