ჩემი ცოლის დაქალები 6.19-20-21

ჩემი ცოლის დაქალები 6.19-20-21

ამ კვირის სერიები თავისულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიალის ისტორიაში ყველაზე იუმორისტული იყო და ეს, ფაქტობრივად, სამივე სერიას ეხება. მიუხედვად იმისა ბევრი ვიცინეთ თუ არა ახალ სერიებზე, ფაქტია, რომ ჩანაფიქრი ეს იყო.

ოთხშაბათის სერია ძალიან საინტერესოდ იყო აწყობილი თავიდანვე გასაგები იყო, რომ სერია ორი მთავარი ხაზით განვითარდებოდა და რაღაც კულმინაციამდე მივიდოდა, რაც დასაფასებელია სერიალის დიდი ფორმატიდან და ბევრი პერსონაჟიდან გამომდინარე, ამის მოხერხება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

10833703_10203316117605653_1394987254_n

პირველი ხაზი მაკას დაბადების დღეა, რომელზეც გოცირიძეების ოჯახში დილიდანვე იწყებენ ლაპარაკს.ბევრად სიანტერესო მაკას ოჯახის დილაა ზოგს ახსოვს მაკას დაბადების დღე, ზოგს შეხსენება სჭირდება, მაგრამ მაკას და ირაკლის სცენის მერე თავისულად შეგიძლია თქვა, რომ ღირდა ამ ბანალური სიუჟეტის ნახვა. ოთხშაბათის სერიაში ეს ის პირველი სცენა იყო მაკამ ძალიან კარგად რომ ითამაშა, მაგრამ თუ ეს სერია დიდი ხნის განმავლობაში დაგვამახსოვრდა მარტო იმიტომ, რომ მაკამ კიდევ ძალიან ბევრი კარგი სცენა გვაჩვენა. სამსახურის სცენის შემდეგ ვიგებთ, რომ რესტორანში დიდი ამბები გველდოება. აქვე მინდა ვთქვა, რომ მაკას შვილების ისტორია, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით უინტერესო იყო და მსახიობების თამაშზე არც ღირს ლაპარაკი. რესტორანში მაკა იგებს, რომ ქმარს საყვარელი ყავს და ძალიან ბანალურ სცენას ისევ მხოლოდ მსახიობის ძალიან კარგი თამაში არჩენს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სახლში განვითარებულ სცენბზეც, მოკლედ, ეს სიუჟეტური ხაზი მხოლოდ მაკას თამაშის სანახავად ღირს საყურებლად.

10816048_10203316118005663_1475076026_n

მერე ხაზის წამყავნი ფიგურა ბაქარია, დილას დროულად რომ გაიღვიძა და ცოლის მოსაყვანად ემზადება. ამ სიუჟეტშიც საინტერესო, ფაქტობრივად, არაფერია პატარა ასაკში გათხოვილი თამუნა, რომელსაც ქმარი სცემდა და ბოლოს რუსეთში წავიდა, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემოა და მსგავსი ისტორიით რამდენიმე ადამიანს მაინც გავიხსენებთ. სერიალის სასაცილო დასასრულიც არც ისეთი სასაცილოა თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ დაახლობით იგივე რეაქცია აქვთ მშობლების უმრავლესობას და ამ შემთხვევაში შვილის ასკასაც კი არ აქვს მნიშვნელობა. პირდაპირ რომ ვთქვათ, იგივე რეაქცია საქართველოში 33 წლის შვილის ცოლის მოყვანაზეც შეიძლება ჰქონდეთ, რაც, პრინციპში, არ არის სასაცილო. მოკლედ რომ ვთქვათ, ოთხშაბათის სერია ნუნუკას სცენით დამთავრდა, რაც შაბათის სერიაში დიდი ამბების წინაპირობა იყო.

 

შეფასება: 2,5/5

 

შაბათის სერიაში სიუჟეტს მესამე ხაზად დაემატა ცოტნე და ოთხშაბათი-შაბათის სერიების შედარებისას კარგად ჩანს რა პრობლემა უჩნდება სერიალს ბევრი სიუჟეტით, რაც წესით კარგი სერიის გარანტი უნდა იყოს, პირიქით ძალიან არეულს ხდის სერიას.

10822230_10203316123645804_910621645_n

მაკა ახალი ამბის გაგების შემდეგ მოქმედებაზე გადადის. უკვე კარგად გამოჩნდა რა ტიპაჟია მაკა და ისიც თვაიდანვე ნათელი იყო,  რომ ქმრის საყვარელს არც ისე კარგი დღე დაადგებოდა. ეს ხაზიც ზუსტად ამ ლოგიკით განვითარდა.თამაზის საყვარელი კატოს ძველი სატრფოს და აღმოჩნდა, სავარაუდოდ, გაგახსენდათ ეს პერსონაჟი. მას შემდეგ, რაც ოჯახი იგებს შვილის საქციელის შესახებ, ზუსტად ის ხდება, რაც უკვე სერიალშიც გვინახავს და სავარაუდოდ ქართული ოჯახების უმრავლესობაში მოხდებოდა. ამ სიუჟეტურ ხაზში ჩემთვის საინტერესო ისევ მარტო მაკას თამაში იყო, უბრალოდ, ფაქტია, მსახიობის ხარჯზე დიდი ხანი სიუჟეტი უბრალოდ ვერ შეინარჩუნებს დაძაბულობას/მაყურებლის ინტერესს.

