ჩემი ცოლის დაქალები 06.10-11-12

ჩემი ცოლის დაქალები 06.10-11-12

 

მთელი ოთხშაბათის სერია, ფაქტობრივად, გოცირიძეებისა და მაკას ოჯახზე იყო აწყობილი, რაც არაა ცუდი იდეა. გოცირიძეების ოჯახს მაყურებელი 6 სეზონია უყურებს და უყვარს თუ ყველა პერსონაჟი არა, ამ ოჯახის ერთი წარმომადგენელი მაინც. მაკას ოჯახი კი სერიალში ის სიახლეა, რომელიც ჯერ არც მონოტონურია და არც არავის მობეზრებია.

ანკა

ოთხშაბათის სერიაში ერთ-ერთი სიუჟეტი ანკას ოჯახიც იყო, უფრო სწორად, ანკას და ყოფილი ქმრის ურთიერთობის კიდევ ერთი სტანდარტული სცენა. ამ სიუჟეტის სერიაში ჩასმა უკვე ძალიან წამგებიანია, უბრალოდ არაა სიანტერესო წინასწარ ხვდებოდე ტექსტს, რომელსაც პერსონაჟები იტყვიან თანაც ეს მარტო სიუჟეტის სუსტი განვითარების ბრალი კი არ არის, იმისაც, რომ ანკას სიუჟეტური ხაზის დიალოგები ყოფილ ქმართან ყოველთვის ძალიან გავს ერთამენთს. მიუხედვად ამისა, ოთხშაბათის სერიაში რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი შეგვეძლო დაგვეჭირა .ანკა დაქალთან ლაპარაკის დროს ამბობს, რომ საერთოდ სხვა ურთიერთობა აქვს ცოტნესთან და ეხლა ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ სერიის განვითარებასთან ერთად ვხედავთ რას აკეთებს ანკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ცოტნეს და ანკას სხვანაირი ურთიერთობა არ არსებობს, ყველაფრი ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება, ამაში ანკას ეჭვიანობის სცენები და ცოტნეს ყვირილი იგულისხმე, რაც, დარწმუნებული ვარ, არავის მოგვნატრებია, მაგრამ ამ ყველეფრის ერთი კადრით ჩვენება მაინც ძალიან სიანტერესო იყო. მეორე საინტერესო სცენა ანკას ქმრის იყო, რესტორანში დიალოგს ვგულისხმობ, რომელზეც ბევრს ვერც ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ ძალიან კარგი სცენაა დასაფიქრებლად თუ რაზე არიან ადმიანები წამსველები ფულის გამო და რა წარმოდგენა აქვთ თავის თავზე ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში არ უმუშავიათ.

10811535_881088355244179_2085658839_n

მიუხედავად იმისა, რომ მაკას ოჯახის სცენები ძალიან მაინტერესებს ამ კუთხით სერიალის პრობლემებზე საუბარი უკვე შეგვიძლია. რამდენად კარგადაც არ უნდა თამაშობდეს მაკა არ შეიძლება მისი ოჯახის სცენები მარტო კონფლიქტი იყოს, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზით, ჩხუბის სცენებით შეიძლება მაყურებელი ჩართული და დატვირთული ამყოფო სერიის განმავლობაში, მაგრამ ბევრად რთულია გამოკვეთო პერსონაჟები, საინტერესოდ გაშალო ისინი და ზუსტად ამიტომ გახადო მაყურებელი ჩართული. აქ ერთი პატარა დილემაა, შემქმნელების გადასაწყვეტია, რეალურად, სერიალს რაზე აქვს პრეტენზია. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რამის თქმა შეიძლება წინასწარ, რომ მაკას ოჯახის კონფლიქტური სცენებიც ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს იმ მონოტონურ სცენებად, რომელსაც ისედაც ხშირად ვხვდებით სერიალში. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ სიუჟეტთან მაქვს მაკას შვილია, რომელიც ფაქტობრივად, ვერ თამაშობს როლს და ეს მარტო ოთხშაბათის მძიმე სცენებს არ ეხება. მსახიობს ერთი კარგად შესრულებული სცენაც არ ჰქონია, ზუსტად ამიტომ სცენები მარტო მაკას ხარჯზე გამოდის კარგი. ეს ყველაფერი თუ არც ისე დიდ პრობლემად გეჩვენებათ, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო შემაწუხებელი გახდება, მით უმეტეს, თუ მაკას შვილის განვითარებას პრობლემური გოგოს კუთხით აპირებენ, რაც პრინციპში უკვე ნათელია.

შეფასება: 1,5

 

 

შაბათ-კვირის სერიებისგან ყოველთვის უფრო მეტს ველოდები, ვიდრე ოთხშაბათისგან. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოთხშაბათის სერია ძალიან კარგი საშუალებაა კიდევ უფრო დავინტერესდეთ შაბათ-კვირის სერიებით, მთავარი სიუჟეტი კი მაინც კვირის ბოლოს ვითარდება.

შაბათის სერიაში ნატაშკას სიუჟეტი ძალიან სასაცილო იყო. როგორ ინგრევა ნატაშკას შეხედულებები ცხოვრებაზე; როგორი განსხვავებული შეხედულებები აქვთ სამსახრში; როგორ ადვილად პატიობენ, ივიწყებენ და აღარ აინტერესებთ ის, რის გამოც თავის მოკვლას აპირებდნენ. მიუხედვად იმისა, რომ ამ სიუჟეტურ ხაზს, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ექნება რამე დატვირთვა და ეს, ალბათ, ნატაშკას ახალ კაცთან დაახლობა იქნება. აუცილებელია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით ეს სიუჟეტი სრულიად უინტერესო და დამღლელია.

