გემრიელი საუზმის გაფორმების 10 იდეა

გემრიელი საუზმის გაფორმების 10 იდეა

 

დიდი ხანია მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ საკვების ფერი, ჭურჭელი და საჭმლის მომზადების ორიგინალური მეთოდები მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და მადაზე მთელი დღის განმავლობაში. გვინდა შემოგთავაზოთ 10 იდეა თუ როგორ შეიძლება სწრაფად და ლამაზად გააფორმოთ ჩვეულებრივი საჭმელი საუზმისთვის.

სიყვარულით
ორცხობილის ფორმების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გადააქციოთ ჩევულებრივი ბუტერბროდი მშვენიერ მოგონებად დილაზე. ასეთი გულებით შეგიძლიათ გაახაროთ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი ოჯახი. ასეთი ბუტერბროდებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღების კარაქი და ჯემი გემოვნებით. ჩვენ მოგვწონს ძალიან.

sauzme (2)

ბლინების გაფორმება
ბლინები და ეგრეთწოდებული „პენკეიკები“ ყველაზე გავრცელებული საუზმეა. დილის ასეთ დასაწყისს სულ უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება. გემრიელი და დამანაყრებელი. ბლინების გაფორმება შეიძლება სხვადასხვა მეთოდებით. გამოიყენეთ ხილი და კენკრა, არაჟანი და თაფლი, სხვადასხვა ტკბილეული. მოაწყვეთ ბლინებზე სხვადასხვა ფიგურები და გაახარეთ ახლობლები.sauzme (9)

ლამაზი საუზმით ყველა ბავშვი გაიხარებს. არცერთი ბავშვი არ იტყვის უარს ესეთ საუზმეზე. გამოიყვანეთ ბლინისგან მაიმუნის ან სხვა ცხოველის ფიგურა, და თქვენი საუზმე ავტომატურად გადაიქცევა კარგი განწყობის წყაროდ.sauzme (4)
და აი კიდევ ერთი ვარიანტი ლამაზი საუზმისა ბლინებისა და მარწყვისგან. დაე მზემ გაასხივოსნოს არა მარტო ცა არამედ თქვენი თეფშიც.sauzme (5)
ჩევულებრივი ტოსტები
ტოსტის ზედაპირი შესანიშნავი ადგილია კულინარიული მხატვრებისთვის. დავიხმართ ისევ ჯემს, ხილს და კენკრას, რომელიც დაგვეხმარება გემრიელი ნახატების დამზადებაში.
.
sauzme (8)
კვერცხი – საუკეთესო საუზმე
მათ ვისაც უყვარს ცხელი კერძი საუზმედ, ექსპერიმენტები ერბოკვერცხით საინტერესო იქნება. რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი?sauzme (6)
გულის ფორმის ერბოკვერცხი პურის ნაჭერში იქნება კიდევ ერთი დასტური თქვენი სიყვარულისა ახლობლების მიმართ. საუზმე გამოვა არამარტო ლამაზი და ორიგინალური არამედ რომანტიულიც.sauzme (7)
ტოსტებთან ერთად ყველაფერი გემრიელი საუზმე ხდება იქნება ეს ჯემი, მიწისთხილის კარაქი თუ პაშტეტი.sauzme (3)
ხელოვნება ვაფლით
ვენური ვაფლის მომზადება სახლში არ არის აუცილებელი და მისი შეძენა უკვე ბევრ მაღაზიაში არის შესაძლებელი. ვაფლისგან სწრაფი, ლამაზი და გემრიელი საუზმის მომზადება ძალიან მარტივია, საკმარისია ცოტაოდენი ფანტაზია და აი ის სილამაზეც.sauzme (11)
ტკბილი დილა
ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი ღვეზელები მოსწონთ როგორც მოზარდებს ასევე ბავშვებსაც. განსაკუთერებით მათთვის ვისაც ტკბილი უყვარს. ამ ყველაფერს ძალიან მოუხდება რძიანი ყავა ან უბრალოდ ყავა.
sauzme (1)
გემრიელ საუზმეებს და კარგ განწყობას გისურვებთ, დილა მშვიდობისა!

კომენტარები

კომენტარი