ჩემი ცოლის დაქალები 6.25-26-27

ჩემი ცოლის დაქალები 6.25-26-27

ოთხშაბათის სერიით, სავარუდოდ, შეთქმულების თეორიით დიანტერესებულებიც გაერთობოდნენ და ისინიც, ვინც ამას სკეპტიკურად უყურებს. ცოტნე ცოტაშვილით მასონები დაინტერესდნენ, მათი მთავარი მიზანი კი განვითარებად ქვეყნებში ლოჟის გამარჯვებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, სასაცილო დიალოგი იყო და სავარუდოდ სხვა არანაირი დატვირთვა არ ექნება სერიალის მსვლელობისას, რასაც ცოტნეს ბაღში დაგვიანებაზე ვერ ვიტყვით. სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცოტნეს ცოლის მოსმენა. როგორ დაავიწყდა ბაღში ბავშვი მამას ეს ახალი ამბავიც ძალიან მალე იქცა ნიუსად, მოკლედ, ცოტნეს ჩაძირვა უნდათ და მასონთა ლოჟა თუ იხსნის ამ პერსონაჟს.

ნატაშკას რეკლამა სანდრექსამაც ნახა და მოეწონა. წინა სტატიაშიც ვთქვი, რომ სანამ შემქმნელებს მაინც არ ეცოდინებათ, როგორ განვითარდება ამ პერსონაჟების ისტორია, საშინლად არაბუნებრივი იქნება სანდროს სიუჟეტში შემოყვანის ყველა მცდელობა. ნატაშკას სიუაჟეტურ ხაზში ბევრად საინტერესო დაჩის რეაქცია იყო რეკლამაზე, უფრო სწორად, როგორ შეიცვალა ეს რეაქცია. საინტერესოა ამ ასაკის ბავშვების ნახვა სერიალში, ძალიან კარგად შეიძლება აჩვენო როგორ იცვლება შეხედულებები და რამდენმა ძალიან პატარა დეტალმა შეიძლება იქონიოს ამაზე გავლენა. იმედია, ამ კუთხით გაშლიან ნატაშკას შვილებს .

10850845_10203401054209015_1859012871_n

ოთხშაბათის სერიის ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტი მაკას შვილის, ნინის, ისტორია იყო, რომელიც რაც არ უნდა აქტუალური იყოს, მაინც არ ღირს გაკეთებად იმ მსახიობის პირობებში, რომელიც ამ როლს ასრულებს. უბრალოდ არ შეიძლება არ გაითვალისწინო მსახიობის შესაძლებლობები, როცა მას როლს აძლევ და მითუმეტეს, მაშინ თუ გინდა, რომ საკმაოდ მძიმე სცენა ათამაშო.მოკლედ, სერიალში ორი უკიდურესობაა მსაიხობები ან ძალიან კარგად თამაშობენ ან საერთოდ ვერ თამაშობენ და რელურად, ეს ყველაზე ნაკლებად მსაიხობების პრობლემაა, რეჟისორმა უნდა იცოდეს ყველაზე კარგად შეძლებს თუ არა მსახიობი გაართვას სცენას თავი და თუ იცი, რომ სცენა არ გამოვა, იქნებ საერთოდ არ ღიდეს სიუჟეტის ამ კუთხით განვითათრება?!

10833997_10203401053048986_348492290_n

პრომოდან ჩანდა, რომ სერიის ერთ-ერთი მთავარი ისტორია ჯემალის გარშემო განვითარდებოდა, რომელიც რეალურად, საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭირო იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რაიმე დანიშნულება ჰქონდა. ჯემალი თოქ შოუში,რომლის სახელიც არ მახსოვს, 10 000-ს ლარს იგებს. სიუჟეტი კი არც სიანტერესო ყოფილა, არც სასაცილო, არც ახალი გაგვიგია არფერი, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიუჟეტიც მთელი ოთხშაბათის კონტექსტში კარგად ჩაჯდა.

შეფასება: 0,5

სრული ბედნიერებისთვის ჯულია რობერტსი – ლიკო, ვისაც გაკლდათ შაბათის სერია თქვენთვისაა. ლინკუნას და ხურცილავას ჩხუბები იყო ყელში ამოსული და ამ სეზონში იგივე გზას ბადრის და ლიკოს ურთიერთობა ადგას. როგორც ჩანს, ერთი-ერთი სიუჟეტური ხაზია სერილში, რომელიც სრულიად უინტერესოა ჩემთის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მარტო არ ვარ. მთავარი მაინც ისაა, ამ სიუჟეტსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა, რიჩარდ გირი -ბადრით, ლიმუზინითა და ვარდებით.

10866790_10203401055049036_893758724_n

შაბათის სერიაში ნინის უხასიათობით მთელი ოჯახი დაინტერესდა. ამ პერონაჟის ატანა ბედნიერი სახითაც რთულია და პრინციპში, არაა ეს ყველაფერი გასაკვირი. მაკამ ძალიან ადვილად გაარკვია ამის რეალური მიზეზი. მოკლედ, ვისაც გამოგრჩათ, ნინი ორსულადაა. შაბათის სერიაში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ის პრობლემა, რომელიც ოთხშაბათის სერიას ჰქონდა, ნინის თამაში კიდევ უფრო რთული საყურებელია მაკას ფონზე, რომელიც სერიალში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მსახიობია. რამდენადაც თემა შეიძლება იყოს საინტერესო, იმდენად უინტერესოს ხდის სცენებს მსახიობების ცუდი თამაში. ბალანსი არ გამოდის,სცენა იმდენად კარგი რამხელა პოტენციაც აქვს, როცა ერთი მსახიობი, თუნდაც გამცდილების ნაკლებობის გამო, ამდენად აფუჭებს სცენებს, მაგრამ რას ვიზამთ ?!

