Lacoste-ს პირველი კოცნა !

Lacoste-ს პირველი კოცნა !

 

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ კოცნა წვავს კალორიებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადამიანებს ეხმარება პოზოტიურ აზროვნებაში. კოცნის დროს ორგანიზმში გამომუშავდება ადრენალინი. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორის გამო Lacoste-ში გადაწყვიტეს წყვილის კოცნა შეედარებინათ ექსტრემთან, ემოციასთან, დაძაბულობასთან, რომელსაც ადამიანი თუნდაც სიმაღლიდან ხტომის დროს განიცდის. აჩქარებული პულსი და გულისცემა, თვალის და ხელის ნერვული მოძრაობები, მზადება  ნახტომისთვის და დრო, როდესაც სამყარო თავდაყირა დგება, წამები უსასრულობაში გადადის და პირველი ნახტომი, რომელიც არავის არასდროს ავიწყდება.

ბევრი შედარება და მეტაფორა ყოფილა საუკუნებიის მანძილზე პირველი კოცნის მიმართ, მაგრამ ჯერ არავის შეუდარებია ის ადრენალინით სავსე გიჟურ ქმედებებთან და მგონი არსებულ შედარებებს შორის ეს საუკეთესოა !

ასე რომ ყველას კალორიების დაწვასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას გისურვებთ !

 

კომენტარები

კომენტარი