ჯოშუა ოპენჰაიმერის The look of Silence

ჯოშუა ოპენჰაიმერის The look of Silence

Review

5.0
★★★★★
★★★★★
შეჯამება: კითხვისას, მოუსმინეთ Moby-ს The Last Day
★★★★★
★★★★★
- რეჟისურა
★★★★★
★★★★★
- სცენარი
★★★★★
★★★★★
- გმირები

მკითხველის შეფასება 3.00 stars (2 ხმა).

★★★★★
★★★★★
ჯოშუა ოპენჰაიმერის The look of Silence 3.7 5 3

ეს რევიუ არ არის მათთვის, ვინც უბრალოდ კითხვისთვის კითხულობს, არამედ მათთვის, ვისაც მოსწონს დოკუმენტური ფილმები.

ჯოშუა ოპენჰაიმერის სიჩუმის სახე (The look of Silence) 2013 წელს ოსკარზე ნომინირებული The Act of Killing -ის გაგრძელებაა. ფილმი მოგვითხრობს 1965-66 წლებში ინდონეზიაში განხორციელებულ გენოციდზე, რომელიც ქვეყნის მაცხოვრებლებმა ერთმანეთს მოუწყვეს. ამ პერიოდში ინდონეზიაში არსებულმა ბანდ-ფორმირებებმა, რომლებიც საკუთარ თავს განგსტერებს (free men) უწოდებდნენ, სინამდვილეში კი ნაციონალური არმიის წაქეზებითა და დახმარებით, წამებით მოკლეს 1-დან 3 მილიონამდე თანამოქალაქე კომუნისტი. გენოციდის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში 1977 წალმდე გრძელდებოდა დაპატიმრებები. საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International”-ის 77 წელს დაწერილ რეპორტში ვკითხულობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მილიონამდე ადამიანი დააკავეს და ჩასვეს ციხეში.

The_Look_of_Silence_Ausschnitt1-omeu

ფილმში წარმოდგენილი ადამიანები მაშინდელი მოვლენების უშუალო მომსწრეები, დაზარალებულები და შემსრულებლები არიან.

მთავარი გმირი 40 წელს გადაცილებული ოფთალმოლოგი ადია, რომელიც პაციენტებს სახლში სტუმრობს და სათვალის ზომებს უღებს. ადის ძმა რამლი, მის დაბადებამდე, ინდონეზიის კომუნისტური პარტიის წევრობისთვის „განგსტერებმა“ აწამეს: ჯერ დანით დაუსერეს სხეული, პენისი მოაჭრეს, შემდეგ კი მდინარეში გადაადგეს. ამბის მონაწილეები სიამაყით ყვებიან მათ მიერ ჩადენილ სისასტიკეს. მათ სჯერათ, რომ კომუნისტების მოკვლით საკუთარი ქვეყანა ურჯულოებისგან გაწმინდეს: „ისინი არ ლოცულობდნენ, ჭორები დადიოდა, რომ კომუნისტებს ერთმანეთის ცოლებთან ჰქონდათ სექსი. როცა ვაწამებდით, მათ დაადასტურეს ეს ჭორები. ჩვენ სწორად მოვიქეცით.“ ასეთ შეფასებას აძლევენ ფილმის გმირები მათ მიერ ჩადენილ კანიბალურ საქციელს და აქ ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი და თან გამაოცებელი ის არის, რომ ამის გულწრფელად სჯერათ. სჯერათ, რომ კომუნისტები მონსტრები იყვნენ, გარყვნილები, რომელიც მათ ეროვნულ თვითმყოფადობას საფრთხეს უქმნიდნენ. თუ კი ახლა თქვენ პარალელს ავლებთ კომუნისტურ საქართველოსთან, გეტყვით, რომ მეც იგივე გავაკეთე. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდილი ადამიანების მიერ „აშენებულ“ და შემორჩენილ ქვეყანაში, სადაც ყოველ ნაბიჯზე გვხდება ამ იდეოლოგიის გამოძახილი. ჩვენც გავიწიეთ ერთმანეთზე, თუმცა ეს იყო ქართული ბრძოლა, დაწყებული შურისა და ძალაუფლების გამო. ინდონეზიაში კი, იდეოლოგიის მსხვრეპლი 3 მილიონამდე ადამიანი გახდა. აქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა კომუნისტი იყო ის და არიგებდა პროკლამაციებს თუ ეროვნული მოძრაობის წევრი. და მე, პირველად შევიბრალე კომუნისტი ადამიანი, ან ადამიანი-კომუნისტი.