10850664_10203401052208965_2104442839_n

შაბათის სერიაში ცოტნეს პარტია ბათუმისკენ მიდის. რამდენიმე სერიაში ერთხელ ცოტნეს მთვრალი სცენა ხომ გამოწერილია სერიალში და შაბათის სერიაში მოუწია, როგორც ჩანს. არაფერი განსაკუთრებული, დიდიხანია უკვე ვიცით ცოტნე კარგად რომ თამაშობს და მსგავსი სცნები სასაცილო გამოსდის, უბრალოდ, ამ სცენების გაზრდის პირდაპირპროპორციული არ იქნება მაყურებლის სიცილიც და იქნებ დროა აღარ ვტკეპნოთ ერთი და იგივე. ერთადერთი ამ სერიაში განსხვავებული ის იყო, რომ ცოტნე გმირი გახდა, ტურისტი გადაარჩინა ზღვაში დახჩობას, ვისაც არ გახსოვთ, ეს ის სცენაა ზღვიდან მშრალი თმით რომ ამოვიდა მსახიობი. უკვე აღარც მეცინება ესეთ სცენებზე. რა თქმა უნდა, ესეც ნიუსად იქცა, მაგრამ არა ცოტნეს სასარგებლოდ. მოკლედ, ყველა გზა მასონებთან მიდის რა, ლოჟა თუ იხსნის ცოტნეს.

შეფასება: 0,5

10866710_10203401053609000_1157170382_n

შაბათ დღეს, კვირის სერიაში, ყველა სხვადასხვანაირად ატარებს: ნინა სამსახურშია და ბავშვები მანანას ყავს ჩაბარებული, დათო აპირებს, რომ ფეხბურთს უყუროს მშვიდად, მაგრამ არ გამოსდის. მოკლედ, დათოს და ბაქარის გზები ზოოპარკში იკვეთება, აი იმ ბაქარის გამოცდა რომ ჰქონდა და დილას ადრე უნდა გასულიყო სალიხდან. სინამდვილეში კი, თამუნას შვილს ასეირნებს ზოოპრაკში. ძალიან, ძალიან სასაცილო სცენა იყო. საინტერესო იქნება ბაქართან ერთად ზოოპარკის დათვლიერება, მაგრამ ვის აქვს გართობის დრო, ბაქარი ხომ ჩაბარებული ბავშვია და ხელწერილია ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კიდევ აჩერებენ თბილისში. მოკლედ, ბაქარს კაცური რჩვეა სჭირდება ლოგიკით, კაი “გრუზინულ” სუფრას სახინკლეში რა ჯობია?! რა მოსულა და რა არა რომ გიხსნის გამოცდილი კამანდა?! მოკლედ, მორალი ბოზის ცოლად მოყვანა არ მოსულა რა, თავს ვერ გამოყოფ მერე გარეთ, იმის გათალსიწინებით, სად ვცხოვრობთ ამ წინადადების ლოგიკურობაზე არც ღირს ლაპარაკი, ყველა მოიცლის სხვაზე საჭორაოდ.

10866851_10203401051408945_169282633_n

ჩემი ცოლის დაქალების ფბ ფეიჯს რომ გადავხედე, ცოტა გამიკვირდა ისეთი აღშფოთებული იყო მაყურებელი მაკას საქციელით. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სწორი იყო, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა კომენტარებში რეაქცია როგორ საშინლად მოიქცა მაკა. ყველაზე სასაცილო ისაა, ამ კომენტარების ავტორების სრული უმრავლესობა, სავარუდოდ, ძალიან დაინტერესებულია რას იტყვიან სხვები. მოკლედ, სერიალზე მარტივია, როგორც ჩანს, საუბარი. იმედია, ცხოვრებაშიც ვეცდებით არავის გადავუაროთ ტყულად და რაც შეიძლება ნაკლებად ვინტერესდეთ სხვების ცხობრებით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ამ კვირის სერიები ყოფილა გამონაკლისი, იმდენი რესტორნის რეკლამა ვნახეთ, მეტის წარმოდგენა შუძლბელია. უკვე ისიც მაქვს ნათქვამი ეს ყველაფერი შემაწუხებელი და სასაცილო რომ ხდება ამ რაოდნეობით, მაგრამ არ აქვს მგონი.

ცოტნეს ქართულმა ჟურნალისტიკამ გამოუცხადა ბოიკოტი, მოკლედ, ამ კუთხით არაფერი სიანტერესო არ მომხდარა კვირის სერიაში, ცოტნეს რამდნეიმე სასაცილო სცენას თუ არ ჩავთვლით. ამ სერიის შემდეგ კიდევ უფრო შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, მისი სილამაზით, ბათუმით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითა და იმით თუ როგორ აღაფრთოვანებს ეს ყველაფერი ტურისტებს. იდეაში, ამის მეტს არაფერს არ ვაკეთებთ წლებია და უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყვით, აზრი არ აქვს მგონი

შეფასება: 1,5

ძალიან მაინტერესებს შემდეგი სერია, რამდენად ღირესული გაგრძლება იქნება. როგორც , პერონაჟებს სამსახურთან დაკავშირებით მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება:

 

 

კომენტარები

კომენტარი