გაიცანით ბონი -მოსიყვარულე დედა და სექსმუშაკი

გაიცანით ბონი -მოსიყვარულე დედა და სექსმუშაკი

გაიცანით! მას ბონი ქლო ანდერსენი ჰქვია. ის ორი შვილის დედაა. მიშელი 16 წლის არის, ოლივერი კი 15-ის და კიდევ 6 წლის ნოა. ბონი მეძავია და დანიის ერთ-ერთ სოფელში ლეგალურად მუშაობას თავისი პროფესიით.

“პირველად ბონის ჩემს საგამოცდო პროექტზე მუშაობისას შევხვდი”, – ამბობს ფოტოგრაფი მარი ჰალდი. “ჩვენ, ყოველგვარი საზღვრების დაწესების გარეშე, დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ყოველთვის მაინტერესებდა პროსტიტუციის საკითხი, განსაკუთრებით კი ის ქალები, რომლებიც ტიპიური, სტერეოტიპებში “ჩამჯდარი” მეძავები კი არა, არამედ სტერეოტიპებს მიღმა იყვნენ. ყველაზე მეტად რაც მინდოდა იყო ის, რომ მენახა მეძავი ქალი, რომელსაც ექნებოდა ოჯახი, “ნორმალური” ცხოვრება. და, აი ვიპოვე ბონი.”

პროექტის მიმდინარეობისას, ჰალდი ყველგან დაყვებოდა ბონის და იღებდა მის როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ცხოვრებას. ბონი განქორწინებულია, ყოველ შემთხვევაში ასე იცის მისმა უმცროსმა შვილმა ნოამ, რომელსაც ჰგონია, რომ დედა მოსამსახურედ მუშაობს. უფროსმა შვილებმა იციან დედის საქმიანობის შესახებ და ამის გამო ხშირად ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან.

ფოტოგადაღებების განმავლობაში ჰალდი ძალიან დაუახლოვდა ბონის ოჯახს. ძალიან ბევრი რამ გაიგო მათი იმედების, მიზნებისა და შიშების შესახებ. “ჩემ ფოტოპროექტში მონაწილეობა ბონიმ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს უთხრას: ის არა მხოლოდ მეძავი, არამედ პიროვნებაცაა. მისი ცხოვრების უპირველესი მიზანია იყოს საუკეთესო დედა საკუთარი შვილებისთვის.”

ბონი ქლო ანდერსენი 18 წლის ასაკიდან არის დაკავებული პროსტიტუციით. პირველად სექსი ფულის გამო ჰქონდა. მას და მის მეგობარს ფული სჭირდებოდათ და საშოვნელად ბორდელს მიაკითხეს. მიღებული გამოცდილება უსიამოვნო იყო, თავდაპირველად შერცხვა კიდეც საკუთარი შიშველი სხეულის. თუმცა ფულის საჭიროების გამო, ის სექსინდუსტრიაში დარჩა და უკვე ოცი წელია სექსმუშაკია.

 

medzavi1

 

medzavi2

 

medzavi4

medzavi3

 

medzavi6

 

medzavi7

 

medzavi8

 

medzavi9

 

medzavi10

 

medzavi11

 

Bonnie and the kids are hanging out when the kids are home from school.

 

medzavi14

 

medzavi15

 

medzavi16

 

medzavi17

 

წყარო: www.huffingtonpost.com

კომენტარები

კომენტარი