შიმშილის თამაშები 3

შიმშილის თამაშები 3

Review

92%
შეჯამება:
სცენარი - 85%
რეჟისურა - 95%
ეფექტები - 89%
ქასთი - 99%

მკითხველის შეფასება 80% (10 ხმა).

შიმშილის თამაშები 3 4.1 5 11

“შიმშილის თამაშები” შიმშილის თამაშებზე არასდროს ყოფილა, გარდა პირველი წიგნისა, რომელიც ტრილოგიიდან შეიძლება საუკეთესოდ ჩავთვალოდ.საერთო ჯამში ტრილოგია არანაირ ლიტერატურულ ფასეულობას არ წარმოადგენს, ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ფილმი აშკარად სჯობს წიგნს. რატომ? დავივიწყოთ ის საპოპკორნო ელემენტები, რომლებიც ფილმს ფილმად აქცევს. პირველი და მთავარი მიზეზი ჯენიფერ ლოურენსია (რომელიც უკვე აღვნიშნეთ, რომ ძალიან გვიყვარს). მან ბევრად უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ვიდრე ველოდით.

“შიმშილის თამაშები” იმ ეტაპზეა, როცა აუდიტორია ან უკვე გამალებით ელოდება შემდეგი ფილმის გამოსვლას, ან უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ფილმი არ ნახოს.  საერთოდ წიგნს როცა ორ ნაწილად ყოფენ, უნდა ვივარაუდოთ რომ პირველი ფილმი რაღაცის შესავალი იქნება. მითუმეტეს როდესაც საქმე ისეთ წიგნებს ეხება, რომლებშიც მთავარი მოქმედება ბოლო 5-10 გვერდში ხდება. ასეთი მოლოდინის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ “კაჭკაჭჯაფარის” პირველი ნაწილი დიალოგებით გადატენილი იქნებოდა და რეალურად სადიდეკრანო არაფერი მოხდებოდა, მაგრამ იდეა ძალიან კარგად აღმოჩნდა გაყოფილი. ბევრ რამეს ადგილი შეუცვალეს, ბევრიც დამატებული იყო და ზოგი მონაკვეთი კი საერთოდ ეკრანის გარეთ დარჩა, ამის შედეგად მივიღეთ კარგი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც კარგი ჰქონდა, სიუჟეტის განვითარებაც, ფინალიც და ის ინტრიგაც, რომელიც შემდეგ ნაწილს აუცილებლად გაყურებინებთ.

katniss-rubble-hq

მეორე ნაწილის ბოლოს, კეტნისი თამაშებიდან იხსნეს და მეცამეტე რაიონში წაიყვანეს, რომელიც ყველას განადგურებული ჰგონია, მაგრამ სწორედ მეცამეტე რაიონია ადგილი, სადაც შემდეგი რევოლუცია იგეგმება. კეტნისი თავისდაუნებურად რევოლუციის სიმბოლო ხდება და აღმოჩნდება ბრძოლაში, რომელშიც მონაწილეობა არასდროს სურდა.

ზოგი ამბობს, რომ ფილმი ძალიან მოსაწყენი საყურებელია და არაფერი ხდება, მაგრამ რეალურად “კაჭკაჭჯაფარაში” იმაზე ბევრად უფრო მეტი ექშენ სცენაა, ვიდრე უნდა იყოს. რაიონების განადგურების სცენები, ვარჯიში, მეცამეტე და მერვე რაიონები, კაპიტოლში შეჭრა და აჯანყებები. ვფიქრობ, ექშენი რაოდენობა ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ ფილმის სეგმენტი დაკმაყოფილდეს.

SS_D5-2003.dng

რაც შეეხებათ პერსონაჟებს, რამდენიმე მათგანი ძალიან კარგად გახსნეს. პრეზიდენტ სნოუს დაუმატეს სცენები, რომლებმაც მისი ხასიათი კიდევ უკეთესად გამოაჩინეს. აჯანყების ლიდერიც უკეთესობისკენაა შეცვლილი და წინა პლანზე წამოწეული. ეფფი, რომელიც იუმორის ერთადერთი წყაროა, ძალიან კარგად არის მორგებული გარემოებას. რაც შეეხება გეილს, ვფიქრობ, ბოლომდე მაინც ვერ გახსნეს პერსონაჟი და დაახლოებით წიგნისნაირი გაუგებარი ფინალი ექნება ფილმებსაც, თუ მეორე ფილმში რამე არ უშველეს სასიყვარულო სამკუთხედს. კეტნისის აშლილობა იმაზე ბევრად დამთრგუნველია, ვიდრე წიგნშია. ამ მხრივ ძალიან კარგად მიმდინარეობდა სიუჟეტი მთელი ფილმის განმავლობაში და საფუძელი დაედო მის ქმედებებს. მესამე ფილმში სრულიად სხვა პერსონაჟი ვნახეთ, მასში აღარ არის ის სიძლიერე, რომლითაც პირველ ორ ფილმში ჯენიფერ ლოურენსმა პერსონაჟი შეგვაყვარა, აღარ არის დაუფიქრებელი და მოულოდნელი ნაბიჯები მისგან, ის აკეთებს იმას, რაც გარემოებას სჭირდება, შედეგებს კი არ აკვირდება. პერსონაჟის მხრივ ბოლო ფილმი ალბათ ძალიან განსხვავებული იქნება, ძალიან მაინტერესებს ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც ძელ კეტნისს დააბრუნებს.

STILLS

საერთო ჯამში, ფილმი იმაზე ბევრად კარგი იყო, ვიდრე ველოდი. რა თქმა უნდა, იგრძნობა რაღაც ელემენტების უკმარისობა, მაგრამ რეჟისორმა მაინც საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამჯერად აქცენტი გაკეთდა პერსონაჟებზე და არა სიუჟეტზე, მაგრამ მთლად არც პოპკორნის მოყვარული ხალხის ინტერესები დაივიწყეს. ასე რომ, თუ ოდნავ მაინც გულშემატკივრობთ კეტნის ევერდინს კაპიტოლის დამხობაში, აუცილებად ნახეთ ფილმი ^^

 

კომენტარები

კომენტარი

Review

92%
შეჯამება:
სცენარი - 85%
რეჟისურა - 95%
ეფექტები - 89%
ქასთი - 99%

მკითხველის შეფასება 80% (10 ხმა).

შიმშილის თამაშები 3 4.1 5 11