Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის დაწყების თარიღი

Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის დაწყების თარიღი

დღეს HBO-მ ოფიციალურად გამოაცხადა Game of Thrones-ის მეხუთე სეზონის გამოსვლის თარიღი. პრემიერამ ძალიან გადაიწია, როგორც წესი, სერიალი ან მარტის ბოლო კვირა დღეს, ან აპრილის პირველ კვირა დღეს გამოდის ხოლმე, ამჯერად კი საპრემიერო თარიღად 12 აპრილი გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში მეხუთე სეზონის პირველ სერიას 13 აპრილს ვნახავთ.

ამის გარდა, Game of Thrones-ის მეოთხე სეზონის ოთხი ეპიზოდი 22 იანვრიდან 29 იანვრამდე ამერიკის IMAX კინოთეატრებში გავა, რასაც თან მოყვება მეხუთე სეზონის ტრეილერი, ასე რომ პირველ ტრეილერს დაახლოებით იანვრის ბოლოსკენ უნდა ველოდოთ.

8 თებერვალს ვნახავთ მეხუთე სეზონის ფრივიუ სერიას ახალი კადრებით.

მანამდე კი უნდა დავკმაყოფილდეთ რამდენიმე ახალი კადრით, რომლებიც HBO-ს 2015 წლის რეკლამაში გვხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი