Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

Apple Inc-ის საოპერაციო სისტემას iOS 11-ს ქართული კლავიატურა დაემატა

ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია Apple Inc-ს შორის ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებების შედეგად პირველ ეტაპზე Apple Inc-მა გახსნა მომსახურებები ქართველი iOS დეველოპერებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შექმნან საკუთარი ანგარიშები “App Store”-ზე აპლიკაციების განთავსებისთვის.

დღეისთვის iOS 11-ის საოპერაციო სისტემას ქართული კლავიატურა ოფიციალურად დაემატა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია Apple Inc-ის მოწყობილობების და iOS ოპერაციული სისტემის ქართველი მომხმარებლებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებებს კომპანია Apple Inc-თან და ვიმედოვნებთ, რომ ახლო პერიოდში კომპანიის მომსახურებები სრულყოფილად იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში, რაც ქართველ მომხმარებლებს და დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ Apple Inc-ის პროდუქტების და სერვისების სრული სპექტრი. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის და ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი