2015 წლის დრამა ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ

2015 წლის დრამა ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ

Selma – 9 იანვარი

რეალური ისტორიის ქრონიკა 1965 წლის სამთვიან პერიოდზე, როდესაც მარტინ ლუთერ კინგმა   საარჩევნო უფლებებისთვის აქტიური კამპანია წამოიწყო, რომელიც პრეზიდენტ ჯონსონის მიერ არჩევნების უფლებების აქტზე ხელის მოწერით დასრულდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება სამოქალაქო უფლებებისთვის დაწყებულ მოძრაობაში. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ამ ისტორიის გაცოცხლებით მნახველს შეეძლება მიხვდეს რა მდგომარეობაში მოუწევდა ცხოვრება, რომ არა მარტინ ლუთერ კინგისა და მისი მსოფლმხედველობის მიმდევარი ადამიანების დაუშრეტელი ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის – არჩევანის თავისუფლებისთვის. ფილმი Best Picture ნომინაციაზე, ოსკარზეა წარდგენილი.

The Humbling – 23 იანვარი

ფილიპ როთის რომანის ეკრანიზებაში ალ პაჩინო კიდევ ერთ კარგ როლს გვპირდება. რომანტიკული დრამა მოხუცი მსახიობისა და ლესბოსელის ურთიერთობაზეა, რის შედეგადაც მოხუცის ცხოვრება თავდაყირა დგება. ფილმის ეკრანიზება 2014 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივაზე და ვენეციის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, გაიმართა.

Experimenter – 25 იანვარი

ბიოგრაფიული დრამა ამერიკელ ფსიქოლოგ სტენლი მილგრამზეა. 1961 წელს მან ექსპერიმენტების სერია დაიწყო ადამიანების ქცევის შესასწავლად, რაც გულისხმობდა ადამიანური სურვილებისადმი ძალაუფლების დაქვემდებარებას. ამ პროცესში ის იყენებდა ელექტრო შოკს. ჩვენ ვნახავთ სტენლი მილგრიმის ცხოვრებას მისი დაოჯახებიდან კონტრავერსიული ექსპერიმენტის ჩატარების ჩათვლით, რომელმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

tumblr_nfgd380Xx51smpmhwo1_500

Fifty Shades of Grey – 13 თებერვალი

ყველას მოგწონთ დორიან გრეის ლიტერატურული პერსონაჟი? ეს ფილმი დორიან გრეის ქრისტიან გრეის გმირის სახით აცოცხლებს. მათ შორის თქვენ ბევრ მსგავსებას იპოვით. მილიონერი, სიმპატიური, თავდაჯერებული მამაკაცი და სტუდენტი გოგო, რომლებიც სიყვარულისა და ვნების უდიდეს მორევში ეშვებიან. ამერიკისთვის სიახლეების აღქმა უფრო ადვილია, ვიდრე, თუნდაც ჩვენთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში Fifty Shades of Grey-მ ამერიკის მრავალფეროვანი მოსახლეობის მრავალგვარი რეაქცია გამოიწვია. პურიტანული საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებით, ფილმში არსებული სექსუალური სცენები, რეალურ ცხოვრებაში ცოლ-ქმარს შორის არ ხდება, ბევრმა კი თქვა, რომ წიგნის (რომელიც ბესტსელერად იქცა შტატებში) წაკითხვის შემდეგ მასსა და მეუღლეს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. მოკლედ, ამ ფილმს მეც დიდი ინტერესით ველოდები.

Focus – 27 თებერვალი

დაბნეულობა, რომელიც ხშირად ადამიანს მცდარი ქმედებისკენ უბიძგებს. ე.წ. multitasking-ზე მეცნიერები ბევრს მსჯელობენ და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ადამიანთა უმრავლესობას თანადროულად რამდენიმე საქმის კეთება (მაგ.კითხვა, წერა და საუბარი სხვადასხვა საკითხზე) არ შეუძლია.  თუმცა საინტერესოა რამდენად უშლის კაცობრიობას ხელს განვითარებაში გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. კარგად დახელოვნებული თაღლითი (Will Smith) მიზანში იღებს  ახალგაზრდა და მდიდარ გოგოს (Margot Robbie), თუმცა აღმოჩნდება, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ იყვნენ თაღლითები და თან უყვარდეთ.  თუმცა შესაძლებელია ყველაფერი გამოვიდეს, მთავარია ჩვენ რაზე გავაკეთებთ ფოკუს.

