ჩემი ცოლის დაქალები 6.08-09

ჩემი ცოლის დაქალები 6.08-09

ოთხშაბათის სერია უდავოდ ყველაზე სუსტი იყო ამ სეზონში. ზუსტად ამიტომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შაბათ-კვირის სერიებს ველოდებოდი პრომო იყო, რომელიც, რეალურად, ბევრად კარგი აღმოჩნდა ვიდრე შაბათის სერია.

ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ გავიგე, რომ სერიალის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სერიალი სახელს ვეღარ პასუხობს, რაც ძალიან საკამათოა. რეალურად, სერიალი ისევ ნინას დაქალებზეა, უბრალოდ ეს ის დაქალები არ არიან, ვის გამოც სერილს ვუყურებდით, პერსონაჟებს ბევრად ცოტა რამ აკავშირებთ, ვიდრე ეს დასაწყის სეზონებში. მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული დაქალის/პერსონაჟის ისტორია ზედმეტად დამოუკიდებლად ვითარდება და მათი გადაკვეთის წერტილები სულ უფრო და უფრო ცოტაა, რაც ვიღაცისათვის შეიძლება არაფერს ნიშანვდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პრობლემაა.

10799427_10203169830788574_1825411652_n

პავლე მგოსნის სერიალში გამოჩენას რომ რაღაც ფუნქცია ექნებოდა, ფაქტი იყო, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს ყველაფერი ნინას სამსახურიდან გაგდებით დამთავრდებოდა. არა იმიტომ, რომ ეს სიუჟეტი წარმოუდგენლად საინტერესოა, უბრლოდ სასაცილოა სიუჟეტის დაძაბვა ამ გზით, როცა ყველამ იცის, რომ ყველაფერი ნინას სამსახურში დაბრუნებით დამთავრდება, თუნდაც იმიტომ, რომ შემქმნელებმა სეზონის დასაწყისშივე თქვეს, რომ ეს ნინას ემანსიპაციის სეზონი იქნება.ერთადერთი საინტერესო კითხვა ტასოს გაუჩნდა დედამ 2იანი ხომ არ მიიღო, სამსახურიდან მოსული რომ ტიროდა .

ცოტნეს და სტუდენტების მოწოდებები სულ უფრო და უფრო სასაცილო ხდება, დაახლობით ისეთი ,ცოტნეს და ანკას ურთიერთობა რომაა.სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტნე აღარაა ის ძალიან სასაცილო პერსონაჟი ყველა ფრაზაზე რომ შეიძლებოდა გაგცინებოდა და ის კიდევ უფრო დაემსგავსა ქართველ პოლიტიკოსებს, ლოგიკით: გავაკრიტიკოთ,გამოსავალს ვინმე სხვა იპოვის. რაც შეეხება ცოტნეს ცოლის სცენებს იმდენად დიდი ხანია ეს პერსონაჟი არ გვინახავს, მე რამდენიმე მომენტზე გამეცინა, რამდენიმე მსახიობის თამაშის მანერის ყურებისას ეს ერთადერთი გამოსავალია დეპრესია რომ არ დაგემართოს, რას ვიზამთ.

10799375_10203169830908577_2099620373_n

შაბათის სერიის მთავარი პრობლემა მაინც ნატაშკას სიუჟეტი იყო. არ გამოდის სიუჟეტის დაძაბვა და ამას უბრალოდ უნდა შევეგუოთ. ქართულ სერიალში ჩხუბის და სისხლის სცენები მარტო სიცილთან ასოცირდება, ამ შემთხვევაშიც იგივე შედეგი მივიღეთ. ყველაზე სასაცილო ის იქნება ქართველი მსახიობები თუ მართლა ესეთ „ტუსოვკებზე“ ერთობიან, მაგრამ როგორც სერიის მთავარი სიუჟეტი, სრული ჩავარდნა იყო: დანით გაკაწრული ნატაშკა, ვენებგადაჭრილი ნატაშკას ახალი დაქალი და დაჭრილი გრუზინი“მაჩო“, სცენა,რომლის გამოც თავისუფლად შეიძლება სერილის ყურება შეწყვიტო. საბოლოო ჯამში, შაბათის სერიამაც გამიცრუა იმედი.

