ჩემი ცოლის დაქალები 6.22-23-24

ჩემი ცოლის დაქალები 6.22-23-24

წინა სტატიაში ვთქვი, რომ, ფაქტობრივად, მთელი კვირის სერია შემდეგი ოთხშაბათის სერიისათვის მომზადება იყო, რომელშიც ნელიკოს სიუჟეტი უნდა განვითარებულიყო, რაც პრინციპში, მოხდა კიდეც. მთავარი, ალბათ, ისაა, რამდენად საინტერესო გამოვიდა სერია და პრობლემაც ზუსტად ესაა. 10841162_10203356727020863_778124807_n მთელი სერიის ლაით მოტივი ნელიკოა, სერიალის ყველა პერსონაჟი დაირაზმა მის დასახმარებლად, ვისაც რითი შეუძლია: „გამოუვალი მდგომარეობა“ კონცერტს მართავს, დემნა წიგნებს ყიდის, თაკო-ბაკო ფლაერებს არიგებს, როგორც გაირკვა, მთელი ერი დაიღალა უკვე. მოდი აქვე აღვნიშნოთ, ჩვენ ადამიანების უხეშობით დავიღალეთ და ამის ფონზე ფლაერები არც ისე მნიშვნელოვანია, რაც მთავარია, ტასოც აპირებს ნელიკოსათვის იმღეროს. მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობს, რამდენიმე სასაცილოდ ჩაფიქრებული სცენა, რელურად, არ გამოვიდა მაინცდამაინც სასაცილო, მაგრამ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, ოთხშაბათის სერიის მთავარი პრობლემა ეს ყოფილიყო. სერიას უნდა ეჩვენებინა პერსონაჟების დამოკიდებულება ნელიკოს მიმართ. მოკლედ, კეთილი სერია უნდა გამოსულიყო, რელურად, კი ბანალური სენტიმენტალური სცენების მეტი არაფერი გვინახავს. სცენების, რომელებიც ძალიან რომ მოგენდომებინა, მაინც ვერ იქნებოდა გულის ამაჩუყებელი ან საინტერესო. 10859369_10203356725540826_132197466_n ცუდად გაკეთებულ სენტიმენტალურ სცენებს თუ დავანებებთ თავს, სერიალის კიდევ უფრო დიდი პრობლემებთან მივიდვართ. ფაქტია, ესეთი მარტივი მოცემულობის სერიის გადაღება, ფაქტობრივად, ვერ შეძლეს. მთელი სერია მონოტონური და უინტერესო გამოვიდა, ერთი სცენაც კი არ ყოფილა, რომელზეც შემიძლია ვთქვა რომ გამოვიდა. კიდევ ერთი პრობლემა ისაა როგორ უდგებიან სერიალის გმირების პრობლემებს, არ შეიძლება პრობლემა პერსონაჟის ცხოვრებაში არარელურად გაჩნდეს და გაქრეს, აქედან გამომდინარე უბრალოდ სასაცილოა ციფრი 40 000 და როგორ მოხდა ან მოხდება ამის გამომუშავება. მოკლედ, 2 ვარიანტია: ნელიკოს ეს პრობლემა არარელურად ადვილად მოგვარდება ამ კონცერტის შემდეგ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო იქნება ან მეორე აპირებენ ამ თემის კიდევ უფრო გაშლას, მე, პირადად, ამ ვარიანტს ვირჩევ, თორემ პეროსნაჟების ფინანსური მდგომარეობა და როგორ გამოიმუშავბენ ისინი ამ ფულს ისედაც დიდი ხანია სასაცილოა სერიალში, ფაქტობრივად,ვუყურებთ სერიალს, რომელიც ქართულ რელობას უნდა გვაჩვენებდეს და ვხედავთ პერონაჟებს, რომლებსაც არ ქონიათ სერიოზული ფინანსური პრობლემა თუ საერთოდ ქონდათ,სამაგიეროდ, ყოველთვის აქვთ ყველაფრის ფული, თუ მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ფინანსურ პრობლემაზე საუბრობს პერსონაჟი, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გვარდება ან საერთოდ არ იშლება ეს თემა. მოკლედ, ესეთი ელემენტარული დეტალები უნდა ქმნიდეს სერიალს და ამ მხრივ, ფაქტია, სერილას აქვს პრობლემა. შეფასება: 0,5

