ნაძვის ხე სუფრაზე

ნაძვის ხე სუფრაზე

111  საახალწლო ნაძვის ხე ყოველ ახალ წელს ალამაზებს ჩვენ სახლებს. მოაქვს სიხარული და იმედი, რომ მომავალი წელი უფრო უკეთესი და წარმატებული იქნება.
თქვენ შეგიძლიათ მორთოთ თქვენი საახალწლო სუფრა ხილით და ბოსტნეულით გაწყობილი ნაძვის ხით. ასეთი კულინარიული კომპოზიციის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები: დიდი ვაშლი, სტაფილო, ყველი, ორი ფერის ყურძენი, კივი და მარმელადის ან ჟელატინის ფიგურები.

nadzvis xe (2)

პირველ რიგში უნდა მოვაჭრათ ვაშლს ზედა ყუნწიანი მხარე. მოაჭერით დიდი ნაწილი რადგან ვაშლი იქნება თქვენი ნაძვის საფუძველი და მასზე იქნება დამოკიდებული მისი სიმყარე.nadzvis xe (3)

შემდეგ ეტაპზე უნდა გავამზადოთ სტაფილო. ის იქნება ნაძვის ხის ღერო.მიეცით მას შესაბამისი ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ სტაფილოს სიგრძეზე დამოკიდებულია თქვენი კომპოზიციის სიმაღლე.nadzvis xe (4)

იმისათვის რომ დავამაგროთ სტაფილო ვაშლზე გამოვიყენოთ მსხვილი კბილის ჩხირები. სასურველია ჩხირი იყოს სამზე მეტი რათა კონტრუქცია უფრო მყარად იდგეს.

nadzvis xe (5)

ვიწყებთ ტოტების შექმნას.  მიამაგრეთ სტაფილოს და ვაშლს კბილის ჩხირები, ნაძვის ხის ფორმის მსგავსად, ანუ ქვემოთ გრძელი ტოტები და ზემოთ მოკლე, ბოლოში კი ვარსკვლავისთვის.nadzvis xe (6)

ვამზადებთ ხილს ნაძვის ხის კარკასის მოსართავად. თავიდან ვჭრით კივის რგოლებადnadzvis xe (7)

სანამ კივით მორთავთ ტოტებს, მანამდე დაამაგრეთ ყურძნები, ეს კომპოზიციას შემატებს პირველად მოცულობას. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის, რათა უფრო ლამაზი გამოვიდეს.

nadzvis xe (8)

ეხლა უკვე შეგიძლიათ დაამაგროთ კივი. ეცადეთ ის აკურატულად დაამაგროთ, გახსოვდეთ კივი ისეთი ხილია რომელიც შეიძლება ადვილად დაიშალოს.nadzvis xe (9)

მყარი ყველისგან გამოჭერით ვარსკვლავი წვერზე დასამაგრებლად. აგრეთვე შეგიძლიათ გამოჭრათ სხვადასხვა ფორმის ფიგურები, რომლებითაც დავასრულებთ მორთვას.

nadzvis xe (10)

დაამაგრეთ დანარჩენი ხილი, მარმელადი, ფიგურები და ყველის ნაჭრები. ხილის ნაძვი მზადაა!

შენიშვნა: ვაშლის და სტაფილოს ფუძე დიდი ხანი შენარჩუნდება, ხოლო მოსართავი დეტალები ეცადეთ დაამაგროთ უშუალოდ მაგიდასთან მიტანის წინ.
სცადეთ ასეთი კომპოზიციებიც!

 

nadzvisxe xili (4) nadzvisxe xili (2) nadzvisxe xili (1)გააკვირვეთ თქვენი ახლობლები და სტუმრები!
ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ!

კომენტარები

კომენტარი