სად გავერთოთ დასვენების დღეებში? პასუხი აქ არის

სად გავერთოთ დასვენების დღეებში? პასუხი აქ არის

 

 

 

უკვე იცით სად მიდიხართ პარასკევ საღამოს და შაბათ-კვირას? წარმოგიდგენთ გასართობ და დროის სასიამოვნოდ გასატარებელ ღონისძიებებს. ვეცდებით დავაკმაყოფილოთ ყველას გემოვნება და შემოგთავაზოთ გართობის მრავალფეროვანი სია. სასიამოვნო, მშვიდ და ენერგიულ შაბათ-კვირას გისურვებთ.

 

დავიწყოთ ყველაზე „მარტივით“. კინო!

10362622_876175142434105_7418161711023974129_n

12 თებერვალს კინოთეატრ ამირანში „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერა შედგა. ამერიკისთვის სიახლეების აღქმა უფრო ადვილია, ვიდრე, თუნდაც ჩვენთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში Fifty Shades of Grey-მ ამერიკის მრავალფეროვანი მოსახლეობის მრავალგვარი რეაქცია გამოიწვია. პურიტანული საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებით, ფილმში არსებული სექსუალური სცენები, რეალურ ცხოვრებაში ცოლ-ქმარს შორის არ ხდება, ბევრმა კი თქვა, რომ წიგნის (რომელიც ბესტსელერად იქცა მსოფლიოში) წაკითხვის შემდეგ მასსა და მეუღლეს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ყოველ 7 წამში, ფილმის ერთი ბილეთი იყიდება. კინოში ასევე შეგიძლიათ იხილოთ „იუპიტერის აღზევება“, რომელიც სპეც-ეფექტებით განსაკუთრებულზე კიდევ უფრო განსაკუთრებულია, „იმიტაციის თამაში“, „პატინგტონის თავგადასავალი“ და სხვა.

ცოცხალი მუსიკა!

ვისაც ცოცხალი მუსიკა, ლუდი და პაბის სიტუაციები უყვარს, პარასკევი საღამოდან კვირის საღამოს ჩათვლით, თბილისის ბარები და პაბები სხვადასხვა ბენდებს წარმოგვიდგენენ. გაიარეთ ერეკლე მეორის ქუჩაზე, პეროვსკაიასა და ტაბიძეზე.ანსაკუთრებით გირჩევდით ვაშლოვანის ქუჩაზე “ჩაბას ჯაზზ როკ” კაფეს ვაშლოვანის ქუჩაზე, სადაც ერთი ძალიან ლამაზი და კარგი ხმის მქონე გოგო მღერის, მარიან შენგელია. ბენდიც არაჩვეულებრივია. აუცილებლად მოგეწონებათ.

თ ე ა ტ რ ი

რუსთაველის თეატრი 13 თებერვალს წარმოგიდგენთ რეჟისორ ქრისტიან პაპკეს სპექტაკლს სახელწოდებით „სანახაობის მომწყობი-პრემიერა“. მონაწილეობენ თენგიზ გიორგაძე, მარინა კახიანი, რუსუდან მაყაშვილი, ალექსანდრე მიკუჩაძე-ღაღანიძე, ნიკოლოზ ქაცარიძე, დარეჯან ხარშილაძე, ქეთევან ხიტირი. დასაწყისი 19:00 საათი. ბილეთის ფასი 6 ლ-დან 20 ლ-მდე.

მარჯანიშვილის თეატრი 13 თებერვალს წარმოგიდგენთ ესპანელი მწერლისა და დრამატურგის ჟორდი გალსერანის პიესას  „გრონჰოლმის მეთოდი“, რეჟისორი თემურ ჩხეიძე. მოქმედება ვითარდება საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, სადაც კომპანიის ტოპ-მენეჯერის შერჩევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ოთხი კანდიდატი ერთმანეთს სასტიკ კონკურენციას უწევს, ყოველი მათგანი მზადაა მიზნის მისაღწევად ფსიქოლოგიურად გაანადგუროს მოწინააღმდეგე. დასაწყისი 20:00 საათზე, ბილეთის ფასი 6-16 ლარი.

troeli

14 თებერვალს სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ დავით გაბუნიასა და დათა თავაძის „ტროელ ქალებს“. დათო გაბუნიას თქმით, სპექტაკლი სამ ძირითად მონოლოგზეა დაფუძნებული, რომლებიც ავტორებმა ომისა და ძალადობისა მსხვერპლი ქალებისგან მოისმინეს. უცნობი ქართველი ქალების მოთხრობილ ისტორიებს ისმენს მაყურებელი საათნახევრიან წარმოდგენაში. სპექტაკლში ჩართულია ეპიზოდი ევრიპიდეს ტრაგედიიდან, რომელშიც ანდრომაქეს მოსაკლავად განწირულ შვილთან გამოთხოვება უწევს. ავტორის თქმით, უცნობი ქართველი ქალები, ისევე როგორც მითიური ანდრომაქე, გმირები არიან, რომლებიც ყველაფერთან ერთად ახლობელი ნათესავების დაკარგვის ტკივილთან გამკლავებას ცდილობენ. დასაწყისი 20:00 საათზე, ბილეთის ფასი 10-15 ლარი.

