ჩემი ცოლის დაქალები მე-12 სეზონის 1-3 სერიის განხილვა

ჩემი ცოლის დაქალები მე-12 სეზონის 1-3 სერიის განხილვა

 

ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი მღვდელ-მონაზონის ბანდამ ბანკზე თავდასხმით გახსნა და საზოგადოებამაც მითქმა-მოთქმა არ დააყოვნა. მაყურებელთა დიდი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა სცენარისტების გადაწყვეტილებას – ანაფორები ჩაეცვა ყაჩაღებისთვის და ჯვრები ჩამოეკიდა, თუმცა სწორედ ასეთი რეაქციები ზრდის სერიალის რეიტინგს, ანუ ანაფორამ იმუშავა.

chcd

სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანი სათქმელი სერიალმა მთავრობის სხდომებით აჩვენა. უნიათო მთავრობა ვერასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს ექსტრემალურ მომენტებში და საშველად დუდუს უხმობს, რომელიც თან „არავინაა“ და თან ყოვლისშემძლე. მთავრობა, ამავდროულად, მოქცეულია ჩერჩეტი ბიზნესმენების გავლენის ქვეშ და თავის ნაბიჯებს შაგუს უთანხმებს. შაგუს საკუთარი პიროვნების რეიტინგის ამაღლებით არის დაკავებული და მისი ბანკის შტურმით აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გულდაწყვეტილი ელოდება შემდეგ თავდასხმას ან რამე მასეთს, რომ თავისი „კაი ტიპობა“ რამენაირად გამოაჩინოს.

სასაცილო და სატირულია ჩიკას ფენომენი, ვფიქრობ ცოტა  გაზვიადებულიც, რადგან რეალურ ცხოვრებაში ძნელად თუ ვიპოვით ადამიანს, რომელსაც ბიზნესს დაუყაჩაღებ და მთელ ამ ამბავში მხოლოდ იმას იდარდებს რატომ ვერ ცნობს სახეზე ვერცერთ თავდამსხმელს და რატომ „არ ყავს ამ ერთი ბეწო ქალაქში საერთო ნაცნობი არცერთ მათგანთან“. ჩიკაში სოციალური უთანასწორობა და ადამიანთა დისკრიმინაცია სიგოიმის ნიშნით იმდენად არის მომძლავრებული, რომ დამყაჩაღებელიც კი თავისი წრის უნდა ჰყავდეს (სასურველია ვაკელი).  ეს მისი იდეალისტური სამყაროა და სერიალს ძალიან უხდება.

21688427_1871794826206873_217265619854230709_o

თვითონ  ყაჩაღობის სცენა დიდი ვერაფერი შთამბეჭდავი ვერ არის, პიცებისა და ხინკლების სცენების უკან ალბათ დამნაშავეების ადამიანური ბუნების ჩვენება იყო გამიზნული და პრანჭია გოგოსა და ყაჩაღი ბიჭის დიდი სიყვარულის დაბადებასთან ერთად  სტოკჰოლმის სინდრომის უნიჭო მცდელობა გამოვიდა. თუმცა ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის ორი ნარკომანი ბიჭის დაპატიმრების სცენა, რომლებმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს: მთელი კვირის სამყოფი DT400 ვიღაც ბანდიტების დასაძინებლად დათმეს და არათუ არ დაუფასდათ, ყველაზე მეტადაც იზარალეს.

coli3

ეს სერიალი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის მაღალ ხარისხს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეალობას არაჩვეულებრივად ასახავს, რაც მთავარია დიდი დრო არ მიაქვს, საკმაოდ მოკლე სერიებია, ასე რომ მათ საყურადღებოდ ვინც დაბალი ხარისხის გამო იწუნებთ: მოიშორეთ სიგოიმის კომპლექსები, ხანდახან არ ტეხავს იმის კეთება რასაც მასა აკეთებს. აქედან დასკვნა – ჩემი ცოლის დაქალების ყურება სირცხვილი არ არის.

 

 

კომენტარები

კომენტარი