8 ცნობილი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ფოტოშოპს

8 ცნობილი ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ფოტოშოპს

1. ბიონსე

33 წლის პერფექციონისტ მომღერალს მოსწონს ყველაფერი ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. სწორედ ეს იყო მიზეზი ბიონსეს გაბრაზებისა, როდესაც დაინახა საკუთარი თავი H&M-ის სარეკლამო კამპანიაში, რომლის დროსაც ფოტოებზე მისი სხეული ბევრად უფრო სუსტი ჩანდა, ვიდრე ბიონსე რეალობაში იყო.

bionse

2. ჟიზელ ბიუნდჰენი

როდესაც ჟიზელივით მშვენიერი ხარ, რა თქმა უნდა, ფოტოშოპი არ გეყვარება. მისი ბოლო ფოტოსესია, რომელიც ჯოან ლინდებერგმა BLK DNM-ის ახალი კოლექციისთვის გადაიღო, ჟიზელი ამბობს, რომ ის კმაყოფილი დარჩა ფოტოგრაფის გადაწყვეტილებით რეალურად დაეტოვებინა ფოტოზე ის, რაც ობიექტივმა ასახა. “მიყვარს ასეთი მიდგომები, რადგან თავს რეალურ ქალად ვგრძნობ,” – უთხრა ჟიზელმა ჟურნალ Fashionista-ს.

8040ff92-4063-4a7c-8861-f6c11908b25b

3. ჯენიფერ ლოურენსი

ახალგაზრდა მსახიობს პირდაპირ და მარტივად არ განუცხადებია მისი ანტიპათიები ფოტოშოპთან დაკავშირებით. თუმცა მის ერთ-ერთ ბოლო სარეკლამო კამპანიაში, რომელიც Dior-ს ეკუთვნოდა, ლოურენსმა თქვა: “ეს(რეკლამაზე ასახული) ნამდვილად არ მგავს მე, ვინც სინამდვილეში ვარ. რა თქმა უნდა ეს ფოტოშოპია, ადამიანები ისე არ გამოიყურებიან, როგორც ფოტოებზე ჩანს.”

1410971044_jennifer-lawrence-dior-zoom

4. ლედი გაგა

Mother Monster ანუ ლედი გაგას დიდი გამოცდილება აქვს ფოტოშოპის ნეგატიურ ისტორიასთან დაკავშირებით. 2012 წელს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, ლედი გაგა ამტკიცებდა, რომ სურათი დაფოტოშოპებული იყო და ამის დასამტკიცებლად, მან თეთრეულში გადაღებული საკუთარი თავის სურათი გაავრცელა ინტერნეტით. მომღერალმა საკუთარ ფანებს სთხოვა ჩართულიყვნენ კამპანიაში “Body Revolution”

tumblr_mawuxhkFD21r7jih0o1_1280

5. ბრედ პიტი

2009 წელს 49 წლის (მაშინ 45-ის) ბრედ პიტის მიერ W-ის გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ფოტოგრაფმა ჩაკ ჩოისმა ბრედ პიტის გადაღება დაიწყო. გადაღებების დაწყებისას მსახიობმა სთხოვა ფოტოგრაფს ხელი არ ეხლო ფოტოებისთვის და შეენარჩუნებინა მათი ავთენტურობა. მოგვიანებით ფოტოგრაფი ამბობდა: “ის ყველა ასაკში გასაოცრად გამოიყურება”.

bradfoto

6. ჯესიკა სიმფსონი

მსახიობი ამბობს, რომ  მას არაფერი აქვს დასამალი და შესალამაზებელი. სხვებს კი რაც უნდათ ის ულაპარაკიათ.

Jessica And Ashlee Simpson Visit Belk Southpark

7. ქეით უინსლეტი

37 წლის მსახიობს ფოტოშოპის გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება აქვს. 2003 წელს, GQ-ისთვის გაკეთებული ფოტოსესიის შემდეგ, მსახიობმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფოტოებზე ის ბევრად სუსტი ჩანდა, ვიდრე რეალობაში იყო. ამის გამო გამოცემას პრობლემებიც შეექმნა.

kate-winslet-web-screen

8. კოკო როშა

2012 წელს მეგა-მოდელმა Elle-ს ბრაზილიურ გამოცემას საჯაროდ მისცა შენიშვნა და საკუთარ ბლოგზე განაცხადა, რომ ფოტოსესიის შემდეგ დამუშავებულ ფოტოებზე, ის იმაზე მეტად მოშიშვლებული ჩანდა, ვიდრე რეალურად ეცვა. “ეს მიზანმიმართულად გაკეთდა ჩემს წინააღდეგ, იმის წინააღმდეგ რაზეც მე ვწერ და გამოვხატავ ხმამაღლა.”

coco-rocha1

კომენტარები

კომენტარი