ჩემი ცოლის დაქალები 7.1-2-3

ჩემი ცოლის დაქალები 7.1-2-3

მეშვიდე სეზონის პრომოებიდან უკვე ვიცოდით, რომ ახალი სეზონი ერთ-ერთი პერსონაჟის სიკვდილით დაიწყებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრს ეწყინა, ეს პერონაჟი დორა რომ აღმოჩნდა, მაგრამ ჯერ არაფერი არ არის დაკარგული, მოვითხოვთ ჩცდ-ს სფინ ოფს დორაზე, სამოთხიდან ან ჯოჯახეთიდან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ასევე ექნება რეიტინგი. სერიალში შეიძლება ასევე გამოჩნდნენ ჟუჟა და ბაბულიკები, ასვე მომავალში ყველა ის პერსონაჟი, რომლის უაზროდ მოკვლასაც გადაწყვეტენ ჩცდ-ში.

1

სეზონის პირველი სერია, ფაქტობრივად, მთლიანად ანკას ოჯახზე იყო. დორას “კომიკური“ სიკვდილის ისტორიის მერე ვნახეთ მისი „კომიკური“ დასაფლავების და ქელეხის სცენები. ქელეხი რომელ რესტორანში იყო ეგეც გავიგეთ. მე-7 სეზონმა შეძლო და გვანახე კიდევ ერთი ქართული რესტორანი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში ჯერ არ გვქონდა ნანახი, ეს კი საინტერესო რეკლამებით დატვირთულ მეშვიდე სეზონს გვპირდება.

კატო ფორმაშია ქელეხის სუფრაზევე იპოვა ახალი სამსახური და ძალიან კამაყოფილი სახით ისმენდა ამ ყველაფერს, როცა უნდოდა ძალიან ხამამაღლა ეყვირა. მიუხედავად იმისა, რომ  ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ეს პერსონაჟი არ მიყავრს წარმოუდგენლად მიხარია სერიალში, რომ დაბრუნდა.

2

საინტერესო სცენა 15 წლის დორას მკვლელის ბედზე სჯა-ბაასი იყო. მამაოს დახმარებით, რომელიც ყველა დანარჩენი მამაოსავით ბრძენი და გამოცდილია და რა თქმა უნდა, ბრძნულ რჩევებსაც იძლევა, იმას კი არც ისე დიდი მნიშვენლობა აქვს ამ რჩევებიდან აზრის გამოტანა თვითონაც და მსმენელსაც რომ უჭირს.

ამ სერიაზე საუბრისას აუცლიბლად უნდა აღვნიშნოთ ლალას თამაში, რომელიც სერიაში, ალბათ, ყველაზე კარგი რამ იყო. ანკას ოჯახს, როგორც ჩანს, დაძაბული ისტორია ელოდება წინ და ეს ყველაფერი არც ისე ცუდი საყურებელი იქნება. ამ ოჯახიდან მსახიობები საკმაოდ კარგად თამაშობენ.

ახალი სეზონის მეორე სერია გუგას სიზმრით იწყება, ამის მიზეზი კი მარტო მე ვიცი, დორა ვერ ისვენებს და მოითხოვს თავის იმქვეყნიურ სფინ ოფს, რომელიც გუგგას სიზმრის მერე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ კარგი ფენტეზი გამოვიდოდა.

3

სერიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ესთეტიკის სამინისტროში ატეხილი სკანდალი იყო, რაც ჩემი აზრით, სრულიად არ ასახავს ქართულ რელობას, საიდუმლო ჩანაწერები არ არის ჩვენს ქვეყენაში აქტუალური თემა და არ ვფიქრობ მინისტრებს ასე მარტივად უშვებდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სრულიად უცხო სიუჟეტი იყო ჩვენთვის იმის წარმოდგენაც კი რთულია რატომ მოხვდა ეს სიუჟეტი სერიალში, იმედია, მართლა ეს პოზიცია არ გაქვთ და ხვდებით რატომ შეიძლება გაგვცინებოდა ამ სცენაზე.

დორას „გამაიმუნებას“ ვერავის ვერ შეარჩენს ლალა, მაგრამ ტიპური ქართული სიტუაცია ნათესავების მიგზავნა და იმის გარკვევა დარჩება თუ არა ოჯახი ვალში, მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული და სინტერესო. კარგი საყურებელი არც ანკას ოჯახში ცოტნეს სტუმრობა იყო, დამავიწყდა აღნიშვნა ლალას ბინის ნაწილს ნახევარ ძმა სთხოვს, ზუსტად ამიტომ შეიქმნა სასაცილოდ ქართული სიტუაცია, რჩევისთვის დაბარებულ ცოტნეს ვგულისხმობ.

