Microsoft- ის წერილი პატარა მეცნიერებს

Microsoft- ის წერილი პატარა მეცნიერებს

“ეს ხომ ბიჭის საქმეა ?!” სწორედ ამ სტერეოტის წინააღმდეგ გამოდიან პატარა ქალბატონები, რომლებსაც უყვართ მეცნიერება, მოსწონთ რაღაც ახალის შექმნა და აღმოჩენა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მათ აქვს მიღწევები და, რაც მთავარია, აქვთ სურვილი შექმნან უფრო მეტი, წავიდნენ უფრო წინ. სტატისტიკა მეცნიერებით დაინტერესებული გოგოებისა შთამბეჭდავია:  10 დან 7 მოზარდ გოგონას უყვარს, აინტარესებს და იზიდავს მეცნიერული აღმოჩენები. მათი გულისტკივილი კი მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულება, სხვადასხა დარგების დაყოფა სქესისდან გამომდინარე, ჩარჩოები, რომელიც ავლებს ზღვარს ქალის და მამაკაცის შესაძლებლობებს, ინტერესებს შორის, მაგრამ Microsoft-მა გაახარა ახალგაზრდა ქალბატონები, დაანახა, რომ ის მზადაა მომავალში მათთან თანამშრომლობისთვის და რომ სჯერა მათი შესაძლებლობების.

 

კომენტარები

კომენტარი