10751724_881088361910845_275793638_n

პეტრე მგოსნის საღამო, რომელსაც უკვე რამდენიმე სერიაა ნინა აკეთბს შაბათის სერიაში გაიმართა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხაზი სასაცილო უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ იმას გავითვლისიენებთ რა გამოვიდა ძალიან მიხარია, რომ პეტრე მგოსნის ნახვა აღარ მოგვიწევს. ამ სიუჟეტის ცოტნესთან გადაკვეთა საინტერესო გადაწყვეტილება იყო, სამწუხაროდ, მეტი არაფერი. განცხადებებ0ი, რომლებიც სასაცილოდ იყო ჩაფიქრებული; ლექსები, რომელებზეც უნდა გაგვცინებოდა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ან რა არის ამაში სასაცილო? რეალურად, თანამერდროვე პოეტების უმრავლესობა კიდევ უფრო საშინელ ლექსებს წერს და ამ თემაზე მარტო თუ ვიტირებთ. რაც შეეხება აიფონიან მამაოს, მამაოს, რომელსაც ტროტუარზე ყავს მანქანა გაჩერებული, გასაგებია ირონიასაც ვხვდებით, მაგრამ უკვე სასაცილო ხდება ერთი თემის სერიალის 6 სეზონში და რამდნეიმე ფილმში ტკეპვნა. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს ქვეყანაში.

10748720_881088381910843_28581481_n

ნელიკოს სერიალში გამოჩენის ძალიან კარგი მიზეზი მოიფიქრა სცენარისტმა, თან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტასოს და ნელიკოს სცენები ყოველთვი ძალიან სასაცილო იქნება, რაც იმედია, კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის სერიალს.

რაც შეეხება დათოს, რომელიც, როგორც გაირკვა, სახლის აშენებაში უნდა დაეხმაროს თამაზს, სიმართლე რომ გითხრათ, მაინდმაიანც არ მაინტერესებს თამაზის 3 სართულიანი სახლი წყნეთში და არც ის მაინტერესებს რამდენად დაიღლება დათო აბდულასთან მუშაობით და სახლის დაპროექტებით, მაგრამ დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ სიუჟეტსაც რაიმე ლოგიკური განვითარება ექნება.

 

შეფასება: 1

 

 

კვირის სერიაში გოცირიძეების ოჯახში სტუმრიოანობაა .ბაქარს მშობლებმა ,ჩამოაკითხეს დახედეს „ბავშვს“ გაარკვიეს როგორ სწავლობს და ფული დაუტოვეს. ამ სერიიდან მთავარი, რაც გავიგეთ ბაქარი სცენები საინტერსო მარტო ბორდელში გამოდის. ეს რამდენადაც ცუდია პერსონაჟისთვის, იმდენად კარგია სერიალსითვის. სავარაუდოდ, ბაქართან ერთად ხშირად ვესტუმრებით ხოლმე ქართულ მამაპაპურ ბორდელს.

კვირის სერიიდან კიდე ვის გავიგეთ, რომ ცოტნეს და ანაკს სიუჟეტი მთვრალი პერსონაჟებითაც უინტერესოა და ესეც არც ისე კარგი ამაბვია. დიდი იმედი მაქვს, ამ სიუჟეტურ ხაზში რაღაც ცვილებები იქნება, თორემ ნამდვილად აქვთ ამ პერონაჟებს ერთად პოტენციალი კიდევ უფრო უინტერესოები გახდნენ, ვიდრე თუნდაც წინა სეზონში იყვნენ.

10805035_881088368577511_1057230209_n

ნინას სამსახურის სცენები პირველად იყო საინტერსო, უფრო სწორად, ნელ-ნელა სიუჟეტი ვითარდება და პერონაჟებს შორის დამოკიდებულებები იკვეთება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა შეკრას სიუჟეტი. თუ ეს ყველაფერი სწორად გაგრძელდა, შეიძლება ნინას სამსახურის სცენები აღარ იყოს ისეთი დამღლელი, როგორც წინა სერიებში იყო. ამ სიუჟეტურ ხაზში ძალიან საინტერესო მსახიობის მონახულება და საჩუქრად პლანშეტის გადაცემა იყო, რომელსაც ტიპური ქართველი ჟურნალისტები აშუქებდნენ. ზუსტად ასე წარმომედგინა მსგავსი სიტუაციები, ტრაფარეტული ტექსტები, უსარგებლო საჩუქრები და ადამიანებით მხოლოდ მაშინ დაინტერესება, როდესაც სამინისტროს სურს ახალი ნიუსი. მოკლედ, ძალიან კარგად დაჭერილი ის ქართული სული, რომელსაც ხშირად ვხედავთ ტელევიზიით.

10808080_881088365244178_807717653_n

ჯერ-ჯერობით ტასოს და ნელიკოს სიუჟეტური ხაზის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ამ პერსონაჟებს ერთად ნამდვილად აქვთ პოტენციალი მაყურებლის საყავრელ სიუჟეტად იქცნენ და კვირის სერიაში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ამ სიუჟეტს უფრო და უფრო მეტი დრო დაეთმობა.

 

ოთხშაბათის სერიაში როგორც ჩანს დიდი ამბებია

 

 

 

შეფასება: 2

 

კომენტარები

კომენტარი