როგორ გავაკეთოთ ლამაზი ნახატები ყავაზე

როგორ გავაკეთოთ ლამაზი ნახატები ყავაზე

ლამაზი ნახატის შესაქმნელად ყავაზე ყველაზე მთავარია რძე, რომელიც არამარტო უბრალოდ ათქვეფილი უნდა იყოს, არამედ უნდა ქონდეს განსაზღვრული ცხიმიანობა, გაცხელებული სპეციალურ ტემპერატურამდე და თანაბრად გაჯერებული უნდა იყოს ჟანგბადით.

არსებობს უამრავი სპეციალური ტექნიკა, რომლითაც შეიძლება შევქმნათ „სწორი რძე“ ლატტე-ხელოვნებისთვის. ასეთი მაღალი მოთხოვნები შემთხვევითი არ არის. თუ ყველა პირობას ზედმიწევნით არ დავიცავთ ნახატი ისეთი არ გამოვა.

გამოცდილ ბარმენებსაც კი რომლებსაც საჭირო აღჭურვილობა აქვთ, გააჩნიათ თავისი საიდუმლო ხერხები საჭირო შემადგენლობის ქაფის მოსამზადებლად.

გულს ნუ გაიტეხთ თუ არ გაქვთ სპეციალური ყავის მოსამზადებელი აპარატი,  შეიძლება თქვენი შედეგებით ყავის მომზადების კონკურსებში ვერ გაიმარჯვოთ, მაგრამ მეგობრებს და ახლობლებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ და გაახალისებთ.

akax

პირველ რიგში უნდა ავიღოთ ფინჯანი (სასურველია წინასწარ შემთბარი) და შევავსოთ ესპრესოთი. აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ გამდნარი შოკოლადი ან ხსნადი ყავა მოსახატად.

ქაფიანი რძე შეგვიძლია დავამზადოთ პასტერიზებული რძისგან 3,5% ცხიმიანობით (სასურველია არ გამოიყენოთ ფხვნილის რძე, რადგან ის შეიძლება არ აქაფდეს). ეგრეთწოდებული პიტჩერის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა მსგავსი ჭურჭელი (სასურველია ქონდეს წვრილი თავი რძის წვრილად დასასხმელად). რძე უნდა გაცხელდეს 65-75 გრადუსამდე, რის შემდეგაც იგი შეგვიძლია ავთქვიფოთ მიქსერით ან ფრენჩ-პრესით.

გამზადებული ათქვეფილი რძე შეგვიძლია დავასხათ ყავას და აი სწორედ აქ იწყება ხელოვნება…

ყველაზე გავრცელებულია სტილი „როზეტა“, რომლის საშუალებითაც იხატება ფოთლები, ყვავილები, ტოტები და ა.შ. ამისათვის რძე წვრილი თავიდან ისხმება მსუბუქი რხევით სხვადასხვა მხარეს – მცირე ზიგზაგებად. თუ გინდათ რომ ზედაპირზე სხვადასხვა ფერები მიიღოთ შეგიძლიათ რძეს შეუნაცვლოთ შოკოლადით ან კაკაოთი შეფერადებული რძე. რძე უნდა დავასხათ ცენტრში ფენებად, ხოლო შემდეგ კბილის ჩხირით გავაფორმოთ.

https://www.youtube.com/watch?v=h5iI24g6roQ

fifqebiakax

შესაძლებელია სპეციალური  შაბლონების დამზადებაც.   მაწვნის  სახურავისგან ან მუყაოსგან,  ფორმები საკანცელარიო დანით ამოჭერით.

WQგთავაზობთ შაბლონებს. trafareti

 

 

თუ პირველ ჯერზე არაფერი გამოგივათ გულს ნუ დაიწყვიტავთ, ეს ნორმალურია.

ნებისმიერი ხელოვნების დასაუფლებლად პირველ რიგში საჭიროა პრაქტიკა.

როდესაც გამოცდით სხვადასხვა ტექნიკებს და გამოცდით ბევრ საშუალებას – თქვენი ხელი ნელნელა გაიწაფება და დაიწყებთ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების შექმნას!

 

კომენტარები

კომენტარი