გოცირიძეების ოჯახში ხმაურია, რაც სერიის პირველივე კადრიდან ნათელი ხდება. ნუნუკა ზუსტად იმ ტალღაზეა, რა ტალღითაც ოთხშაბათის სერია დამთავრდა. მიუხედავდ იმისა, რომ რამდნეიმე სცენაზე გამეცინა, სავარუდოდ, ეს ის ეფექტი არ იყო, რაც ჩანაფიქრში სერიას უნდა მოეხდინა, მაგრამ თუ იმას გავითვლისიწნებთ, რომ მაყურებლის უმრავლესობამ ამ სიუჟეტურ ხაზზე ბევრი იცინა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიალმა რაღაც მომენტში მიიღო ის, რაც უნოდა. ბაქარის ცოლის ასაკის,შვილის არსებობისა და პროფესიის გარკვევის შემდეგ, რომეოს და ჯულიატას ბედი გადაწყვეტილია და ყველაფერი მათი დაშორებით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიუჟეტით არ ვარ მოხიბლული, ჩემთვისაც საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ სერიებში.

10685202_10203316120805733_1302833556_n

ყველაზე სასაცილო სცენება, ალბათ, მაინც ცოტნეს სიუჟეტში იყო. ჩემი აზრით, სტილისტებთან მისვლის იდეა არ ყოფილა ცუდი, იმ სტილიტებთან, მთელ თბილისს რომ ერთნაირად ჭრიან თმას. პრინციპში, არც ისე დიდი დრო გასულა მას შემდეგ, რაც მთელი თბილისი თინა მახარაძესავით თმა შეჭრილი დადიოდა. ბაღის სცენაც სასაცილო იყო, მაგრამ ცოტნეს სიზმარი მაინც ყველაზე მეტად მომეწონა.ნეტავ, ქართველი პოლიტიკოსების რამდენი პროცენტი ოცნებობს დაახლობით იგივეზე, ალბათ, დიდი უმრავლესობა.

 

შეფასება: 2/5

 

10822381_10203316119925711_466305198_n

კვირის სერიაზე ლაპარაკი განსკაუთრებით რთულია. სერიალის მთავარი ხაზი,ფაქტობრივად, მთლიანად ოთხშაბათის სერიისთვის მომზადება იყო. ლაით მოტივით შემდეგ სერიაში ყველა ერთად,“ გამოუალ მდგომარეობასთან“ ერთად ვაგროვებთ  ნელიკოს წამლებისათვის საჭირო თანხას. ამ სიუჟეტიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა, რომლების გამოჩენაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება, მაგალითისათვის, პეტრე და დემნა თინას სერიალიდან გასვლის შემდეგ რთულია მათი სიუჟეტურ ხაზში ჩასმა. ასევე თაკო-ბაკო, რომელიც მარტო იმიტომ ვერ გამოჩნდება, რომ ლიკუნას და ხურცილავასაც,ფაქტობრივად, აღარ ეთმობათ დრო სერიალში, რაც ოცნების ასრულებასავით ჟღერს.

 

 

სერიის განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს ნელიკოს დახმარების სურვილს, რაც ყველასთვის გასაგებია ნელიკოს ტიპაჟიდან გამომდინარე. უბრალოდ, ძალიან სასაცილო იყო ბანალური ტექსტები, ნელიკოს გამო სულს და ბინას რომგაყიდდნენ. ამ სიუჟეტზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები ოთხშაბათის სერიაში გავიგებთ, რომლის პრომოც დაბლა შეგიძლია ნახოთ .იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი სერია ამდენ მომზადებად ღირდა.

10822287_10203316122245769_1798272106_n

მეორე სიუჟეტი ნატაშკა და მისი ახალი სამსახიობო კარიერაა. სერიიდან გამოჩნდა, რომ სპექტაკლი შედგა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ნატაშკას ძალიან კარგი თამაში, თითქოს პერსონაჟთან ერთად იყავი იმ ემოციების მონაწილე, რომელსაც როლის თამაშისა და ოვაციების დროს გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი მაინტერესებს, ვერ ვხდები რატომ ცდილობენ მაქსიმალურად ხშირად შემოიყვანონ სანდრო როლში. ჩემთვის ეს დაძაბულობის ეფექტს არ ქმნის, არ ტოვებს ეს ყველაფერი იმის შეგრძენბას, რომ ამ პერსონაჟების ურთიერთობა ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ განვითარდება. ეს უფრო იმას გავს, რომ ეს ურთიერთობა როგორ გარძელდება შემქმნელებმაც არ იციან და ეს ჩემთვის არასასიამოვნო აღმოჩენაა.

შეფასება: 1/5

 

იმედი მაქვს ოთხშაბათის სერია კიდევ უფრო საინტერესო იქნება. შემდეგი სერიის პრომო :

 

უბრალოდ არ შეიძლება არ აღვნისნოთ, რომ 3 წელი გავიდა, რაც სერიალი პირველად გავიდა ეთერში და მიუხედვად იმისა, რამდენად ხშირად ვაკრიტიკებთ სერიალს ბევრი რამე მოგვწონს თუ ბევრი რამე არ მოგვწონს, სერიალში ბევრი სუსტი მსახიობია თუ არა აუცილებელია მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ სერიალზე მუშაობს და თუნდაც პატარა წვრილი შეაქვს სერიალის შექმნაში. ფაქტი ერთია, ქართულ რელობაში ტელევიზიაში ეს ერთადერთი ქართული სერიალია, რომელზეც ღირს წერაც, კამათიც და კტიკიკაც, რომელიც საბოლოო ჯამში, ისევ სერიალის ხარისხის აწევისთვის კეთდება. მოკლედ, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროექტისთვის შრომას არ იშურებს.

10815623_10203316118965687_286663466_n

კომენტარები

კომენტარი