ჩემი ცოლის დაქალები 6.34-35-36

ჩემი ცოლის დაქალები 6.34-35-36

ოთხშაბათს ძალიან მაგარი საჩუქარი გაგვიკეთეს სერიალის შემქმნელებმა, საახალწლო სერიის ქრონომეტრაჟი 1 საათამდე იყო გასული და მარტო ერთი სარეკლამა ჭრა იყო. 34-ე სერიის განმავლობაში არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ სეზონში aსეთი კარგი სერია არ გვინახავს. ცოტა რთული ასახსნელი იქნება თუ რატომ ვთვლი ასე, სტანდარტული სერია იყო, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით. ვნახეთ ყველა ოჯახის ახალი წელი, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ის, რომ ზუსტად იყო დაჭერილი ახალი წლის ესთეტიკა და მუხტი.

 

 

სერიის დაწყებიდან მალევე ვხვდებით, რომ ცოტნეს საახლაწლოდ რაღაც აქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ ახალი წელი შვილთან ერთად გაატაროს.არაფრით განსაკუთრებული კომიკური სიუჟეტი არ ყოფილა, მაგრამ მე ძალიან ბევრი ვიცინე, ბახვას და ცოტნეს დიალოგები არის თითქმის ყოველთვის ძალიან სასაცილო. მოკლედ, ეს სიუჟეტი საავადმყოფოთი მთავრდება, სადაც ფეხმოტეხილი ცოტნე წევს და მთელ თავის პარტიასთან ერთად საახალწლო მილოცვას წერს მოსახლეობისათვის.

დათოს ახალი წელიც ძალიან უცნაური გამოვიდა. სამსახურის დაკარგვა და წვერის მოშვება ერთი როა პეროსონაჟისთვის მაგაზე ძალიან მეიცნება, მოკლედ, დათო ქუჩაში იწყებს დალევას და უკვე მთავრალი აგრძელებს.

10887942_10203553152691382_888937152_n

მაკას ახალი წელიც საქართველოსთვის დამახასიათებელი ახალი წლებიდან ერთ-ერთია, იმ ოჯახებისთვის დიდი შვილები რომ ყავთ, დაძაბული სიტუციით, ყველა რომ სადღაც მიდის და რაც შეიძლება მალე უნდა გავიდეს სახლიდან.

ბაქარი თამუნასთან ერთად ხვდება ახალ წელს ღორეშაში. ფაქტობრივად, კურთხევა აქვს ოჯახისგან უკვე, თამუნას სცენები, ალბათ, ბევრად სასაცილო იქნებოდა მსახიობი უკეთესად რომ თამაშობდეს, მაგრამ რას ვიზამთ?! კიდევ ერთი ახალი წლისთვის საინტერესო სიაუჟეტი იყო.

10921843_10203553152291372_1019633767_n

ყველაზე მაგარი ახალი წელი მაინც ნატაშკას ჰქონდა, სრულიად დამსახურებულად თან. ყველაზე  ცუდი დღე ბავშვების გარეშე მალევე გადაიქცა ყველაზე ბედნიერად. ბავშვებმა ყველაზე მაგარი სურპრიზი გაუკეთეს ნატაშკას, მოკლედ, ნატაშკას ახალი წელიც საინტერესო იყო.

მოკლედ, საახალწლო სერია არც ისე საინტერესო მოსაყოლი გამოვიდა, მაგრამ ვინც ნახეთ ეს სერია ყველა დამეთანხმებით, რომ ძლიან მაგარი იყო. ამ სეზონში, ალბათ, საუკეთესო.

შეფასება: 4

ოჯახური კონფლიქტის ჩვენება სერიალში ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს, ქართული კონტექსტის გათვალსიწინებით. ზუსტად ამიტომ მომწონს ნატაშკას სიუჟეტი, ყოველთვის მძიმეა, მაგრამ სიანტერესო. უბრალოდ საინტერესოსთან ერთად, ჩემი აზრით, ძალიან საპასუხისმგებლოა ამ თემის სერიალში ჩვენება. 35-ე, შაბათის სერია, ჩემი აზრით, ცოტა სასაცილო იყო ამ მხრივ. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ასე მარტივად არ გვარდება ესეთი პრობლემები, მოკლედ რომ ვთქვა, არ შეიძლება იმ სერიალს ჰქონდეს რეალიზმის პრობლემა, რომელსაც პრეტენზია ზუსტად იმ რელობის აღწერაზე აქვს, რომელშიც ვცხოვრობთ. ნატაშკას სიუჟეტის შემთხვევაში ძალიან მაგარი სცენების დადება, თუნდაც იმ ლოგიკით შეიძლება, რომ ყველა ძალიან კარგად ასრულებსროლს ბავშვების პატარ-პატრა არაბუნებრივობაც კი არ ჩანს ნატაშკას და პაატას ფონზე. მოკლედ, დიდი იმედი მაქვს,საინტერესოდ განვითარდება ეს სიუჟეტი.

10904843_10203553152611380_199884763_n

ცოტნეს მინისტრობის მერე უკვე პრეზიდენტობას სთავაზობენ, რა თქმა უნდა, ისიც თავის თავზე იღებს ამ ურთულეს გამოწვევას და ერთვება საარჩევნო მარათონში. ცოტნეს სიუჟეტში განსაკუთრებით ანკას და ეკაკოს დიალოგით ვერთობი, ძალიან სასაცილო დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და ძალიან სასაცილო სცენებს ვიღებთ შედეგად.

შაბათის სერიაში თინა გამოჩნდა, როგორც ჩანს, ცოტათი შეცვილი პერონაჟი დაგვიბრუნდება, რაც ძალიან საინტერესოა. ამ სერიით აღმოვაჩინეთ, რომ თინას გოზინაყის და ლობიოს გაკეთება უსწავლია. ისე მენატრება სერიალის ძველი ესთეტიკა, იმედი მაქვს, თინაც ძალიან მალე დაბრუნდება როლში, მსახიობის ცუდ თამაშსაც ავიტან მგონი.

10904812_10203553152451376_138154785_n

დათოს სამსახური ნელ-ნელა დიდი პრობლემად იქცევა, ალბათ, ჩემი აზრით, სიანტერესო შემოთავაზებაზე თქვა უარი. რა ჯობს ყანწის და დოლის ფორმის კორპუსებს და იმ კაცთან მუშაობას ქართული გენის გადარჩენა რომ უნდა?! ესეც ქართველი შიზოიდი მილიონერების სახე წარმოდგენა რომ არ აქვთ, ფული როგორ იშოვეს და თუ ამის წარმოდგენა აქვთ,სასწაულ რაღაცებში რომ უნდათ ამ ფულის დახარჯვა. ის ტიპები არიან, ტელევიზორშიც რომ ხშირად არიან და მორალისტური ტექსტებით ჭკუას გვარიგებენ და მოქცევას გვასწავლიან. მოკლედ, საინტერესო პერსონაჟი იყო ნამვილი ქართველი.<3

შეფასება: 2

 

სანამ კვირის სერიაზე ვილაპარაკებდეთ ფბ-ზე ვნახე ძლიან საინტერესო კომენტარი.„ჩემი ცოლის დაქალები“ ერის დასადებილებლად რომ გადის თურმე ეთერში. სერილის ძალიან ბევრი მსახიობი შეგიძლია დაიწუნო, ბევრი ტექნიკური დეტალი არ მოგწონდეს , სერიალისგან მეტს ელოდებოდე, მაგრამ გეგონოს რომ ეს სერიალი ვინმეს დასადებილებლადაა – ცოტა სასაცილოა. ჩამოთვლაც არ ღირს რამდენ ძალიან სერიოზულ თემას შეეხო სერიალი და სცადა მაინც მაყურებლისთვის ეჩვენებინა რამდენი პრობლემა გვაქვს.

10887855_10203553152411375_2048482167_n

 

რაც შეეხება კვირის სერიას, თამუნა გადარჩა გაწეწვას და ღორეშადან თბილისში მოდის ბაქართან ერთად. რამდენიმე ძალიან სასაცილო სცენა იყო, პერსონაჟი რომ ვერ ხვდებოდა რა ექნა, მაგრამ ანაკს კომენტარები განსაკუთრებით კარგი იყო. მოკლედ, სერიის, შეიძლება სეზონისაც, მთავარი ახალი ამბავი კატო თბილისში ბრუნდება. ისე გამიხარდა უცებ დავფიქრდი საერთოდ მომწონდა თუ არა ეს პერონაჟი, არა არ მომწონდა, მაგრამ ძველი სიტუაცია ძალიან მომენატრა, ასე რომ, კარგია კატოს დაბრუნება. კარაოკე, სიმღერები და სამზარეულოში კაცების ღრეობაც საინტერესოა.

10887870_10203553152131368_1563289271_n

კატოს ჩამოსვლა არ ყოფილა ყველაზე საინეტერსო სიუჟეტი კვირის სერიაში. მაკა ირაკლის გამოფენას უწყობს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრ უაზრო კომენტარს მოსვისმენდი, რაც პრინციპში, ვანხეთ კიდეც. მაკამ ძალიან, ძალიან მაგრად ითამაშა, როგორც ყოველთვის. რაც შეეხება კომენტარებს ირაკლის ქცევასთან დაკავშირებით, აი ეს ვართ ჩვენ! მხოლოდ სხვისი ცხოვრება რომ გვაინტერესებს და კრიტიკა კარგად რომ გამოგვდის, ყოველთვის დახარბებისთვის რომ ვართ მზად და ესეც კი ყოველთვის მოჩვენებითია. დამოკიდებულებეთან ერთად,უტაქტოები ვართ და ამას ტერმინებშიც კი ვეხდავთ. მოკლედ, ესაა ჩვენი დამოკიდებულება, კი, ჩვენი, ყველასი, მთელი ქვეყნის! თუ ოდნავ მაინც შეგრცხვათ ამ სცენის ყურებისას, თუ ცოტათი მაინც თანაუგრძნობდით მაკას, თუ მიხვდით რატომ ეწყინა შევილებისაგან გამოფენაზე არ მისვლა, მგონი დროა ცოტა დავფიქრდეთ სანამ ვინმეს გავაკრიტიკებთ,შეურაცხყოფას მივაყენებთ ან დავცინებთ. მარტო ამ სიუჟეტის პირობებეშიც კი ძალიან მაგარი სერია იქნებოდა. სასიამოვნოა დაძაბულ სცენას რომ ელოდები და დარწმუნებული ხარ მსახიობი ძალიან მაგრად გაართმევს როლს თავს. მაკა <3

ხურცილავების ოჯახში მატებაა, კატო ჯენის ხურცილავა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას შემდეგ სეზონში.მგონი ძალიან სიანტერესოდ ჟღერდა კატოს განცახდება, მომავალ წელს თვითონ რომ უნდა იწვეს სამშობიაროში.

შეფასება: 3

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი