რატომ არ უნდა ჩაიცვან ქალებმა ბიუსტჰალტერი 13 ოქტომბერს?

რატომ არ უნდა ჩაიცვან ქალებმა ბიუსტჰალტერი 13 ოქტომბერს?

რატომ არ იცმევენ 13 ოქტომბერს ქალები ბიუსტჰალტერს?

ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრიდან მსოფლიოში “No Bra Day” აღინიშნება. ამ დღის მთავარი მესიჯი ის არის, რომ გაზარდოს მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერება და ინფორმირებულობა მკერდის კიბოსთან დაკავშირებით და შეახსენოს ქალებს, დატოვონ საკუთარი ბიუსტჰალტერი სახლში და წავიდნენ მკერდის სკრინინგზე (გაიარონ სამედიცინო შემოწმება ძუძუს კიბოს სიმპტომებზე).

cvlilebebi

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად მკერდის კიბოს  1000-1200-მდე შემთხვევა ფიქსირდება.  აუცილებელად უნდა ითქვას, რომ ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკა ქალებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ გართულებები და დროულად დაიწყონ მკურნალობა, რადგან კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევებში სიმსივნე 100-იდან 98 შემთხვევაში განკურნებადია.

kibosstadiebi

2011 წლიდან საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს და ის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

 

 

კომენტარები

კომენტარი