მანათობელი ველო-ბილიკი ჰოლანდიაში

მანათობელი ველო-ბილიკი ჰოლანდიაში

ცნობილმა ჰოლანდიელმა დიზაინერმა დან როსეგარდმა შექმნა ულამაზესი და ინოვაციური ბილიკი ველოსიპედებისთვის, რომელიც, მზის ენერგიით დატენვის ხარჯზე, მთელი ღამის განმავლობაში ანათებს. ბილიკი, ვინსენტ ვან გოგის მშობლირ რეგიონ, ბრაბანტში მდებარეობს და სწორედ მისი ნახატის “ვარსკვლავიანი ღამის” ინსპირაციითაა შექმნილი.
ველო ბილიკი 2014 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა. 13 ნოემბრიდან კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასზე ველოსიპედით სეირნობა. გარდა სილამაზისა, განათების წყალობით, ეს ბილიკი იმ ველოსიპედისტების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, რომლებსაც ღამით უყვართ სეირნობა.
ბილიკის მშენებლობა 700 000 ევრო დაჯდა და ეს არის პირველი პროექტი რომელიც ბრაბანტის რეგიონის გავითარებისთვის განხორციელდა, ჯამში რეგიონს დონორებისგან 19 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი რათა უახლოეს მომავალში გადაიქცეს ევროპის ყველაზე “მწვანე” დასახლებულ ადგილად. გარდა ამისა ველო ბილიკი ასევე პირველი პროექტია, იმ მრავალრიცხვოვანი პროექტებიდან რომელიც, ვან გოგის გარდაცვალების 125 წლისთავს ეძღვნება. ჰოლანდიელებმა 2015 წელს უკვე უწოდეს ვან გოგის წელი და მთელი წლის განმავლობაში ეპატიჟებიან ტურისტებს სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომლის მთავარი თემაც აუცილებლად იქნება ვინსენტ ვან გოგი.
van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-7

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-1

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-3

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-4

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-5

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-6

van-gogh-starry-night-glowing-bike-path-daan-roosengaarde-8

კომენტარები

კომენტარი