15 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრი გთავაზობთ კობო აბეს „ქალი ქვიშაში“. რეჟისორი დავით დანელია. მსახიობები: ნინო გაჩეჩილაძე, ბექა გოდერძიშვილი, ვალერი კორშია. დასაწყისი 20:00 საათი, ბილეთის ფასი 11 ლარი.

 

კლუბური გართობა

bassiani

13 თებერვალს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიხსნება.  Bassiani, სადაც ყველა ერთმანეთის მეგობარი ხდება და ელექტრონული მუსიკის ქვეშ ერთიანდება დღეს Legowelt – იგივე Danny Wolfers, GACHA-ს, HVL-ს და ZURKIN-ის მუსიკალურ საღამოს გვთავაზობს. Legowelt – იგივე Danny Wolfers, ლეგენდარული ჰოლანდიელი პროდიუსერი, 90-იანიწლების დასაწყისიდან მოღვაწეობს და 29 სხვადასხვა ფსევდონიმის ქვეშ გამოსცემს რელიზებს. განსხვავებული ჟანრების სინთეზი და კომბინირება მისი მთავარი მახასიათებელია. Danny Wolfers-ის მუსიკალური არეალი აერთიანებს ჩიკაგო ჰაუსს, რომანტიულ გეტოტექნო-ფანკს, ელექტროქლეშს. მისი მთავარი სასცენო სახელი Legowelt მოიცავს 9 სტუდიურ ალბომს. ქართველი პროდუსერი GACHA მსმენელის წინაშე ახალი ლაივით აპირებს წარდგომას. HVL, იგივე გიგი ჯიქიამ, რომელმაც ელექტრონავტების მთავარი ჯილდო წლის ელექტრონავტი მიიღო, ამ ღამით კვლავ ჩაგვახრჩობს ბიტების სინთეზში. ZURKIN-ის მუსიკა კი ყველასთვის სასიამოვნო და განსაკუთრებული რელაქსანტია. საღამოს ვიზუალზე ზრუნავს ჯარა. ღამის 11 საათიდან, თქვენ მოხვდებით სრულიად განსხვავებულ, ალტერნატიულ რეალობაში. ბილეთის ფასი წინასწარ შეძენის შემთხვევაში 10 ლარია, კარზე კი 20 ლარი იქნება.

charkviani

თბილისი ივენთ ჰოლში ქეთათო ჩარკვიანი, ერეკლე დეისაძე და გიორგი ერგემლიძე მსმენელის წინაშე ახალი პროექტით “Digital Twins” წარდგებიან, ღონისძიების სახელწოდებაა Love-in. პროექტმა მელომანებში უკვე მოიპოვა პოპულარობა და მათი სიმღერების მსმენელთა რაოდენობა საუნდქლოუდსა და იუთუბზე დღითიდღე იზრდება. ივენთის ვიზუალზე იზრუნებს თორნიკე ხომასურიძე. ბილეთის ფასი 25 ლარია, დასაწყისი 23:00 საათზე.

mzesumzira

პარასკევი-შაბათის ივენთებში განსაკუთრებით საინტერესოა „მზესუმზირას“ პროექტი დიდ და პატარა გალერიში. 13 თებერვალს თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ: ketevan and Tevzi, Tade, ვახუნა ქავთარაძე, Rezi D,  Vako key. 14 თებერვლის line up კი ასე გამოიყურება: რატი (Mzesumzira), ვასკა (Mzesumzira), გიო შენგელია (Vodkast), Gelash, Autumn tree. ბილეთის ღირებულება 10 ლარია. ბილეთის ყიდვა შეეძლებათ მხოლოდ ივენთზე მოწვეულ ადამიანებს. ყველა მოწვეულს შეუძლია პლიუს ერთი ბილეთის ყიდვა. საკონტაქტო ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 598 19 19 99.

 

დატვირთეთ თქვენი დასვენების დღეები სასიამოვნო მუსიკით, მეგობრებთან გატარებული წუთებითა და დადებითი ემოციებით.

 

 

კომენტარები

კომენტარი