Oscar-ის წარსული და მომავალი !

Oscar-ის წარსული და მომავალი !

 

წინა საოსკარო აჟიოტაჟი ნელ-ნელა მატულობს 22 რიცვის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ნებისმირი სქესისა თუ ასაკის ადამიანი ელოდება ოსკარის 2015 წლის რიგით 87-ე დაჟილდოვებას, მანამდე კი Academy of Motion Picture Arts & Scenes-მა მომლოდინე მაყურებელი გაახარა და რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომელიც სხვადასხვა წლების ოსკარის ცერემონიის სხვადასხვა კადრებისგან შედგება.

პირველი ვიდეო კოლაჟი მიეძღვნა ვალენტინობა დღეს წყვილებს :

 

მეორე ვიდეო შედგება იმ კადრებისაგან, რომელიც ყველაზე დაძაბულ და ემოციურ მოლოდინს ასახავს. ეს კადრებია ცნობილი გამოთქმის:  And the Oscar goes to……….. მონაწილეობით.

 

ერთ-ერთი ვიდეო კი ასახავს იმ ყველაზე ამაღელვებელ კადრებს, რომლის დროსაც გამარჯვებულებს გადასცემენ დამსახურებულ ოქროს კაცუნას. ეს არის ემოცია, რომელსაც ვერ ითამაშებს ვერცერთი მსახიობი.

ბოლო ვიდეო კი, რა თქმა უნდა, ასახავს იმ მადლობებს, რომელსაც ოსკარმიღებული ადამიანები ამბობენ. ვიდეო, რომელშიც გულწრფელ მადლობას მოისმენთ უამრავ ენეზა. ალბათ ოსკარი, ოსკარი არ იქნებოდა, რომ არა ის სამადლობელი სიტყვები, რომელიც ბევრჯერ და ბევრი ადამიანისგან მოგვისმენია ოსკარის დაჯილდოვების დროს სცენაზე.

და ბოლოს, წელს ქართველი მაყურებელიც ორმაგად მოუთმენლად ელოდება ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალს. მიზეზი ამისა კი ყველასთვის ცნობილია,  ფილმი “მანდარინები” წარდგენილია ოსკარზე !

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ ჩვენს “მანდარინებს” და დაველოდოთ 22  რიცხვის ღამეს !

კომენტარები

კომენტარი