interviu

ჯოშუა ოპენჰაიმერმა ფილმის გმირ ადის ანახა მის მიერ „The Act of Killing”-ისთვის მომზადებული მასალები, სადაც მკვლელები დაუფარავად საუბრობენ 65-66 წლის გენოციდზე. ადი მშვიდად ისმენს ამ ისტორიებს და თავადაც ესაუბრება თავისი ძმის მკვლელებს. ადი მზად არის მოიხსნას ტვირთი და აპატიოს მკვლელებს, მაგრამ თავად მკვლელები არ არიან მზად პატიების მისაღებად, მათ ჯერ კიდევ სჯერათ რომ სწორად მოიქცნენ. სწამთ,რომ არა მსხვერპლის სისხლის ყოველდღიურად დალევა, გაგიჟდებოდნენ: „დრეში ორ ჭიქა სისხლს ვსვამდი. ყელს ვჭრიდი ვინც ისედაც უნდა მომეკლა და ჭიქას სისხლით ვავსებდი. ასე რომ არ მექნა, გავგიჟდებოდი. ყველანი ვაკეთებდით ამას… ადამიანის სისხლი მლაშეა და თან ტკბილი…“  ასეთ წამებში, ოპეჰაიმერი ოსტატურად მიმართავს კამერას ადისკენ, რომლის სახეზეც კეთილი და ბოროტი აზრები ერთმანეთს ეჭიდებიან, გამოხატულებას კი აცრემლებულ თვალებში პოულობენ.

adi saxe

რაც ყველაზე მტკივნეული უნდა ყოფილიყო ფილმის მთავარი გმირისთვის, ეს ბიძამისია, დედის ძმა. 1965-66 წლებში ის ციხის ბადრაგი იყო, რომელსაც სასიკვდილო განაჩენმისჯილი კომუნისტები ჰყავდა ჩაბარებული. მათ შორის იყო ადის ძმა რამლი. ადი ამის შესახებ ინტერვიუს მიმდინარეობისას იგებს და ბიძას ეკითხება რატომ არ დაეხმარა დისშვილს გაქცევაში. ის კი პასუხობს: „მე უბრალო ბადრაგი ვიყავი. მეუბნებოდნენ „ასე მოიქეცი!“ და ასე ვიქცეოდი. არ ვიცოდი მოსაკლავად თუ მიჰყავდათ პატიმრები. მოგვიანებით გავიგე, მაგრამ ეს ჩემი სამსახური იყო.“ წარმოიდგინეთ სიტუაცია და ადის ემოცია თავისთავად გაჩნდება თქვენში.

ინტერვიუერებთან ყოფნისას, ადი საკუთარ ვინაობას არ ამხელს, რადგან მკლელები დღეს უკვე და ისევ ხელისუფლებაში არიან. დედა კი ურჩევს: „გასაშლელი დანა ატარე, თუ დაგიხვდებიან სადმე, კეფაში ჩაარტყი, ასე უფრო მალე მოკლავ და ადვილიც არის. ფრთხილად იყავი. რამლი წამებით მოკლეს.“ “Gangster are people who work outside the system… not for the government. The word “gangster” comes from “free men”. This nation needs “free men” – ასე აფასებს 2012 წელს ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

2

დოკუმენტური ფილმი სენსიტიურია და ზოგ მომენტში მოსალოდნელზე მეტად გადმოსცემს ადამიანების შინაგან მხარეს. რესპოდენტების გულახდილობა შოკისმომგვრელი და ოდნავ შემაშინებელია. ზოგჯერ, წამით, მეგონა რომ ჰორორ ფილმს ვუყურებდი. ადამიანებისთვის დამახასიათებელი იშვიათი უნარი პატიება, მხოლოდ დაზარალებულებს აქვთ. ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, მოკლულთა შვილები, ცოლები და ახლობლები მზად არიან აპატიონ, ოღონდაც კი იგრძნონ მკვლელებისგან იოტისოდენა სინანული, მაგრამ მათ ბოლომდე სწამთ დაღვრილი სისხლის აუცილებლობა. თითოეული კადრი ცალკე აღებული ფოტოა, სიკვდილის სიცარიელით მოგვირილი შეგრძნებით აღბეჭდილი. ალბათ ამიტომაც ჰქვია ასეთი სახელწოდება „სიჩუმის სახე“, რომელიც ინგლისურად უფრო ზუსტად ჟღერს “The ook of Silence”.

„The Look of Silence” და „The Act of Killing” თანამედროვე დოკუმენტალისტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ფილმის ტრეილერი

 

კომენტარები

კომენტარი

Review

5.0
★★★★★
★★★★★
შეჯამება: კითხვისას, მოუსმინეთ Moby-ს The Last Day
★★★★★
★★★★★
- რეჟისურა
★★★★★
★★★★★
- სცენარი
★★★★★
★★★★★
- გმირები

მკითხველის შეფასება 3.00 stars (2 ხმა).

★★★★★
★★★★★
ჯოშუა ოპენჰაიმერის The look of Silence 3.7 5 3