ჩემი ცოლის დაქალები 6.31-32-33

ჩემი ცოლის დაქალები 6.31-32-33

ერთ-ერთ სტატიაში ვთქვი, რომ მეტი დამაჯერებლობაა სერიალში საჭირო და მაგალითისათვის პერონაჟების სამსახურეობრივი პრობლემები მოვიყვანე, რაც ახლაც მჯერა, რომ სწორი შენიშვნა იყოს მაპატიოს დათომ, მაგრამ ფაქტია.

ოთხშაბათის სერიისთის ერთ-ერთი მთავარი ნატაშკას სიუჟეტი იყო. რეალურად, მთლიანად ამ კვირის სერიებისთვის სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი რამაც გადაგვარჩინა მსახიობის ნიჭია, სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო რთული ასატანი იქნებოდა ეს სიუჟეტი. გასაგებია ნატაშკას რთული პრობლემები, ციხიდან გამოსული ავადმყოფი ქმარიც გასაგებია, მაგრამ ნატაშკას ცხოვრების ზედმეტად თეატრალიზება მოსაწყენია უკვე. ჩემი აზრით, ჯობს სიუჟეტის განვითარების მომავლის პერსპექტივებზე უფრო ხშირად ფიქრობდნენ შემქმნელები.

10872652_10203490948696321_1298209398_n

ოთხშაბათის სერიაში ნინას სამსახურის სიუჟეტი სრული შოკი იყო მაყურებლისათვის. ესთეტიკის სამინისტროში ახალი მინისტრი და რა თქმა უნდა, ახალი მინისტრის მოადგილე მაყურებლის უმრავლესობასავით. მეგონა, რომ მინისტრის მოადგილე მაკა გახდებოდა,თურმე სულ სხვა ამბები ხდება სამინისტროში. მოკლედ, ვისაც ოხშაბათის სერია არ გინახავთ მინისტრის ახალი მოადგილე ვატოა და ის თავის სამსახურებრივ მოვალეობებთან ერთად, მინისტრის საყვრალობსაც შეითავსებს. ნეტავ, ქართველი მინისტრების რამდენ პროცენტს ჰყავს მოადგილე საყვარლები? ეს ისე, რიტორიკული კითხვა.

ბაქარი მუშაობას იწყებს და ცოტახანში ტაქსით გაუშვებს ხოლმე თამუნას რუსთავში. ჩცდ-ს Fbგვერდს გადავხედე და როგორც ჩანს, ბაქარი სულ უფრო და უფრო პოპულარული პერსონაჟი ხდება, რაც, რელურად, ცოტა მიკვირას, მაგრამ არაა პირველი ჩემთვის, უინტერესო და მაყურებლისათვის ძალიან საყვარელი პერსონაჟი.

იმედია, ცოტნეს ლოთობა დიდიხანს არ გაგრძელდება, მითუმეტეს, თუ იმას გავითვლაისიწნებთ სეზონის 33 სერიიდან, რომელიც უკვე გამოვიდა რამდენჯერ იყო ეს პერსონაჟი მთვრალი. დარწმუნებული ვარ, კატასტროფული ციფრი იქნება. მოკლედ, აღარ გვინდა მთვრალი ცოტნე, სამაგეროდ მინისტრი ცოტნე გვინდა. სერიალის იუმორი იმ კატასტროფულ ნიშნულზეა უკვე, რომ ცოტნეს ცოლზე ვიცინი, ასე რომ, მემგონი, ღირს რაღაცების გამოსწორება.

10899637_10203490950016354_1984919857_n

ის რეალიზმი, სტატია რომლითაც დავიწყე, დათოს სამსახურიდან გაგდებაა, რაც რეალური ცხოვრების ნაწილია, ასე რომ, არ არის გასაკვირი პერონაჟს ცოტა ტანჯვა თუ მოუწევს იმიტომ, რომ ეს საქართვლოს მოსახლების დიდი ნაწილისათვის უბრალოდ ყოველდღიურობაა, თუ დიდხანს გაგრძელდა ეს პრობლემები, ბაქარია მზად დაეხმაროს დათოს ოჯახს.

შეფასება: 2

 

 

დიდი იმედი მაქვს, ნატაშკას სიუჟეტი კიდევ დიდიხანს არ იქნება მხოლოდ ნატაშკას და ლიკოს , სანდროს და ნატაშკას, ნატაშკას სანდროს და ლიკოს დიალოგი და დრამა ამის მეტი არაფერი არ გვინახავს ამ სეზონში.„ჩემი ცოლის დაქალებიო“ და ნინა და ნატაშკა ერთად რამდენჯერ ვნახე, სავარაუდოდ, რომ მოვინდომო დავითვლი, ზუსტად ამიტომ ვახსენებ ძველ სეზონებს კარგ კონტექსტში. 1. ახალ პერონაჟებს ის ქიმია აღარ აქვთ 2. კონკრეტული სიუჟეტები საერთოდ ვარდება ზოგადი სურათიდან. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადი სუარათი აღარ არსებობს, სერიალს კი არა პერონაჟების დამოუკიდებელ ისტორიებს ვუყურებთ,ერთმანეთზე მიბმულს.

10872197_10203490950376363_483519028_n

ბაქარის პირველმა სამუშაო დღემ წარმატებით ჩაიარა, კაცს ბიზმესმენობა უნდა თურმე. სერიალში ბაქარის +1 პერსონაჟი გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის და შეგვიძლია დავმშვიდდეთ, გვყავს უკვე ისიც. მოკლედ, თამუნა და ბაქარი დღე დღეზე აიწყობენ ცოხვრებას 700 ლარიანი ხელეფსით.