4

ცოტნეს კოალიციის წევრები საინტერესო პარტიები არიან. ჩემი საყვრაელი პარტია, უპირობოდ, „ტონი მონტანაა“ და მიმაჩნია, რომ პოლიტიზირებული ქუჩის ბიჭები ქვეყნის ერთადერთი ხსნაა. ასე რომ, კარგია ამ ყველაფრის ხალხისათვის ჩვენება. „ჩემი ცოლის დაქალების“ ჯგუფი ხომ სინამდვილეში ქართველობას კი არ გვართმევს, პროპაგანდას უწევს ძველ ბიჭობას და მათ მიმართულებას აძლევს ქუჩიდან სად უნდა გადაინაცვლონ. პრინციპში, ეს გაზა ქართველმა ძველმა ბიჭებმა სულ იცოდნენ, დამეთანხმება რამდენიმე აწ უკვე პოლიტიკოსი.

სერიის მთავარი ნიუსი მაინც კატოს ახალი სამსახურია. ჟურნალისტი კატო და რაც მთავარია, მან უკვე იცის, რომ ტელევიზია მისი საქმეა და ეს ის სამსახურია, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიდიოდა. დიდი ალაბთობით, მთელი სეზონის განმავლობაში ბევრ სასაცილო სცნეას ვნახავთ ამ სიუჟეტური ხაზით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონში მესამე სერიაზე საშინელებას ვეღარაფერს ვეღარ ვნახავთ. არ შეიძლება ცდილობდე საზოგადოება რაღაც თემებზე დააფიქრო და ამას ზედაპირულად და გაუაზრებლად აკეთებდე, ამის მაგალითი ბაქარის სიუჟეტი იყო, მაგრამ ამაზე მოგვიანბით.

5

კატოს ახალი სამსახური სეზონის განმავლობაში თავისუფლად შეიძლება იქცეს ძალიან საინტერესო სიუჟეტად. ლამბერსექსუალზე სიუჟეტის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ კატოს ყოველი შემდეგი ინტერვიუ იქნება იმ მომენტში ქვეყანაში აქტუალურ ან განხილვად თემაზე, რაც საკმაოდ საინტერესო იდეაა და ვფიქრობ, ძალიან სასაცილო იქნება, ასე რომ, გამიხარდება სიუჟეტი თუ ამ კუთხით განვითარდება.

როგორც ჩანს, ესთეტიკის სამინისტროს მაკა ჩაიბარებს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება მისი მაქსიმალურად ბევრი მძიმე სცენა. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ამ დონის მსახიობი სერიალიში ძალიან ცოტაა. მაკას ოჯახშიც საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. მაკას შვილი ცოლის მოყვანას აპირებს, მოუთმენლად ველდოები ამ სიუჟეტური ხაზის განვითარებას და როგორც ვიცი, მარტო მე არა. თინა დალაქიშვილის სერიალში შემოყვანა ძალიან, ძალიან ბევრს გაუხარდა, იმედი მაქვს, საინტერესო პერსონაჟი იქნება. კდიევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღმენიშნა, იმის გათვლისწინებით, რომ წინა სეზონის შეჯამების დაწერა ვერ მოვახერხე, აქ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ მაკა წინა სეზონის განმავლობაში იყო ძალიან კარგად დაწერილი პეროსნაჟი, რომელიც კარგად ვითარდებოდა და ბოლო სერია კარგი გარდამტეხი მომენტი იყო, როცა მან საბოლოოდ უთხრა ის ყველაფერი შვილებს, რასაც მთელი სეზონის განამვლობაში ფიქრობდა. ერთადერთი ამით რისი თქმაც მინდა, იმედია, ახალ სეზონშიც არ შეიცველბა ამ კუთხით არაფერი.

6

რაც შეეხება ბაქარის სიუჟეტს გასაგებია, რომ სერიალი არის სატირა და მაყურებელმა უნდა დაინახოს ის პრობლემები, რომლებიც მათ გარშემო არსებობს, თუმცა ამას მაყურაბლების დიდი ნაწილი რომ ვერ ახერხებს, ამაზე რამდენჯერმე მილაპარაკია და კიდევ გავიმეორებ. ამის ნათელი მაგალითი საზოგადოების დადებითი განწყობა ბაბულიკების და ვთქვათ, უარყოფითი განწყობა თინას მიმართ არის. ასე რომ, აუცილებელია სიუჟეტი სწორედ იყოს მიწოდებული, რაც პირადად მე ბაქარის სიუჟეტში ვერ დავინახე. დარწმუნებული ვარ, მაყურებლის მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილი გაღიზიანდა ბაქარის დამოკდიებულებაზე, დანარჩენბისათვის ეს ყვეაფერი აღქმული იქნება, როგორც ნორმა ქალთან მსგავსი დამოკიდებულების და ბოლოს ჩახუტების. მოკლედ, იმედი მაქვს, მე ვცდები, მაგრამ ასე რომც იყოს ამ სიუჟეტს მაინც დიდი სიამოვნებით გავაქრობდი სერიალიდან.

 

კვირის BrzNuLi ფრაზა:

7

კომენტარები

კომენტარი