Little Boy – 27 თებერვალი

7 წლის ბიჭის უდიდესი სურვილი, იხილოს მამა მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებული. ეს არის ფილმი, რომელიც ცოტას აგატირებთ და მეტად დაგაფიქრებთ თქვენს (უკვე არსებულ თუ მომავალ) პატარებზე და გაგიჩენთ ერთადერთ სურვილს: დიდ ხანს იცოცხლოთ, რათა იყოთ შვილების გვერდით.

The Gunman – 20 მარტი

სხვა Spy ფილმებისგან დიდ განსხვავებას არ ველოდები, თუმცა მსახიობების ხათრით ამ ფილმს აუცილებლად ვნახავ. ფილმის თემა მარტივია. ყოფილ აგენტს მარტინ ტერიერს (Sean Penn) საქმიდან გასვლა სურს და ცდილობს წაშალოს საკუთარი კვალი. მისი სურვილია იცხოვროს საყვარელ ქალთან (Jasmine Trinca) ერთად. იმისთვის, რომ თავი აარიდოს პრობლემებს, ის ევროპაში გარბის, თუმცა როგორც ყოველთვის, ამერიკულ ფილმებში ყველაფერი მარტივად არ ხდება.

Woman in Gold – 3 აპრილი

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ბრიტანულ-ამერიკული დრამა, რომელიც ჰოლოკოსტის გადარჩენილ მსხვერპლ ებრაელ მოხუც ქალზე მარია ალტმანზეა. ის ლოს ანჯელესში ცხოვრობს და ახალგაზრდა ადვოკატის დახმარებით ცდილობს დაიბრუნოს ადელ ბლოხ ბაუერ I-ის პორტრეტი, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაა. ნახატის კონფისკაცია ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოახდინეს.

Child 44 – 17 აპრილი

სიუჟეტის მიმდინარეობისას ვიმყოფებით სტალინის ეპოქაში, საბჭოთა კავშირში. სტალინის მსოფლმხედველობის გაუზიარებლობა საბჭოთა კავშირში დახვრეტით ან გაციმბირებით ისჯებოდა. თუმცა საბჭოთა მენტალობის თანდათანობით მომძლავრებისა და განმტკიცების შემდეგ, იმ პოლიტიკურ და მორალურ პლატფორმას, რაზეც დიქტატორული რეჟიმი იყო დამყარებული, ბევრი ფანატიკოსი მიმდევარი გაუჩნდა. საბჭოთა პროპაგანდის გავლენა დღესაც კი იგრძნობა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს იქით იყოს და რაც შეეხება ფილმს, სწორედ სტალინის ფანატიკოს ოფიცერზეა. ის სსრკ სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც ბავშვების გაუჩინარებისა და სერიული მკვლელობების საქმის გამოძიებას გადაწყვეტს. ეს ხდება იმ წყობილებაში, სადაც მსგავსი ტიპის დანაშაულის არსებობას სახელმწიფოს მეთაურები ოფიციალურად არ აღიარებენ და კატეგორიულადაც კი უარყოფენ. ოფიცერი არსებული პოლიტიკური წყობილების მიმართ რწმენას თანდათან კარგავს და უკვე მარგინალიზებული ხდება წითელი მმართველობისგან. ის კი მაინც აგრძელებს გამოძიებას და დახმარებისთვის საკუთარ ცოლს მიმართავს. ამ ტექსტის მომზადებისას, ასოციაციურად რეი ბრედბერის “451 ფარენჰეიტის” სიუჟეტი გამახსენდა. ფილმისა და წიგნის მთავარ გმირებს შორის მსგავსებას, დარწმუნებული ვარ თქვენც იპოვით.

6293

The Water Diviner – 24 აპრილი

პირველ მსოფლიო ომი, გალიპოლის ბრძოლა, 1919 წელი. ავსტრალიელი ფერმერი კონორი (Russell Crow) თურქეთში მიემგზავრება, რათა იპოვოს მსოფლიო ომში მონაწილე მისი სამი ვაჟი. სტამბოლში ყოფნისას ის აიშას  ხვდება (Olga Kurylenko), რომელიც სასტუმროს მენეჯერია. კონორი ცდილობს მიაკვლიოს გალიპოლამდე გზას, სადაც საკუთარი ვაჟები ან ცოცხლები ან კი მკვდრები ეგულება.

 The Age of Adaline – 24 აპრილი

უკვდავება! კაცობრიობის უდიდესი სურვილი, ზოგისთვის რეალური, ზოგისთვის კი მხოლოდ ფანტაზია. ბევრი უკვდავებისთვის ფიზიკურ არსებობას მიიჩნევს აუცილებლად, ნაწილი საკუთარი სახელის ისტორიაში ჩაწერას ცდილობს. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ადამიანს უბრალო და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება სურს, ბედისწერა კი ამის უფლებას არ აძლევს და მის არსებობას მუდმივს ხდის? ეს ფილმი ბენჯამინ ბატონის ისტორიას გაგახსენებთ, თუმცა არც ისე დიდი ხნით. 80 წლის უმშვენიერესი ედელაინი (Blake Lively), რომლის ასაკის ათვლაც 28 წლისაზე შეჩერდა, მაშინ, როდესაც ავტოკასტროფაში მოყვა. ის ერთ მომენტში გარდაიცვალა, თუმცა, მალევე გონზე მოსულმა, წლების მატებასთან ერთად შენიშნა, რომ არ ბერდებოდა. უკვდავებამ ადამიანებთან დააშორა, საკუთარ თავს სიყვარულისა და ურთიერთობების უფლება წაართვა. წარმოუდგენლად მტკივნეული უნდა იყოს იმის შეგრძნება, რომ შენ შვილზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურები და ხარ კიდეც. ლი ტოლანდ კრიგერის ფილმი The Age of Adaline ! აუცილებლად დაელოდეთ აპრილს.

Danny Collins – 29 მაისი

ბითლომანებისთვის, ჯონ ლენონისა და ალ პაჩინოს ფანებისთვის ამ ფილმის ნახვა ნამდვილი ბედნიერება იქნება. 70-იანი წლების მუსიკოსი დენი კოლინსი, რომელიც დღეს უკვე მოხუცი როკ სტარია, გადაწყვეტს მთლიანად შეცვალოს ცხოვრების წესი მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონის მიერ 40 წლის მისადმი მიწერილ წერილს აღმოაჩენს. ის მზად არის იპოვოს ოჯახი, იპოვოს ცხოვრების სიყვარული და დაიწყოს მეორედ ცხოვრება.

Regression – 28 აგვისტო

მიყვარს ფილმები, სადაც მამისა და შვილის ურთიერთობაა ასახული. აგვისტოში ემა უიტსონის, ეთან ჰოუკისა და დევიდ დენსიკის მონაწილეობით, თრილერში Regression, კიდევ ერთ კარგ და მძიმე ფილმს უნდა ველოდოთ. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგონა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება. მათ შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ირგვლივმყოფებისთვის შოკისმომგვრელია.

 Triple Nine- 11 სექტემბერი

გახსოვთ კორუფციული პოლიცია? მე განსაკუთრებით მახსოვს აჭარაში შესვლილსას რომ ფულს გვახდევინებდნენ. ფილმის სიუჟეტიც კორუფციელ პოლიციელებზეა, რომლებიც მძარცველების შანტაჟის “მსხვერპლნი” ხდებიან. იმისთვის, რომ ქალაქში მოხდეს ფართომასშტაბიანი ძარცვა, მათ უწევთ ქურდებთან თანამშრომლობა, თუმცა ისინი საკუთარ თამაშს იწყებენ. ფილმის რეჟისორი ჯონ ჰილკოუტია. მუსიკალურ მხარეზე კი ბევრისთვის საყვარელმა მუსიკოსმა ნიკ კეივმა იზრუნა. 2010 წლის აგვისტოში ჰილკოუტმა დაანონსა, რომ მთავარი გმირის როლს შია ლებოუფი შეასრულებდა, თუმცა მოგვიანებით ლებოუფი ჩარლი ჰიუნმენით შეიცვალა. 2013-ში ჰიუნმენმაც დატოვა პროექტი და იგი ქესი აფლეკით ჩაანაცვლეს. 2014-ში, გადაღებების დაწყებამდე, ცნობილი გახდა, რომ მსახიობების გუნდს შეუერთდნენ ქეით უინსლეტი და აარონ პოლი. გადაღებები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ვნახოთ რა გამოვიდა ამდენი ცვლილებითა და ქასთის ასეთი შერჩევით.

Triple-Nine

Black Mass – 18 სექტემბერი

სკოტ კუპერის კრიმინალური დრამა, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. თეთრი ბულგერი, რომლის როლსაც ჯონი დეპი ასრულებს, შტატებში ცნობილი დამნაშავე იყო, რომელმაც კრიმინალური დაჯგუფება შექმნა. სასამართლომ მის ანგარიშზე “19 მკვლელობა ჩაწერა”. ფილმში არაჩვეულებრივი მსახიობები და კარგი სცენარი ნამდვილად გარანტირებული გვექნება. კრიმინალური ისტორიების მოყვარულებისთვის კი ალბათ უფრო მეტად საინტერესო იქნება რეალურ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანის ბიოგრაფიის გაცოცხლება.

download

Everest – 18 სექტემბერი

1996 წლის 10-11 მაისს, მწვერვალ ევერსტის დაპყრობას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი შტორმში მოყვნენ. მაშინ პრესამ დასვა შეკითხვა: იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა ევერსტის, როგორც ტურისტული ადგილის კომერციალიზაციის მიზანი? პასუხი დღემდე უცნობია. მწვერვალის დასაპყრობად ორი ჯგუფი იყო გასული – ჩრდილოეთ და სამხრეთი კალთიდან, და ისინი ერთმანეთს უმაღლეს წერტილში უნდა შეხვედროდნენ. სამხრეთიდან დაძრული ალპინისტების ისტორია საზოგადოებამ უკეთ იცის, რადგან მთამსვლელთა ჯგუფში ჟურნალისტიც იყო, რომელმაც გადარჩენის შემდეგ წიგნი დაწერა Into Thin Air. წიგნი ბესტსელერად იქცა. შედარებით ბურუსითა და იდუმალებითაა მოცული ჩრდილოეთ კალთიდან დაძრული ალპინისტების ისტორია. ბალთაზარ კრომაკურის ფილმი Everest  სწორედ ევერესტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას აღწერს.

EVEREST

The Walk – 2 ოქტომბერი

ვისაც სიმაღლის შიში გაქვთ, ამ ფილმის ნახვა გაგიჭირდებათ. წარმოიდგინეთ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრ “ტყუპებს” შორის ბაგირზე მოსიარული ადამიანი. ფილმი ფილიპ პეტიტის შესახებაა, რომელმაც 1974 წლის 7 აგვისტოს, დაზღვევის გარეშე გაიარა “ტყუპებს” შორის გაბმულ ბაგირზე. ფილმში პეტიტის როლს ჯოზეფ გორდონ ლევიტი თამაშობს, რეჟისორი კი რობერტ ზემეცკია, რომლის ფილმოგრაფიაშიც შედის Forrest Gump, Who Framed Roger Rabbit და სხვა.

 Untitled Cold War Spy Thriller – 16 ოქტომბერი

1960-იანი წლები. ცივი ომი და სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. 1960 წლის 1 მაისს, როდესაც შტატების პრეზიდენტი დვაიდ ეიზენჰაუერი იყო, ხოლო საბჭოთა კავშირს ნიკიტა ხრუშოვი ხელმძღვანელობდა, საბჭოთა კავშირმა ამერიკელების ჯაშუში თვითმფრინავი, რომელიც დაზვერვით სამუშაოებს ასრულებდა, საკუთარ ტერიტორიაზე უნებართვო ფრენის გამო ჩამოაგდო. შტატები შეეცადა დაემალა თვითმფრინავის ფრენის მიზნები და ამოცანები, თუმცა საბოლოოდ მაინც აღიარებამ მოუწია, რადგან საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს უნებართვოდ გადაღებული ფოტოები. სტივენ სპილბერგის ფილმი, რომელსაც Google–ი St.James Place – ად უფრო კარგად ეძებს, ოქტომბერში გამოვა. ფილმის სიუჟეტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით ვითარდება. ამერიკელი ადვოკატი CIA-ს დავალებით ჩადის საბჭოთა კავშირში, სადაც ცდილობს გადაარჩინოს თვითმფრინავის პილოტი საბჭოელების მიერ მის დაკითხვასა და დასჯას. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰენკსი, მარკ რაილენსი, ემი რაიანი, ალან ალდა და ივ ჰიუსონი თანაშობენ.

hanks-and-spielberg-11-06-14

By the Sea – 2015

სცენარის ავტორი ანჯელინა ჯოლია. რეჟისორი ასევე ანჯელინა ჯოლი. დაგაინტერესათ? ფილმის სიუჟეტი საფრანგეთში, 70-იან წლებში ვითარდება. ვანესა, ყოფილი მოცეკვავე (Angelina Jolie) და როლანდი, მწერალი (Brad Pitt) ქვეყნის გარეშემო მოგზაურობენ. მათი სიყვარული თანდათან ნელდება და ისინი სულიერად შორდებიან ერთმანეთს. ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის და შესაძლებელია მათ შორის გრძნობა კვლავ განახლდეს. “By the Sea”  “Mr. and Mrs. Smith”-ის შემდეგ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მეორე ერთობლივი ფილმი იქნება. საინტერესოა ჯოლის რეჟისორული ხედვები. ფილმის გამოშვების წელი 2015-ია, თვე და რიცხვი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Brad Pitt y Angelina Jolie llegan a la alfombra roja de los Premios de la Academia 84 ª en el centro de Hollywood y las montañas en la sección Hollywood de Los Angeles en febrero 26, 2012. UPI / Kevin Dietsch

კომენტარები

კომენტარი