 

 

ვატო მინისტრის მოადგილედ ახალი იმიჯით რისი თქმა უნდათ შემქმენელებს, გასაგებია, მაგრამ ზედმეტად სასაცილო გარადასახვა იყო. ამ სეზონის ახალი ტენდენციაა პერონაჟები სერიიდან სერიამდე შეიძლება შეიცვალონ, მერე ისევ შეიცვალონ და ესე დაუსრულებლად. ესეც, სავარაუდოდ, ის პრობლემაა, რომელზეც ძალიან ბევრჯერ მილპარაკია, არ არსებობს პერონაჟების წინასწარი განვითარების გეგმა/მონახაზი.

შაბათის სერიაში აღმოვაჩინე, რომ თამაზის პერონაჟი საშინლად მაღიზიანებს და საერთოდ არ არიან ის პერსონაჟები საინეტრესო, ვინც უბრალოდ გაღიზიანებს და საინტერესო სიუჟეტი არ აქვს. ეს ზუსტად ეს შემთხვევაა, ასე რომ, ამ კუთხითაც ღირს რამე უფრო სიანტერესოს მოფიქრება, რაც შეიძლება მალე.

10841367_10203490951016379_1121872830_n

გოცირიძეების ოჯახში ახალი შემომტანი, ბაქართან ერთად, ტასო იქნება. ხურცილავასთან დუეტი და 2 კონცერტი ტასოს, ფაქტობრივად,ვარსკვლავად აქცევს. ამ სიუჟეტზეც მინდა ვთქვა, რომ არც ისე საინტერესოა, მაგრამ ხურცილავას დანახვისას მახსენდება, რომ როლში შეიძლება ლიკუნაც გამოჩნდეს და ვხდები, რომ ისევ ხურცილავას და ტასოს ყურება ჯობს. თან ტასო ბევრ ჭკვიანურ რაღაცებს ამბობს, მაგალითად, ზაზას რომ არ უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ ცდება. ამ სერიალში, რელურად, მარტო ზაზას უნდა მოვუსმინოთ მისი პირით ხომ ერის ხმა ღაღადებს.

შეფასება: 1

 

 

კვირის სერიაში ორი წამყვანი სიუჟეტი იყო ტასო და კონცერტის ჰონორარი, ლიკო დაბდების დღე და პერფორმანსი მაგიდიდან ამ სტილის სერიაბი ძირითადად ლოგიკურად ვითარდება ხოლმე და არც ეს სერია არ ყოფილა გამონაკლისი

ტასო ხურცილავასთან ერთად კონცერტზე გამოსვლის მერე ჰონორარას იღებს და ერთადერთი, რაც თაცვში აზრად მოსდის მოწყენილი დათოს გახარებაა, რითი? საინერესო რამით,სურპრიზი ქეიფის მოწყობით, ძმაკაცებთან ერთად. კი იოხუნჯა სცენარისტმა ამ თემაზე თაზოს პირით, უბრალოდ სასაცილოა, როცა იცი მაყურებელი რამდენად აღიქვამს სცენებს და ცდილობ მაყურებელს დაანახო რაღაც იმ რელობაში, სადაც ყველაზე პოპულარული პერსონაჟები: ბაბულიკები, კატო და ბაქარია და ეს თუ ფაქტია, ჩემი აზრით, მინიმუმ უნდა გავკვიოთ ვისთვისაა სერილაი სატირა და ვისთვის „ჟიზნენი ფილმი“. მოკლედ, მთელი კვირის სერია ღრიანცელია გოცირიძეებთან და კიდევ ბევრი რამის რეკლამა. სერიალი ახერხებს და უაზრმაზარი სარეკლამო ჭრების გარდა, სერიაში ტენის უაზარმაზარი რაოდენობით რეკლამას.

10877474_10203490951496391_2060641127_n

მეორე სიუჟეტი ლიკოს დაბდების დღეა, რომელიც მთელი სერია იმუქრება, რომ პერფორმანსი უნდა დადგას და ბადრი ჭკუიდან გადაწიოს, ლიკოს მეტყველებიდან თუ ავიღებთ სიტყვას. რელურად, რამდენად მოხდა ეს რთული სათქმელია. საინტერესო შეფასება იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეტს ველოდებოდი, იმედია, ჩემსავით, თქვენც არაფერს არ ელოდებოდით ამ სიუჟეტით. ერთადერთი, რაზეც გამეცინა ლიკოს ბავშობის დაქალი იყო, საინტერესო დუეტი გამოუვიდა ლიკოსთან .

10893393_10203490950576368_1556570193_n

გოცირიძეებში მთვრალ საძმაკაცოს გენიალური იდეა მოსდის თავში, ბარის გახნის იდეის სადღეგრძელოც ისემვა და ისიც გადაწყვეტილია ვინ მოდის სამსახურიდან, ვინ არა და რამდენად წრამეტბული იქნება ბარი. სამწუხაროდ, სერია პესიმისტურ ნოტაზე მთავრდება, ზაზას დეიდას ის ფართი გაუყიდია, სადაც ბარის გახსნას აპირებდნენ. ასე რომ, დათო შემდეგ სერიაშიც უმუშევარი იქნება.

შეფასება: 1,5

ოთხშაბათს, როგორც ჩანს, საახალწლო სერია გველდოება. სანტა-კლაუსი ცოტნეთი, ასე რომ, მემგონი ღირს დაველოდოთ :

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი