ნახეთ როგორ უხარიათ უპატრონო ცხოველებს ადამიანების მზრუნველობა

ნახეთ როგორ უხარიათ უპატრონო ცხოველებს ადამიანების მზრუნველობა

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოს 25 000 უპატრონო ძაღლია. ქუჩის ძაღლებისა დაცვაზე საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს. უმეტესობას მიაჩნია, რომ ისინი საერთოდ უნდა გაანადგუროს სახელმწიფომ. თუმცა არსებობს უფრო ლიბერალური მეთოდებიც. მაგალითად, ყველაზე მისაღები და კარგი მეთოდი ძაღლების სტერილიზაციაა, ანუ მათთვის გამრავლების შეზღუდვა. მეორე გზაა მათთვის თავშესაფრების აშენება და ყველაზე გამართლებულ და ჰუმანურ საშუალებად უპატრონო ძაღლებისთვის თბილი და საყვარელი ოჯახების მოძებნა მიმაჩნია. სოციალურ ქსელში უკვე არსებობს რამდენიმე გვერდი, რომელიც უპატრონო ცხოველების გაჩუქებით არის დაკავებული. რა აუცილებელია ლეკვში დიდი თანხის გადახდა და მათი განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა, მაშინ, როდესაც ქუჩის ძაღლებს უფრო მეტი ერთგულება შეუძლიათ. გასულ ზაფხულს შემემთხვა ერთი ასეთი ამბავი. მეგობარმა იცოდა, რომ ძაღლის ყოლა მინდოდა. დამირეკა და მითხრა, ძაღლი ვიპოვეთ დაკარგული და ხომ არ აიყვანო. მე თანხმობა ვუთხარი. ახალმა მეგობარმა ჩემთან ბინაში 2 დღე-ღამე დაჰყო, შემდეგ მისი გაჩუქება მომიწია ოჯახური მიზეზების გამო. როდესაც ახალ პატრონთან მიმყავდა, ძაღლი ნერვიულობდა და მერე როგორც იმ ქალმა მითხრა, რამდენიმე დღე საჭმელს არ ეკარებოდა და კართან ეძინაო. არა და სულ 2 დღე იყო ჩემთან. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება უპატრონო ძაღლების გაჩუქების იდეის პოპულარიზება. ასე უფრო მეტ ჰუმანურობას გამოვიჩენთ და შევძლებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს თბილი გარემოსა და საცხოვრებელ პირობებს შეთავაზებას. აქვე გვინდა გითხრათ, თუ კი სადმე ნახავ მაწანწალა ძაღლს, რომელსაც ყურზე ყვითელი “საყურე-სანიშნი” არ უკეთია ან შეუძლოდ არის დაუკავშირდით თბილისის მუნიციპალიტეტის ძაღლების თავშესაფარს. წარმოგიდგენთ უპატრონო ძაღლებისა და კატების ფოტოებს, რომელიც აღბეჭდავს მათი თავშესაფარში მიყვანისა და მიყვანიდან მეორე დღეს. განსხვავება ძალიან დიდია

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

კომენტარები

კომენტარი