რობინ ვილიამსის ბოლო ღამე მუზეუმში

რობინ ვილიამსის ბოლო ღამე მუზეუმში

Review

3.5
★★★★★
★★★★★
შეჯამება:
★★★★★
★★★★★
- სცენარი
★★★★★
★★★★★
- ეფექტები
★★★★★
★★★★★
- რეჟისურა
★★★★★
★★★★★
- ქასთი

მკითხველის შეფასება 4.00 stars (2 ხმა).

★★★★★
★★★★★
რობინ ვილიამსის ბოლო ღამე მუზეუმში 3.8 5 3

პრიქველ-სიქველების ხანაში ვცხოვრობთ. ხშირ შემთხვევაში ჰოლივუდი ჩვენთვის საყვარელი და უკვე დასრულებული ისტორიების გაცოცხლებას უშედეგოდ ცდილობს, მაგრამ მიხარია იმის თქმა, რომ “ღამე მუზეუმში” იმ გამონაკლისთა რიცხვში შედის, რომლების გაცოცხლებაც ჰოლივუდს წარმატებით გამოსდის.

თვითონ პირველივე ფილმიც იმდენად ორიგინალურ იდეაზეა დაფუძვნებული, რომ ალბათ ძალიან ბევრი სიქველის გადაღებაა შესაძლებელი. მსოფლიოს მუზეუმები მრავალფეროვანია და უამრავ ნივთს მოიცავს, მათი გაცოცხლება კი საინტერესოცაა და ბავშვების გართობასაც ადვილად ახერხებს.

ალბათ ამ მრავალფეროვნების ჩვენება უნდათ და ამიტომაც ფილმის ძირითადი ნაწილი ლონდონის მუზეუმში გადაიღეს, რამაც ეკრანზე გააცოცხლა კიდევ უფრო მეტი პერსონაჟი. მართალია სცენარი ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ მაინც საინტერესო და სახალისო იყო ჩვენთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი გმირების ახალი თავგადასავალი, მათ ხომ უკვე 9 წელია ვიცნობთ. ემი ადამსის გარდა, რომელმაც მეორე ფილმს ძალიან განსხვავებული და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შეუქმნა, ფილმს თითქოს კიდევ რაღაც აკლდა, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილება მაინც დატოვა.

night at the museum

ფილმი სავსე იყო კამეოებით. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, ჰიუ ჯექმენი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი თავის გარდა კიდევ ლანსელოტისა და ვულვერინის შესრულებაც მოასწრო. სცენარისტებმა წარმატებით მოახერხეს სიმბოლურად წინა ორი ფილმის მოხუცი პერსონაჟების ჩვენებაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი – მიკი რუნი აპრილში გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ფილმი არაფერი იქნებოდა რობინ ვილიამსის გარეშე, რომელმაც კიდევ ერთხელ და სამწუხაროდ ბოლოჯერ გააცოცხლა ტედი რუზველტი. პერსონაჟის “გაქვავება” გათენებასთან ერთად ძალიან სიმბოლური აღმოჩნდა, რადგან რობინ ვილიამსისთვის ეს უკანასკნელი როლი იყო.

night at the museum 3

რობინ ვილიამსის გამომშვიდობებასთან ერთად, გამოვემშვიდბეთ თვითონ Night at the Museum-საც, ვერ ვიტყვით რომ ბოლო ფილმი ტრილოგიაში საუკეთესოა, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო ნოსტალგიების თანხლებით გაცოცხლებულ მუზეუმში მოგზაურობა. რაც მთავარია, ფილმის მთავარი აუდიტორია – ბავშვები, ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილები დარჩნენ.

ფილმის ნახვა კინოთეატრებში შეგიძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

Review

3.5
★★★★★
★★★★★
შეჯამება:
★★★★★
★★★★★
- სცენარი
★★★★★
★★★★★
- ეფექტები
★★★★★
★★★★★
- რეჟისურა
★★★★★
★★★★★
- ქასთი

მკითხველის შეფასება 4.00 stars (2 ხმა).

★★★★★
★★★★★
რობინ ვილიამსის ბოლო ღამე მუზეუმში 3.8 5 3