შაბათის სერიაც, საბოლოო ჯამში, ერთი სტანდარტული სერია გამოვიდა, არაფრით განსაკუთრებული. ოთხშაბათის სერიისგან განსხვავებით სიუჟეტი რამდენიმე ხაზით განვითარდა. რამდენადაც ნატაშკას წარმატება მიხარია,იმდენად არ მომწონს ნატაშკას და ახალი სანდროს წყვილი. პერსონაჟებს საერთოდ არ აქვთ ქიმია,აქედან გამომდინარე, სცენებიც უინტერესო გამოდის დაჩის დამოკდიებულებაც, მსახიობი დედა რომ არ უნდა. აქვე უნდა ვთქვათ, რამდენად სასაცილო და თან რამდენად ქართული რეალობისათვის ნაცნობი სიტუაციაა, მიუხედვად ამისა, იმედი მაქვს, ნატაშკას კარიერულ ხაზს კიდევ უფრო განავითარებენ. 10846760_10203356724940811_548847231_n ირაკლის სიუჟეტი შაბათის სერიაში, ალბათ, ყველაზე საინტერესო იყო. კარგად გამოჩნდა ადამიანების დამოკიდებულება და დიდი იმედი მაქვს, პატარა შედეგი მაინც გამოიღო სცენამ და სულ რამდნეიმე ადამიანი მაინც დაინტერესდა შშმ პირების პრობლემებით. თითქოს მარტივია იმის გააზრება, რომ არ შეიძლება ადამიანისახლში ჩაკეტო, გარეთ გასვლა აუკრძლო ან ადამიანის მიმართ აგრესია უმიზეზოდ გქონდეს, მაგრამ ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არც ისე მარტივი გასააზრებელია. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ირაკლის სცენები რაიმე შედეგს გამოიღებს. 10836385_10203356728060889_869975278_n შაბათის სერიაში ნინას სამსახურში მოხდა სიანტერესო ამბები. ალბათ, ყველას გაგიკვირდათ, ჩემსავით, ელისოს სიუჟეტი, მე, პირადად, მომეწონა. სერიის განმავლობაში ვიხილეთ ელისო, რომელსაც რაღაც უნდა ელისო, რომელიც ბედნიერიაამრაღაცას მიღბით და ელისო სერიის ფინალიდან. მოკლედ,საინტერესო და რაღაც მომენტში სასაცილო სიუჟეტი იყო. შეფასება: 1

ყველაზე კარგი ამ კვირისსერიებიდან,ალბათ, 24-ესერია გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქარი ჩემთვის სრულიად უინტერესო პერსონაჟია, მისი როლში დაბრუნება, ალბათ, ძალიან ბევრ მაყურებელს გაუხარდა. ხელწერილის დაწერის სცენაზე გამეცინა, მოკლედ, ბაქარი ოჯახს პირდება, რომ თამუნასთან და „იმნაირგოგოებთან“ აღარ ექნება ურთიერთობა. სინამდვილში კი რუსთავში თამუნასთან ერთად მომავლის გეგმებს  აწყობს. 10822581_10203356730340946_1007879044_n დიდი იმედი მაქვს, კვირის სერიაში ნატაშკას წარმატებული კარიერა დაიწყო.როგორც ვიცით,ნატაშკას რეკლამაში იღებენ და ვიმედოვნებ, ძალიან წარმეტებული იქნება ეს ყველაფერი პერსონაჟისათვის. ახალმა სანდრომაც გამოაცხადა, რომ ახალი სპექტაკლის დადგმა უნდა, სადაც მთავარ როლს ისევ ნატაშკა ითამაშებს. მოკლედ ,ნატაშკას პერსონაჟს ყველაფერი წინაქვს. როგორც ჩანს, მაკამამ ახალ სერიაშიც რამდენიმე ძალიან მაგარი სცენა ითამაშა, მიუხედვად იმისა,რომ მძიმე სცენების გადაღება სერიალში საკმაოდ უჭირთ, მაკას და ირაკლის საკმაოდ კარგი სცენა გამოვიდა. ახალი ფოტო აპარატიც, რეალურად, იმის ნიშანია, რომ მაკას ყველაზე კარგად ესმის როგორ არ შეიძლება ირაკლის სახლში გამოკეტვა და მასაც ისეთივე უფლებები აქვს, როგორც ყველა დანარჩენ ადამიანს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კვირის სერიაში იმდენ რამეს გაუკეთდა რეკლამა, ძალიან რომ მოვინდომო, მაინც ვერ მოვახერხებ ყველფრის ჩამოთლას. რამდენჯერაც მომიწევს, იმდენჯერ ვიტყვი, რომ ეს სულ უფრო დაუფრო სასაცილო ხდება.ერთ-ერთ ასეთ ადგილას მოუწიათ ჩხუბი თამაზს და დათოს. 10846802_10203356731100965_204387990_n სცენა საკმაოდ კარგი გადაღებული იყო,რაც ცოტა გამიკვირდა შემდეგ სერიაში კი,როგორც ჩანს,სხვა სიუჟეტური ხაზი იქნება წამყვანი. შეფასება: 2 შემდეგისერიისპრომო :

კომენტარები

კომენტარი