შეფასება: 1

შაბათის სერია კიდევ უფრო სასაცილო იმიტომ იყო, რომ კვირას ნინა უკვე დაუბრუნდა სამსახურს. 1 სერიანი ინტრიგები უფრო და უფრო სასაცილოს ხდის სერიალს.

სანდრექსას და ნატაშკას ისტორიას რა მხრივ განავითარებენ წარმოდგენაც კი მიჭირს. დარწმუნებული ვიყავი, ურთიერთობის გაწყვეტის მერე სანდრექსას საერთოდ გაიყვანდნენ როლიდან, რაც საბოლოო ჯამში, ბევრად სწორი იქნებოდა, ვიდრე „როცა გაგიჭირდება დამირეკე“ ტექსტები. რაც შეეხება ნატაშაკას ახალი დაქალის ტირილის სცენებს, პრობლემა გვაქვს, აღარც სასაცილოა და უკვე მოსაბეზრებელიც ხდება, ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, უახლოს სერიებში აღარ მოგვიწევს იგივე სცენის ნახვა .

10743320_10203169830508567_1393545662_n

დორას საიუჟეტი კვირის სერიაში იყო ნამდვილი გამოანთება. ამ ოჯახის ყურებისას ერთადერთი, რაზეც გული მწყდება ისაა, რომ საბოლოო ჯამში,ანკა თვისი ოჯახიდან ყველაზე ნაკლებადაა სიანტერესო და ნუ იმაზეც, რომ გუგა რა გამოთაყვარებულიც იყო, ისევ ისეთი დარჩა.

10751865_10203169830148558_858620341_n

მაკას ოჯახი ამ სეზონში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. ირაკლის სცენები კვირის სერიაშიც ძალიან კარგი იყო. დამოკიდებულება, რომ მისი გაყვანა გარეთ არ შიძლება, რომ მის ოთახში დამალაგებელს არ უშვებენ, რომ სახლში რამის დაკრგვის შემთხვევაში აუცილებლად ისაა დამნაშავე. ეს ის რელობაა, რომელიც ჩვენს გარშემოა და რომლის შეცვლისთვისაც აუცილებელია ეს ყველაფერი კარგად დავინახოთ.სერიალი ამას ნამდვილად ახერხებს, ასე რომ, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია ამ პრობლემაზე ფიქრია. რაც შეეხება ოჯახში კამათს ბეჭედის დაკარგვასთან დაკავშირებით,მგონი არც ღირს ამაზე სუაბრი, უბრალოდ არ არის სიანტერესო. მთავრი ის შედეგია, რომელიც მსახიობებმა დადეს, უფრო სწორად, შედეგი, რომელიც მაკამ დადო. მსახიობმა ძალიან მაგრად ითამაშა რამდენიმე მძიმე სცენა მიუხედავად იმისა, რომ შვილები კარგად ვერ თამაშობენ  სიუჟეტი მაინც ძალიან კარგი გამოვიდა. დიდი იმედი მაქვს, ამ ოჯახის სცენებსაც ტიპურ, უკვე ბევრჯერ ნანახ, სიუჟეტად არ აქცევენ, რისკენაც თითქოს მიდის ეს ყველაფერი, რაც საბოლოოდ გახდის ამ სიუჟეტსაც უინტერესოს. არავის არ გვაინტერესებს მაკას ქმრის სასიყვრაულო ურთიერთობები მედდებთან, მითუმეტეს,იმის გათვლისიწნებით, რომ სერიალში უკვე უამრავი მოღალატე ქმარი გამოჩნდა.

შეფასება: 2

ოთხშაბათს, როგორც ჩანს, ჩემი საყვარელი პერსონაჟი ბრუნდება სერიალში, ანკას დაქალი <3 იმედია შევძლებთ კიდევ ერთხელ მის გაძლებას.

პრომო

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი